ღირსშესანიშნაობები შიგნიდან, ანუ რა იმალება ცნობილ მონუმენტებში

როგორც წესი, მსოფლიოს ცნობილი ქანდაკებების სიდიადითა და სილამაზით აღფრთოვანებულნი, ცოტა თუ ვფიქრობთ იმაზე, თუ რა იმალება ამ გიგანტების შიგნით. და თუ ამ ღირსშესანიშნაობების უმრავლესობა, გარდა მრავალტონიანი ბეტონ-ლითონის კონსტრუქციისა, თავისი მიმზიდველი გარეგნობის მიღმა არაფერს მალავს, მაშინ ზოგიერთს შეუძლია ძალიან მდიდარი “შინაგანი სამყაროთი” დაიკვეხნოს. იმისათვის, რომ ვიცოდეთ, რომელი ძეგლის შესწავლაა შიგნიდან შესაძლებელი, ჩვენ შევარჩიეთ ყველაზე საოცარი ობიექტები, რომლებსაც გვერდს ნამდვილად ვერ აუვლით.

1. კოლუმბის მემუარი ბარსელონაში (ესპანეთი)

მას, ვინც ბარსელონაში ერთხელ მაინც ყოფილა, აუცილებლად მოინახულებდა დიდებული ნავიგატორის და აღმომჩენისათვის მიძღვნილ ძეგლს. მაგრამ ყველა ტურისტმა არ იცის, რომ თითქმის 60 მეტრის სიმაღლის დიდებული სვეტი, რომელზეც ქრისტეფორე კოლუმბის ქანდაკება დგას, საინტერესო საიდუმლოს მალავს – შიგნით მაღალი სიჩქარის ლიფტია განთავსებული, რომელიც იმ მწვერვალამდე აგიყვანთ, სადაც პანორამული ობსერვატორული სივრცეა მოწყობილი.

ასე რომ, თუ რამბლას ან კოლუმბის ბულვარების გასწვრივ გასეირნება მოგიწევთ, ნამდვილად ღირს ყურადღება მიაქციოთ ძეგლის ძირში არსებულ პატარა კარს.

შენიშვნა: თქვენ დღის ნებისმიერ მონაკვეთში სრულიად უფასოდ შეგიძლიათ დატკბეთ ამ ულამაზესი ძეგლის მშვენიერებით, მაგრამ ობსერვატორულ ოთახში ასვლა კი შესაძლებელი იქნება მხოლოდ 8:30-დან 20:00 საათამდე მთელი წლის განმავლობაში, საახალწლო და საშობაო დღესასწაულების გარდა. ამ ოთახში ასვლა ზრდასრულებისთვის 6 ევრო, 3 წელს ზემოთ ბავშვებისთვის კი 3 ევრო ღირს.

2. ცხენზე ამხედრებული ჩინგიზ-ყაენის ქანდაკება მონღოლეთში

ეს უნიკალური ძეგლი უმიზეზოდ არ აღაფრთოვანებს ადამიანებს, იგი არა მხოლოდ მონღოლეთის 9 საოცრებაში შედის, არამედ ასევე ითვლება მსოფლიოში ყველაზე საცხენოსნო ქანდაკებად. ჩინგიზ-ყაენი – ნაციონალური გმირი და კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი იმპერიის დამფუძნებელი, უკვდავია არა მხოლოდ ლეგენდებში. 2008 წელს, ტუულის ნაპირზე შეიქმნა მონუმენტური კომპლექსი, რომლის მთავარი ობიექტი არის არა მხოლოდ დიდებული დამპყრობელი, არამედ ცხენიც, რომლის თავშიც სადამკვირვებლო პლატფორმა იმალება.

გარდა ამისა, ძეგლში მოქმედებს ისტორიული მუზეუმი, რომელიც მონღოლეთის 800 წლის იუბილესთვის გაიხსნა, ასევე სამხატვრო გალერეა, საკონფერენციო დარბაზი, სადაც საერთაშორისო სემინარები და სხვადასხვა ღონისძიებები ტარდება, იქ ასევე გაფორმებულია ჩინგიზ-ყაენის მიერ დაპყრობილი მიწების გიგანტური რუკა.

ტურისტებს შეუძლიათ დატკბნენ არა მხოლოდ ულამაზესი ხედებით ან შეისწავლონ ქვეყნის ისტორია, არამედ დააგემოვნონ უგემრიელესი ნაციონალური კერძები ძეგლის შიგნით არსებულ რესტორანში. კომპლექსის ტერიტორიაზე სათამაშო ოთახიც კი არის, სადაც ბილიარდის თამაშიც შეგიძლიათ და ასევე განთავსებულია სუვენირების მაღაზია.

3. იესო ქრისტეს ქანდაკება კოჩაბამბაში (ბოლივია)

იესო ქრისტეს ქანდაკება, რომელიც რიო-დე-ჟანეიროში მდებარე ქანდაკების გამოსახულების მიხედვით არის შექმნილი, სან-პედროს გორაზე მდებარეობს. ეს დიდებული ძეგლი კარგად ჩანს ქალაქის ნებისმიერი კუთხიდან, რადგან იგი კოჩაბამბას ზემოდან სიმაღლეში 256 მეტრს აღწევს, ზღვის დონიდან კი 2.8 ათასი მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. იესო ქრისტეს ქანდაკება იზიდავს ტურისტებსა და მლოცველებს, რომლებსაც რთული გზის გავლა უწევთ, 41 მეტრიან ქანდაკებასთან მისასვლელად.

მაგრამ ეს ყველაფერი არ არის, ყველას, ვისაც ნერვების დამშვიდება სურს, შეუძლია სცადოს 1399 საფეხურიან სპირალურ კიბეზე ასვლა, რომელიც გიგანტური ძეგლის შიგნით მდებარეობს. იმ იღბლიანებს, ვინც ამის გაკეთებას შეძლებს, შეუძლიათ გადახედონ სამყაროს და თვალწარმტაც გარემოს თვით იესო ქრისტეს თვალით! და ეს არ არის მეტაფორა და არც მკრეხელობა – ეს ნამდვილი რეალობაა, რადგან სწორედ ქანდაკების თავში მდებარეობს სადამკვირვებლო სივრცე, სადაც თვალები სანახავი ფანჯრებია.

4. იესო ქრისტეს ქანდაკება ვუნგ ტაუში (ვიეტნამი)

ეს მაცხოვრის კიდევ ერთი ქანდაკებაა, რომელიც იზიდავს არა მხოლოდ თავისი უჩვეულო ადგილმდებარეობით, არამედ შესაძლებლობით, რომ იგი შიგნიდან შეიცნოთ. 32 მეტრიანი მონუმენტი სამხრეთ ჩინეთის ზღვის თვალწარმტაცი ხედით მდებარეობს ვიეტნამის ქალაქ ვუნგ ტაუზე, მთა ნოოს მწვერვალზე.

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ცნობილი და მიმზიდველი ღირსშესანიშნაობა საკმაოდ მიუწვდომელ ადგილას მდებარეობს, ტურისტების ნაკადი არ წყდება. გამონაკლისის გარეშე, ყველას სურს მოხვდეს ქნდაკების მხრებზე, რათა თვალწარმტაცი არეალი საკუთარი თვალით იხილოს.

ჩვენი რედაქცია გაფრთხილებთ, რომ თუ ამ ძეგლის სანახავად წახვალთ, სათანადოდ ჩაიცვათ და არავითარ შემთხვევაში არ სცადოთ იესო ქრისტეს გაშლილ მკლავებზე აძვრომა. უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, ძეგლის შემქმნელებმა მის ზედაპირზე სპეციალური ეკლები მიამაგრეს, რათა არავის ეცადა გადმოსახედი ოთახის დატოვება ექსტრემალური ფოტოების გადასაღებად.

5. ჯორჯ ვაშინგტონის მონუმენტი ვაშინგტონში (აშშ)

ჯორჯ ვაშინგტონის საპატივცემულოდ აღმართული გრანიტის ობელისკი, რომელიც მიწიდან 169 მეტრის სიმაღლეზე იწევს. უკვე 135 წელზე მეტი ხანია იგი აშშ-ს დედაქალაქის ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. მშენებლობის დროს იგი მსოფლიოში ყველაზე მაღალ შენობად ითვლებოდა, თუმც რეკორდი მხოლოდ 5 წლის განმავლობაში შეინარჩუნა, ეიფელის კოშკის შექმნამდე (1889წ).

მაგრამ, მიუხედავად ამისა, ამერიკის შეერთებული შტატების პირვეპი პრეზიდენტის მემორიალი ტურისტებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს, და ახლა, სწორედ ამ შენობის სადამკვირვებლო მოედნიდან შეგიძლიათ ნახოთ ქალაქის უნიკალური პანორამა. იგი ძეგლის წვერში მდებარეობს, სადაც შეგიძლიათ ლიფტით ახვიდეთ, რომელიც 20 ადამიანს იტევს, ან შეამოწმოთ თქვენი ძალები და ციცაბო კიბის 896 საფეხური გადალახოთ.

6. გიგანტური ბუდა უშიკუ დაიბუთსუს ქანდაკება (იაპონია)

გიგანტური ზომის ბუდა უშუკუ დაიბუთსუ მსოფლიოში ერთადერთი ბრინჯაოს ქანდაკებაა, რომელიც თავის თაყვანისმცემლებს/ვიზიტორებს 120 მეტრის სიმაღლიდან უყურებს. უნიკალური ბრინჯაოს კოლოსი როგორც ქალაქ უსიკუს, ასევე მთელი იბარაკის პრეფერექტურის მთავარ ღირსშესანიშნაობად იქცა, რადგან იგი უდიდესი და ყველაზე კარგად ორგანიზებული კულტურულ-ისტორიული კომპლექსია.

ქანდაკების შიგნით ხუთ იარუსზე განთავსებულია სხვადასხვა დარბაზები, დაწყებული მედიტაციის ოთახებიდან, სადაც რელიგიური მუსიკა ჟღერს და სინათლე მთლიანად ჩახშულია, საგამოფენო ადგილებამდე, სადაც შეგიძლიათ იხილოთ 3 ათასი ოქროს ბუდას ქანდაკებების კოლექცია. მსურველებს ასევე შეუძლიათ შეიტყონ სუტრების შესახებ, მოუსმინონ ბუდისტურ ქადაგებებს, დაკავდნენ ბიბლიური გამოკვლევებით ან ლიფტით ავიდნენ სადამკვირვებლო პლატფორმაზე, რომელიც 85 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. კოლოსის მკერდის დონეზე მდებარეობს პატარა ფანჯრები, მზიან ამინდში შეგიძლიათ იხილოთ სატელევიზიო კოშკი Sky Three ან ქალაქი ფუძის ფერწერული ფერდობები.

აქტიური დასვენების მოყვარულებს შეუძლიათ გაისეირნონ პატარა ზოოპარკში ან სუფთა მიწის ბაღში, რომელიც კამაკურას პერიოდის ბაღებს ემყარება (1185-1333). სწორედ ისინი ამშვენებენ ბუდა უშიკუ დაიბუთსუს ქანდაკების ქვედა ნაწილს.

7. მოწყალე ქალღმერთის ქანდაკება სენდაიში (იაპონია)

ქალაქი სენდაის მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს 100-მეტრიანი მოწყალე ქალღმერთი კანონის ქანდაკება, რომელიც მითოლოგიის და, რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, თანამედროვე იაპონური კულტურის ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურაა. მოწყალების ქალღ,ერთის ქანდაკება 1991 წელს ააგეს ეკლესია-მონასტრის ტერიტორიაზე, სადაც კანონს სცემენ თაყვანს. ფანტასტიკური, არარეალური სილამაზის ქალღმერთი მარჯვენა ხელით ნეოჰიძუს სურვილების მარგალიტს ატარებს, მარცხენა ხელში კი პატარა ჭურჭელი უჭირავს, რომელშიც სიბრძნის წყალი ასხია, რაც მას ანიჭებს სტატუსს “კანონი, სურვილების შემსრულებელი”.

არანაკლებ შთამბეჭდავია მისი “შინაგანი სამყარო”, რადგან თუ ჭიშკართან ჩაივლით, რომელიც დრაკონის პირს ასახიერებს, შეგიძლიათ მოხვდეთ თემატურ დარბაზებში, რომლებიც ქანდაკების 11 სართულზეა მოწყობილი.

ყველაზე შთამბეჭდავია პირველი სართულის დიზაინი, აქ ერთბაშად ქალღმერთის 33 ქანდაკებას შეხვდებით, რომლებიც ადამიანების სურვილებს განასახიერებენ და ჩინური კალენდრის ზოდიაქოს ნიშნის 12 ქანდაკებას. თუ მე-12 სართულიდან კიბეებით ჩამოხვალთ (ლიფტი ზემოთ აგიყვანთ), მაშინ შეძლებთ იხილოთ ბუდას 108 ქანდაკება, რომლებიც ადამიანური ტანჯვისა და ცდომილებების სიმბოლოა, ისინი დანარჩენ სართულებზე ნაწილდება.

მე-12 სართულზე კი სადამკვირვებლო მოედანია მოწყობილი, საიდანაც თავად ქალაქ სენდაის თვალწარმტაცი ხედი იშლება, იქიდან ასევე შეგიძლიათ დაინახოთ გოლფის სათამაშო მოედანი. მიუხედავად იმისა, რომ მოწყალე ქალღმერთის კანონის ქანდაკების შიგნით შესვლა უფასოა, არსებობს დაუწერელი ტრადიცია, რომ ტაძრისთვის შესაწირის სახით გაიღოთ 500 იენი (4,65 დოლარი). ამისთვის სამონასტრო საზოგადოება ძალიან მადლიერი იქნება, ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ასეთი საოცარი პანორამისთვის და კარგად ორგანიზებული კულტურული პროგრამისთვის ეს თანხა საკმაოდ მისაღებია.

საინტერესო ფაქტი ჩვენი რედაქციისგან: ქალღმერთი კანონი განუყოფლად არის დაკავშირებული მანეკი-ნეკოსთან (პოპულარულ კატის ფიგურასთან, რომელსაც “წარმატების კატას უწოდებენ”) და ასევე მის საპატივცემულოდ დაერქვა სახელი ცნობილ იაპონურ კომპანია Canon-ს.