
დარწმუნებული ვარ, ყველა დიასახლისი ღიზიანდება, როდესაც სუფრა ცხიმის ან ტკბილეულის ლაქებით ბინძურდება და მრავალჯერადი გარეცხვაც ვერ უმკლავდება ჩამჯდარ ლაქას. ამ ყველაფერზე დიასახლისები დიდ დროსა და ნერვებს ხარჯავენ.
დღეს ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, როგორ ამოიყვანოთ საკვები პროდუქტების ძველი ლაქები საყვარელი მაგიდაზე გადასაფარებელიდან, რათა ამიერიდან დრო მხოლოდ საინტერესო და სასიამოვნო საქმეებზე დახარჯოთ.
როგორ ამოვიყვანოთ ძველი ლაქები
1. პირველი საშუალება, რომელიც ხელს შეუწყობს მაგიდის ტექსტილიდან ლაქების მოშორებას, კარტოფილის სახამებელი გახლავთ. უბრალოდ შეურიეთ იგი წყალს ისეთი პროპორციით, რომ პიურეს მსგავსი სქელი მასა მიიღოთ, შემდეგ კი ეს ნაზავი ქსოვილის დაბინძურებულ ადგილებზე წაუსვით.
ამის შემდეგ, დაელოდეთ 35-45 წუთით და ჩვეულებრივ გარეცხეთ სუფრა.
2. იმისათვის, რომ თოვლივით თეთრი სუფრადან უკვალოდ გააქროთ ყვითელი ლაქები, მოამზადეთ ხსნარი ნახევარი ჭიქა საკვები სოდით და ერთი ჭიქა მდუღარე წყლით, შემდეგ დაუმატეთ მიღებულ ხსნარს ნახევარი ჭიქა წყალბადის ზეჟანგი (მცირე ზომის ლაქისთვის თითოეული ინგრედიენტის დოზა 2-3-ჯერ შეამცირეთ).
მიღებული ნაზავი დაასხით სუფრაზე და 1-2 საათით გააჩერეთ. შემდეგ ჩვეულებრივად გარეცხეთ ქსოვილი.
3. ხილისა და კენკრის ლაქების ამოსაყვანად ახალი ლიმონის წვენი ან წყლისა და ლიმონმჟავის ნაზავი დაგეხმარებათ.
4. ხოლო თუ ჭარხლის ან პომიდვრის სოუსის ლაქის მოშორება გსურთ, ერთი ლიმონმჟავა საკმარისი არ იქნება.
პირველ რიგში, დაბინძურებული ადგილები სამრეცხაო საპონით გარეცხეთ, შემდეგ კი ლაქაზე ლიმონმჟავა მოაყარეთ და 10-15 წუთით დაელოდეთ. დასასრულს, უბრალოდ გაავლეთ სუფრა სუფთა წყალში.
5. მწვანილის ლაქის მოშორება საპონიან ხსნარში ნიშადურის სპირტის დამატებით შეგიძლიათ.
6. ცხიმის სქელ ლაქებთან გამკლავება გაცილებით ადვილი იქნება, თუ სქელ მარილიან ხსნარს გამოიყენებთ.
მარილიანი მასა სუფრაზე მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში უნდა გააჩეროთ (უმჯობესია 1-1,5 სთ-ის განმავლობაში დატოვოთ ხსნარი ქსოვილზე). მოცემული დროის გასვლის შემდეგ სუფრა თბილ წყალში ჩვეულებრივი სარეცხი ფხვნილით გარეცხეთ.
ახლა უკვე იცით, როგორ მოაშოროთ სხვადასხვა პროდუქტის ლაქები საყვარელ ქსოვილს, ასე რომ, მათ მრავალჯერ გარეცხვაზე დროის დაკარგვა აღარ მოგიწევთ.