
თუთიყუშმა ამერიკელი ოჯახი სიკვდილისგან იხსნა.
ერთ ღამეს, როცა ყველას ეძინა, სახლში ხანძარი გაჩნდა. სახლის მეპატრონეები თუთიყუშის ყვირილმა გამოაღვიძათ. ჩიტი სკანდირებდა: „ხანძარია“.
ყველაზე უჩვეულოა ის, რომ თუთიყუშს მანამდე ეს სიტყვა არ გამოუყენებია.
„ლუი – ნამდვილი გმირია – ამბობს მისი მეპატრონე ბარბარა კლაინი – ის რომ არ ყოფილიყო, არც გამეღვიძებოდა. არ მახსოვს ადრე ეს სიტყვა თუ უთქვამს. როცა გავიღვიძე ცეცხლი უკვე მისაღების იატაკზე ენთო“.
სამწუხაროდ, თავად ლუი და ორი ძაღლი დაიღუპნენ. ბარბარას ქმარი ლარი და მათი 6 წლის ქალიშვილი კი გადარჩნენ.
„ჩემი ქმარი სამზარეულოში გაიქცა და ცდილობდა ხანძარი წყლით ჩაექრო. როცა გამოვედით, ის უკან შებრუნდა რათა ლეკვები და ბაბუის გიტარა გადაერჩინა. მეუბნებოდა რომ სუნთქვა აღარ შეეძლო, მე ვუყვიროდი რომ მალე გამოსულიყო. ის წაიქცა და ცეცხლიდან გამოვაათრიე.“
ლარიმ მიიღო დამწვრობა ხელებზე, სახესა და ცხვირზე. ის სამედიცინო კომაში ჩავარდა. საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა და მალე გაწერეს.
ახლა ოჯახს უწევს ახალი სახლი იპოვნოს და მეზობლებიც ეხმარებიან.
„ადამიანები ტანსცმელს გვიგზავნიან, ერთმა გულისხმიერმა სამი თვით ბინაც გვათხოვა, ამავე ადამიანმა გვაჩუქა ახალი თუთიყუში. მას ლუი-უმცროსი დავარქვით.“