როგორი წარმოედგინათ ადამიანებს ჩვენი სამყარო 50 წლის წინათ

მომავალი ყოველთვის იზიდავდა და ხიბლავდა ადამიანს. ახლა ამაზე ფიქრისას, შეიძლება წარმოვიდგინოთ სამყარო აპოკალიფსის ან მფრინავი ტაქსებისა და დროში მოგზაურობის შემდეგ. წინა თაობებიც ასევე ოცნებობდნენ წარმოუდგენელ ცვლილებებზე, თუმცა, აწმყო არც თუ ისე ემთხვეოდა მათ მოლოდინებს. ჩვენი რედაქცია გთავაზობთ ნახოთ, თუ როგორ ხედავდნენ ჩვენს ცხოვრებას ადამიანები, რომლებიც 50 წლის წინ ცხოვრობდნენ.

1. ოცნებები 21-ე საუკუნეზე

ამერიკული საიტის Angie’s List-ის შემქმნელებმა, ერთხელ გადაწყვიტეს ჩაეტარებინათ კვლევა იმის შესახებ, თუ როგორი წარმოედგინათ 50-70-იან წლებში მცხოვრებ ადამიანებს მომავალი 21-ე საუკუნეში. იდეები აღებული იყო სხვადასხვა პიროვნების მოგონებებიდან ან ჩანაწერებიდან, ფილმის “უკან მომავალში” კადრებიდან, ამერიკული ფანტასტიკის ჟანრის მწერლების ჩანაწერებიდან, მაგალითად, გრეგორი ბენფორდის და იტალიელი ინდუსტრიული დიზაინერის ჯო ცეზარე კოლომბოს ჩანახატებიდან. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის რობოტები ჯერ კიდევ არ ასრულებენ ყველა საშინაო სამუშაოს, მაინც გამოჩნდა მრავალი საოცარი გამოგონება. თუმცა, წინა თაობის ადამიანების აზრით, მომავალი უფრო ორიგინალური ჩანდა.

2. ჯადოსნური გარდერობი

70 წლის წინანდელი ლამაზმანების აზრით, იდუმალი რიჩაგებითა და მარტივი რობოტიზებული ინსტრუმენტებით სავსე სტიმფანქის სტილში შესრულებული გარდერობი სწორედ ისაა, რაც თანამედროვე “fashionista”-ს სჭირდება. რობოტიზებული ტექნოლოგიის პრაქტიკულობას და ესთეტიკურობას სილამაზის სამყაროში რევოლუცია უნდა შეექმნა. ავეჯისა და ხეელსაწყოების წარმოებისთვის, სპილენძი და ხის მასალა გამოდგება. ტექნოლოგიას აუცილებლად უნდა ჰქონოდა მრავალფუნქციური მართვის პულტი, სადგამები, მრავალრიცხოვანი ღილაკები და ციფერბლატები. მთავარი აქცენტი უნდა ყოფილიყო მაგნიტოფონი კოჭებით, რომლებიც წინასწარ ინახავს “წინასწარ დაინსტალირებულ” ნიმუშებს, როდესაც არაფრის გაკეთება არ გუსრთ, და უბრალოდ გინდათ იჯდეთ და მისცეთ გარდერობს უფლება დამოუკიდებლად შექმნას სურათი.

3. მეგა სწრაფი დასუფთავება

1950 წელს ჟურნალის Popular Mechanics-ის ერთ-ერთ სტატიაში ფიქრობდნენ, თუ რა გამოგონება იქნებოდა ცხოვრებისთვის ყველაზე გასაოცარი 2000 წლისთვის. საბედნიეროდ, ჩვენმა ტექნოლოგიებმა მიაღწიეს აქამდე – ეს არის ჰიდროიზოლაცია. მართალია, იგი იმ სახით არ არის წარმოდგენილი, როგორც მათ წარმოედგინათ. სტატიის ავტორი თვლიდა, რომ სახლში ყველაფერი წყალგამძლე სინთეტიკისგან ან პლასტმასისგან გაკეთდებოდა, რომელთა დასუფთავების დროსაც შეგეძლებოდან წყლის ნაკადის გამოყენება პირდაპირ შლანგიდან. წყლის ნაკადები პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან ისინი იატაკის შუაგულში საკანალიზაციო მილში ჩაედინება, რომელიც სახლის დასუფთავების შემდეგ სინთეტიკული ძაფებისგან დამზადებული ხალიჩით დაიფარება. როგორც ჩანს, 1950-იანი წლების დიასახლისებს ძალიან სძულდათ იატაკის და ზედაპირების საწმენდი ტილოები, ასევე მტვრის საწმენდი ჯაგრისები. დიახ, ტანსაცმლის გაშრობაც სრულიად განსხვავებული მეთოდით, მხოლოდ ცხელი ჰაერით უწევდათ. ასევე ითვლებოდა, რომ სუფრები ან სხვა მსგავსი მოხმარებადი ნივთები გაცრეცის ან დალაქავების შემდეგ შეიძლებოდა დაეწვათ, რადგან ისინი ქაღალდის ნართისგან მზადდებოდა.

4. დროის ეკონომია სამზარეულოში

ერთჯერადი პლასტმასის ფირფიტების გამოყენებით, რომლებიც ცხელ წყალში უბრალოდ დნება, შეიძლება დაზოგოთ ბევრი თავისუფალი დრო უფრო სასიამოვნო საქმეებზე. სწორედ ამაზე ოცნებობდა ბევრი დიასახლისი 50 წლის წინ. რა თქმა უნდა, ერთჯერადი ჭურჭელი ახლა ძალიან პოპულარულია, მაგრამ მათ ჩვეულებრივ ნაგავში ვყრით. მაგრამ საყოფაცხოვრებო ტექნიკის ზოგი კომპანია ფიქრობდა უფრო გაბედულ ნივთებზე, მაგალითად, ულტრაბგერითი ტალღების საშუალებით ჭურჭლის რეცხვაზე. წარსულის კიდევ ერთი საინტერესო იდეაა შუშის ღუმელი, რომლის ამოქმედებაც შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან, სპიკერის გამოყენებით.

5. უმაღლესი დონის კომფორტი

დიზაინერი ჯო კოლომბო ძალიან მაგარ გამოგონებებზე ოცნებობდა. მის პროექტებში ხშირად შეხვდებოდით ადაპტირებულ სისტემებს კომფორტული ცხოვრებისთვის.  1969 წლის “ფუტურისტული ჰაბიტატი” არის ღია დაგეგმარების სახლი, რომელიც მოიცავს დასასვენებელ ზონებს საძილე ყუთებითა და კლიმატ-კონტროლით, დიდი სააბაზანო ოთახით და კარადებით. ავეჯი წარმოდგენილი იყო რეტრო-ფუტურისტულ სტილში. კოლომბოს პროექტში საძილე ადგილი წარმოდგენილი იყო Cabriolet-ის საწოლით, ასახდელი სახურავით, რომელსაც ავსებს პანელები, სანთებელა, რადიო და ტელეფონი.

6. ლოსიონები სისუფთავისა და ჯანმრთელობისთვის

ჰორიზონტალური ბიოლოგიური მკურნალობის მქონე აბაზანა – აი, მომავლის ტექნოლოგია, რომელიც ჯერ კიდევ მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის ფილმებშია. წარსულში ითვლებოდა, რომ გამოჩნდებოდა ცალკეული სანიტარულ-ჰიგიენური კამერები, რომლებშიც გამოყენებული იქნებოდა ორთქლის მფრქვევი ლაზერული სხივები, რომლებსაც ჭუჭყისა და მიკრობის ყველა ნაწილაკის განადგურება შეეძლო. ნამდვილად კარგი იდეაა.