როგორ მოვიყვანოთ ხახვი ფანჯრის რაფაზე

ბევრი გამოცდილი მებაღე ამტკიცებს, რომ სახლში ხახვის გაზრდა ძალიან ადვილია. და ეს მართლაც ასეა. თუმცა, მართლაც ასეთი მარტივია ტკბილი, გემრიელი ხახვის მოყვანა ფაფუკი მწვანილებით, რომლებიც კერძებს განსაკუთრებულ გემოს მატებს?

დღეს ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ სახლის პირობებში ხახვის გაზრდის ყველა დეტალის შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ საუკეთესო შედეგის მიღებაში!

როგორ გავზარდოთ ხახვი საშინაო პირობებში

ეს სასოფლო-სამეურნეო კულტურა უკვე 5 ათასზე მეტი წელია ფართოდ გამოიყენება კაცობრიობის მიერ. სწორედ ამიტომ, ხახვის კულტივირების და მათი გაშენების მრავალი წესი და მეთოდი არსებობს. მოდით გავერკვეთ, რა ნიუანსები უნდა იცოდეს ყველამ, ვინც ხახვის სახლში დარგვას აპირებს.

1. მიწაში თუ წყალში

ხახვის გამრავლება რამდენიმე გზითაა შესაძლებელი: ტრადიციულით (მიწაში) და ჰიდროპონიკურით (წყალში). აირჩიეთ მეთოდი, რომელიც უფრო გაწყობთ.

მათთვის, ვისაც სახლში სივრცის დაზოგვა სურს, შესანიშნავი ვარიანტია ჩვეულებრივი პლასტმასის ბოთლის კონსტრუქციის გამოყენება. ამისთვის თქვენ ბოთლს რამდენიმე ნახვრეტი უნდა გაუკეთოთ, ჭურჭელში მიწა ჩაყაროთ და ხახვები ნახვრეტებში ჩარგოთ. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ ეს ინსტალაცია ჰიდროპონიკად აქციოთ, თუ ნიადაგს მინერალური ბამბით შეცვლით.

2. ხახვის ბოლქვის სწორი არჩევანი

ხარისხიანი მოსავლის მიღება მხოლოდ კარგად შერჩეული ხახვის ბოლქვით. იგი უნდა იყოს მრგვალი, შეხებისას მკვრივი, დამპალი კვალის გარეშე და პრიალა ფურცლებით. დარწმუნდით, რომ მვენარის ფესვის თასი კარგად არის ფორმირებული და საკმაოდ დიდია.

ფანჯრის რაფაზე ხახვის გასაზრდელად ღივი ბოლქვები შეარჩიეთ. მაგრამ თუ ყლორტი არ აქვს, შეგიძლიათ ბოლქვის თავი ფესვის გასწვრივ გაჭრათ. ასე მწვანე ღეროები უფრო სწრაფად გამოჩნდება. ნიადაგში დარგვამდე, აუცილებლად გაჟღენთეთ ბოლქვები წყლით, მაგრამ თუ ხახვის გაზრდას წყალში აპირებთ, ამის გაკეთება საჭირო არ არის.

3. ტემპერატურა

ხახვი სიცივის მიმართ საკმაოდ მდგრადი კულტურა გახლავთ. მისთვის ოპტიმალური მდგომარეობა 18-20 გრადუსია, ამიტომ, როდესაც ხახვი ფანჯრის რაფაზე იზრდება, ყურადღება მიაქციეთ, რომ იგი მზისგან ან გამათბობელისგან არ გადახურდეს. ამასთან, 24 გრადუსამდე ტემპერატურა მისი ზრდის პროცესს დააჩქარებს, მაგრამ 30 გრადუსზე იგი შეწყვეტს ზრდას.

4. ნიადაგი

ხახვისთვის იდეალურია ფხვიერი ნიადაგი ნეიტრალური PH (6-7)-ის მაჩვენებლით და კარგი დრენაჟით. ჰიდროპონური კულტივირების მეთოდის გამოყენებისას, არ უნდა დაუშვათ, რომ ბოლქვები წყალში ცურავდეს. ამ შემთხვევაში, იგი სწრაფად დაიწყებს ლპობას. უმჯობესია ბოსტნეულის ფიქსაციისთვის კონსტრუქციები საჭირო დონეზე გამოიყენოთ. ხახვი ტენიანობას დიდად არ საჭიროებს, მაგრამ ზოგჯერ შეგიძლიათ მსუბუქად დაასველოთ მისი ღეროები, რათა ისინი უფრო წვნიანი გახდეს.

5. სინათლე

ყველამ არ იცის, მაგრამ დარგვის შემდეგ, რეკომენდებულია ხახვის მოთავსება გრილ დაჩრდილულ ადგილზე, რათა ფესვთა სისტემა უფრო აქტიურად ფორმირდეს. მითითებული დროის შემდეგ, ხახვს შუქი სჭირდება. თქვენ ასევე შეგიძლიათ დააკავშიროთ ბუნებრივი და ხელოვნური შუქი (ფლუორესცენტული ნათურები). რაც უფრო მეტ სინათლეს მიიღებს მცენარე, მით უფრო სწრაფად იხილავთ სასურველ შედებს.

6. სასუქები

რა თქმა უნდა, უმჯობესია მცენარე სასუქების გარეშე გავზარდოთ. მაგრამ სავსებით შესაძლებელია კომპლექსური (მაგრამ არავითარ შემთხვევაში დიდი დოზით), ინსტრუქციაში მითითებული დოზის გამოყენება.

თუ ხახვს ჰიდროპონური მეთოდით აერაციის გარეშე (ჰაერით გაჯერება) ზრდით, სითხე შეიძლება მცენარის ფესვებთან ერთად დალპეს. ამ პროცესის თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ პერიოდულად წყალში 4%-იანი წყალბადის ზეჟანგის ან კალიუმის პერმანგანატის მსუბუქ ხსნარს დაუმატებთ.

საშინაო პირობებში ხახვის გაზრდის ამ ყველა თვისებების ცოდნით, თქვენ მიიღებთ ყველაზე მაღალი ხარისხის და თვალისთვის სასიამოვნო პროდუქტს. გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და ისიამოვნეთ გემრიელი და ჯანსაღი ბოსტნეულით. წარმატებებს გისურვებთ!