
როგორც იქნა, ჩვენი სახლის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. ახლა პროცესი ინტერიერის გაფორმების და დიზაინის ეტაპზეა. ჩვენი სახლი დიდია – მასში ორი სველი წერტილია. პირველ სართულზე პატარა ტუალეტი, მეორეზე კი 9 კვადრატული მეტრის სააბაზანო ოთახი.
ჩვენი სახლი ხისგან არის აშენებული. აბაზანის ინტერიერში საერთოდ არ ჯდება ფილები. თუ კაფელს ავაკრავთ, ოთახი ზედმეტად კონტრასტული გამოვა. მართალია, ხის სახლი ცოტათი მშრალია, მაგრამ მაინც “ცოცხალია”. ამიტომ მე და ჩემმა მეუღლემ დიზაინის სხვა ვარიანტებზე ფიქრი დავიწყეთ.
კაფელი სააბაზანო ოთახისთვის
ჩემი მეუღლე ძალიან ჭკვიანია, მას ინჟინერული განათლება აქვს. ჩვენ ერთად განვიხილეთ, როგორი იქნებოდა სააბაზანო კაფელის გარეშე და სამ ვარიანტზე შევჯერდით, რომლებიც ჩვენს კრიტერიუმებს შეესაბამება. დეტალურად მოგიყვებით, თუ როგორ უნდა ჩაანაცვლოთ კაფელის ფილები და რა უპირატესობა აქვს ალტერნატიულ ვარიანტებს.
ვინაიდან სააბაზანო და ტუალეტი არის მაღალი ტენიანობის მქონე ოთახები, დეკორისთვის საჭიროა ნესტგამძლე მასალა. გარდა ამისა, ხის ან კარკასის სახლისთვის დაგვჭირდება რაღაც მოქნილი და მობილური. სწორედ ამ კრიტერიუმებიდან განვსაზღვრავთ, თუ რა გვჭირდება.
1. პლასტმასის ვერტიკალური პანელები
ამ ვარიანტის უპირატესობა ის არის, რომ ასეთი პანელები ძალიან მარტივად მონტაჟდება. ეს ძალზე იაფი ვარიანტია, გარდა ამისა, შესანიშნავად იცავს ტენიანობისგან. მაგრამ ამ მეთოდზე უარის თქმა მოგვიწია. პირველ რიგში, პანელების ნათელი ჭრილები ძალიან მოწყვლადია ჭუჭყისა და მტვრისგან. რამდენჯერაც არ უნდა გაწმინდოთ, მაინც ძალიან შესამჩნევი იქნება. მეორეც, თუ მათ ხის დაფების ზემოდან გააკეთებთ, პანელები საკმაოდ დიდ ადგილს დაიკავებენ.
2. პლასტმასის მართკუთხა პანელები
ეს გახლავთ პლასტმასის მართკუთხა რელიეფური პანელები დაახლოებით 0,5-დან 1 მეტრამდე ფორმის ზომებით. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ისინი 3D ტიპის ნახაზით არის დამზადებული, რომელიც თეთრ აგურს ჰგავს. ისინი საკმაოდ ლამაზად გამოიყურება, და რაც მთავარია, იგი მარტივად მონტაჟდება, სამონტაჟო წებოს გამოყენებით. ამ ვარიანტის ერთ-ერთი მინუსი – ძალიან “სათუთი” მასალაა. პანელებთან ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ ინსტალაციის ან გაწმენდის დროს, რათა არ დაიფშვნას. ლამაზი გარეგნობა ფუნქციურობის ხარჯზე.
3. PVC ფილები
PVC ან კვარც-ვინილის ფილები თერმოპლასტმასისგან მზადდება, რომელიც შესანიშნავი წყალგამძლეობით ხასიათდება და დაცულია ქიმიური გამხსნელებისგან. ეს ვარიანტი აერთიანებს ფილების და პლასტმასის პანელების ფუნქციურობას. იგი კედელზე ადვილად ეწებება, ასევე ჩვეულებრივად იჭრება უბრალო ლინოლეუმის დანით. გარდა ამისა, ასეთი ფილები ადვილად იწმინდება. ამასთან, მასალა საკმაოდ იაფი ღირს, რაც დამატებითი პლიუსია.
ჩვენ ყველაზე მეტად მოგვეწონა PVC ფილების ვარიანტი. სააბაზანო ოთახსა და ტუალეტში კედლების დასრულებისთვის აუცილებლად ამ მასალას გამოვიყენებთ.
ალბათ, აბაზანაში კაფელის ჩანაცვლებისთვის უამრავი სხვა ვარიანტი არსებობს, მაგრამ ამ სტატიაში ყველაზე ხელმისაწვდომი და ეფექტური ვერსიები გაგიზიარეთ. და თქვენ რით ჩაანაცვლებდით ძველ კერამიკულ ფილებს?