ნიშნები, რომლებიც იმაზე მეტყველებს, რომ თქვენი სახლის გაძარცვას აპირებენ

როგორც წესი, ბოროტმოქმედები, სახლის გაძარცვამდე, დიდი ხნის მანძილზე ემზადებიან, აკვირდებიან სახლის მაცხოვრებლებს და ტოვებენ სხვადასხვა ნიშნებს, რომლებიც ბევრს ყურადღების მიღმა რჩება. ამ სტატიაში გაგაცნობთ 6 შესაძლო ნიშანს იმისა, რომ თქვენი სახლის გაძარცვას აპირებენ

  1. ძაღლის გაქრობა

სახლში ძაღლის ყოფნა ქურდებისთვის დიდი დაბრკოლებაა. ამიტომ ისინი ხშირად იტყუებენ ძაღლს გარეთ და თავიდან იშორებენ მას. ამ ფაქტიდან 2 დღის შემდეგ ისინი მშვიდად უბრუნდებიან სახლს გასაძარცვად.

2. ბენზინის ცარიელი ავზი

ქურდები ხშირად აცარიელებენ სახლის პატრონის მანქანის ავზს, რათა მას სახლში ნაადრევად დაბრუნებაში შეუშალონ ხელი. თუკი შეამჩნიეთ, რომ ცოტა ხნის წინ გავსებული ბენზინის ავზი რატომღაც ცარიელია, მაშინ აუცილებლად სთხოვეთ ვინმეს თქვენი სახლის მიხედვა თქვენს დაბრუნებამდე.

3. კომერციული ფლეერები

ხშირად ქურდები მათ სამიზნე სახლებს კომერციული სტიკერებითა და ქაღალდებით ნიშნავენ. ზოგჯერ ეს უბრალოდ კომერციული კომპანიის მიერ მოტანილი სტიკერია, თუმცა მაინც უმჯობესია რაც შეიძლება მალე მოაშოროთ იგი თქვენს კარებს. სამოგზაუროდ წასვლის შემთხვევაში სთხოვეთ თქვენს მეზობლებს მოაშორონ ისინი თქვენს კარებს.

4. უცნაური ნიშნები

წაშასლეთ საეჭვო ნიშნები თქვენი კარების ან სახლის კედლების ზედაპირზე, ასევე ბაღის ნაგებობებზე ან უბრალოდ თქვენი სახლის ღობეზე. ეს კიდევ ერთი მეთოდია, რომლითაც ქურდები ადვილად გასაძარცვ სახლებს ნიშნავენ.

5. ზარები უცხო ნომრიდან

იმის გასაგებად, თუ როდის ტოვებენ სახლს პატრონები, მძარცველები ხშირად უცხო ნომრიდან რეკავენ სამიზნე სახლში. თუკი ტელეფონს პატარა ბავშვი აიღებს, ქურდებმა შესაძლოა მისგან სცადონ საჭირო ინფორმაციის გაგება. აუხსენით თქვენს ბავშვებს ის, რომ უცხო ადამიანებს არაფერი არ უნდა გაუმხილონ ტელეფონზე. ასევე არ დააიგნოროთ ხშირად შემოსული უცხო ზარები და წინასწარ მიმართეთ პოლიციას.

6. გატეხილი საკეტი

ცუდად მომუშავე ან დაზიანებული საკეტი იმის ნიშანია, რომ ვიღაცამ უკვე სცადა თქვენს სახლში ძალით შეღწევა. ამის შემჩნევის შემდეგ მაშინვე მიმართეთ პოლიციას და ასევე შეცვალეთ საკეტები. კარგი იქნება თუ ასევე სიგნალიზაციასაც დაამონტაჟებთ ასეთი ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში.