როგორ გამოვიყენოთ უთო ყოფაცხოვრებაში: 8 ალტერნატიული გზა

  1. დაზიანებული ხის ავეჯის გასწორება

ჩაღუნული წერტილების გამოსასწორებლად დაგჭირდებათ უთო, ნაჭერი და წყალი. დაასხით ცოტაოდენი წყალი დაზიანებულ ადგილას, დააფარეთ მას ქსოვილი და დაადეთ უთო. ყოველი წუთის გასვლის შემდეგ დაამატეთ წყალი და დაადეთ ცხელი უთო თავიდან. გააგრძელეთ ეს პროცესი დაზიანების გაქრობამდე.

2. სანთლის წვეთების მოშორება

თუ ტანსაცმელზე ან რაიმე ქსოვილის ზედაპირზე სანთლის ცვილი დაგეღვარათ, მისი მოშორება უთოთია შესაძლებელი. უბრალოდ მოათავსეთ დასვრილი ქსოვილი 2 პირსახოცს შორის და დაადეთ მას ზემოდან უთო. ცვილი პირსახოცს მიეწებება და მის მოშორებას მარტივად შეძლებთ.

3. ტანსაცმლის ზედაპირიდან საღეჭი რეზინის მოშორება

დაადეთ სამოსი კარდონის ზედაპირს ისე, რომ საღეჭი რეზინი კარდონს ეხებოდეს. შემდეგ ქსოვილის მეორე მხარეს გადაუსვით უთო. ამ მოქმედების შედეგად საღეჭი რეზინი დარბილდება და მისი მოშორება გამარტივდება.

4. საჭმლის მომზადება

შეგიძლიათ გამოიყენოთ უთო ისეთი კერძების მოსამზადებლად, რომლის მომზადებისთვისად როგორც წესი გაზქურას იყენებენ. დაადეთ სპეციალური ქაღალდი უთოს, დაამატეთ მას კარაქი ან ზეთი და ამით მიიღებთ ტაფას.

5. ხის ზედაპირიდან თერმული ნაკვალევის მოშორება

თუკი შემთხვევით ცხელი თეფში ან ჭიქა მოათავსეთ ხის მაგიდაზე და ამით მას დაზიანება მიაყენეთ, მაშინ შეგიძლიათ ამ პრობლემის გამოსასწორებლად უთო გამოიყენოთ. დაადეთ დაზიანებულ ნაწილს პირსახოცი და შემდეგ გადაუსვით მას ცხელი უთო. ნაკვალევი მალე გაქრება.

6. ხალიჩის ზედაპირიდან ავეჯის ნაკვალევის გაქრობა

თუკი ოთახში ავეჯის გადაადგილებას გადაწყვეტთ, შეგიძლიათ მის მიერ დატოვებული ნაკვალევი უთოთი გააქროთ. დაადეთ ზედაპირს სველი პირსახოცი და შემდეგ გააცხელეთ პირსახოცი ზევიდან ორთქლის უთოს გამოყენებით. გაიმეორეთ ეს პროცესი რამდენჯერმე, სასურველი შედეგის მიღებისათვის.

7. ყვავილების შენახვა

როგორც წესი ყვავილებს რამდენიმე კვირა სჭირდებათ იმ დონეზე გამოსაშრობად, როგორის შენახვაც შესაძლებელია წიგნში. უთოს გამოყენებით ამ დროს რამდენიმე წუთამდე შეამცირებთ. მოათავსეთ ყვავილი ორ ქაღალდს შორის და გადაატარეთ მას ზემოდან უთო 15 წამის განმავლობაში. შემდეგ დააცადეთ ქაღალდს გაგრილება და გაიმეორეთ პროცესი მანამ, სანამ ყვავილი არ გამოშრება საკმარისად.

8. ქაღალდის ლამინირება

უბრალოდ მოათავსეთ ქაღალდი ორი ლამინატის ნაჭრის შუაში და გადაატარეთ მას ზემოდან უთო. დარწმუნდით იმაში, რომ უთოს ტემპერატურა ზედმეტად ცხელი არაა და ასევე წინასწარ გაწმინდეთ იგი წყლის წვეთებისგან.