
მასიური კარანტინის დროს, მნიშვნელოვანია პირად ჰიგიენაზე და ბინის სისუფთავეზე განსაკუთრებულად ვიზრუნოთ. წინააღმდეგ შემთვევაში, სახლში დარჩენითაც არსებობს რისკი ორგანიზმში დაავადებების წარმოქმნის.
ჩვენ მოგიყვებით რა სიხშირით და როგორ გარეცხოთ საწოლის თეთრეული.
ბევრი თვლის, რომ საკმარისია საწოლი რამდენიმე თვეში ერთხელ შევცვალოთ. ეს ერთ-ერთი ამერიკული კომპანიის კვლევის შედეგებია. 25 წლამდე გამოკითხულთა 50%-ზე მეტი ამბობდა, რომ ამის ხშირად გაკეთებას საჭიროდ არ თვლიან.
ეს პირადი ჰიგიენის უპატივცემულობაა. თუ ჯანმრთელობას არ შევეხებით, უბრალოდ ის მაინც უნდა გავიაზროთ თუ რამდენად სასიამოვნოა ახალ თეთრეულში წოლა.
ექსპერტების აზრით, თეთრეულის გამოცვლის ყველაზე ოპტიმალური დრო ერთი მთლიანი კვირაა.
მაშინაც კი, თუ საწოლი სუფთად გამოიყურება, 7 დღის შემდეგ მასზე კანის მკვდარი უჯრედები და ოფლი გროვდება. ეს იწვევს ბაქტერიების გაჩენას.
თეთრეული ყველაზე მაღალ ტემპერატურაზე უნდა გარეცხოთ, რათა ბაქტერიების უმრავლესობა განადგურდეს. ამასთან, თბილ სეზონებზე უმჯობესია გააშროთ ისინი სუფთა ჰაერზე.
ხოლო დამატებითი სამსაათიანი განიავება თეთრეულს სიჯანსაღეს შესძენს შუა კვირაშიც, როცა გარეცხვის დრო არ გაქვთ.
სოკოვანი დაავადებებისგან თავის არიდების მიზნით, სპეციალისტები რეკომენდაციას უწევენ დამატებით თერმულ დამუშავებას.
განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეთ ბალიშებზე. დაამუშავეთ უთოს მეშვეობით ერთხელ მაინც ორ კვირაში, რათა მავნე მიკროორგანიზმები გაქრნენ.
არ იქნება ზედმეტი თვეში 2-3 ჯერ თუ მოახდენთ მტვერსასრუტით მატრასის დამუშავებას.
უნდა აღინიშნოს, რომ გაზაფხულის პერიოდში გაზრდილი ჰაერის ტენიანობა მიზეზია იზრუნოთ თეთრეულის უფრო ხშირ გამოცვლაზე. დატენიანებულ საწოლში მავნე მიკროორგანიზმები და სოკოვანი ბაქტერიები უფრო სწრაფად ვრცელდებიან.
საწოლის შემოწმება ჩვეულებრივი სარკის მეშვეობით შეგიძლიათ. უბრალოდ დადეთ ის ზეწარზე, დააფარეთ საბანი და დატოვეთ 5 წთ. დაორთქლილი სარკე – იმის მაჩვენებელია, რომ თეთრეული უნდა გაწმინდოთ.
სულ ეს არის რაც უნდა იცოდეთ ჯანსაღი და კარგი ძილის შესახებ.