
დღეს სახლში არამხოლოდ თქვენ ხართ, არამედ მთელი მსოფლიო. კარგია, რომ გვაქვს ტელევიზორი, სათამაშო კონსოლი თუ თანამედროვე სმარტფონი. თუმცა, დროის გაყვანა მათ გარეშეც უნდა შეგვეძლოს. ჩვენ გირჩევთ რა უნდა გააკეთოთ მაშინ, როცა მოგწყინდებათ – გავიხსენოთ რას აკეთებდნენ ჩვენი მშობლები სახლში.
1. ფოტო-ალბომები
გახსოვთ როგორ ყვებოდა ბებია თითოეულ ფოტოზე კონკრეტულ ისტორიას? ასე გავიგეთ ბევრი რამ ჩვენს ოჯახზე. ახლა ჩვენი სურათები სოციალურ ქსელებშია გამოფენილი მაგრამ შეგვიძლია ძველ, დაბეჭდილ ფოტოებს მივუნრუნდეთ, რომლებიც რელიქვიად იქცა.
2. გაზეთები და რადიო
ერთ დროს ისინი ინფორმაციის მთავარი წყაროები იყვნენ. ევროპასა და ამერიკაში პრესა და რადიო დღესაც უმნიშვნელოვანეს საფეხურზეა. ორივე მათგანი გვაწვდის საინტერესო ინფორმაციას – იკითხეთ ან მოუსმინეთ პოდკასტებს.
3. წიგნები
თუ დატვირთული ცხოვრების გამო წიგნებისთვის ვეღარ იცლიდით, მიუბრუნდით მათ და გაიხსენეთ რამხელა სიამოვნებას განიჭებდათ სხვა სამყაროში გადანაცვლება.
4. ხატვა
კიდევ ერთი ხერხი სასიამოვნოდ გაატაროთ დრო. ხატვა ერთგვარ ფსიქოლოგიურ თერაპიასაც წარმოადგენს.
5. კერვა
სამოსი, თეთრეული, ფარდები თუ აქსესუარები – მოუხმეთ ფანტაზიას და შეკერეთ რაიმე სახლში არსებული ნივთებიდან.
6. ჩაის სმის რიტუალი
ეს ოდესღაც მშვენიერი ტრადიცია იყო ოჯახის მაგიდასთან შემოსაკრებად. ცხელ ჩაისა და ტკბილეულზე ერთმანეთს უზიარებდნენ ახალ ამბებს, შთაბეჭდილებებს, იდეებს, ან უბრალოდ ხუმრობდნენ და იცინოდნენ.
7. ტელევიზორი
ადრე მეზობლები ერთი ტელევიზორიდანაც კი უყურებდნენ კონკრეტულ გადაცემებს. ოჯახის წევრებთან ერთად რომელიმე შოუს, ფილმის, გადაცემის თუ კლიპების ყურება გვაახლოვებს და ინტერაქციის საშუალებას იძლევა.
თუ ტელეფონი და კომპიუტერი მოგბეზრდათ, უკვე იცით რითი დაკავდეთ თავისუფალ დროს სახლში. დაიწყეთ ძველი ალბომით, რომელიც დიდიხანია მიგავიწყდათ და განაგრძეთ სხვა აქტივობებით. გაუზიარეთ სტატია მეგობრებს, რათა მათაც მოაწვეთ მოგონებები წარსულ დროზე.