
გლობალური დათბობა და პლანეტის ტოტალური დაბინძურება სიახლე აღარაა. ადამიანები და დიდი კომპანიები უფრო და უფრო ხშირად ფიქრობენ ნაგვის და ნარჩენების გადამუშავების ალტერნატიულ ხერხებზე, რათა დაიცვან დედამიწა. ამის გამო სხვადასხვა ქვეყანაში პლასტიკის მოხმარებაზე შეზღუდვებია დაწესებული. ერთი შოტლანდიელი კი შემოვიდა წინადადებით გზები განსაკუთრებული ტექნოლოგიით დაეგოთ.
- შთაგონება და კომპანიის შექმნა
ზოგიერთი სახეობის ნარჩენი, რომლებსაც ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი აგდებს, 1000 წლის მანძილზე იშლება. საჭიროა მათ ალტერნატიულ გამოყენებაზე ვიფიქროთ. ტობი მაკარტნიმ, შოტლანდიელმა ინჟინერმა პლასტიკურ მასალას სასარგებლო და საინტერესო გამოყენება გადაუწყვიტა. გამოგონება შთააგონა ქალიშვილმა, რომელმაც შეშინებულმა მიუგო, რომ პლასტიკური ნარჩენების უმრავლესობა ოკეანეში ხვდებოდა. გოგონას განცდებმა უბიძგა ზღვები ოდნავ მაინც დაეცვა.
კომპანიის და წარმოების იდეა კი ინდოეთში მოგზაურობისას დაებადა. იქ შენიშნა, რომ ადგილობრივები პლასტიკურ ნარჩენებს ადნობდნენ, რათა გზებზე წარმოქმნილი ღრუები შეევსოთ. ამან მისცა სტიმული დაეარსებინა კომპანია MacRebur.
- ინდოეთის გამოცდილება
ტობი მაკარტნი გარკვეული დრო ინდოეთში მუშაობდა და ეხმარებოდა ადამიანებს , რომლებიც დასუფთავებაში მუშაობდნენ. მათი მიზანი იყო შეეგროვებინათ ნარჩენები და ნაგავი რაღაც სასარგებლოდ გარდაექმნათ. მათ შორის იყო გზებზე წარმოქმნილი ღრუები. პლასტიკური ნაწარმი ნაწილდებოდა მათში და ერთგვარ გზების რემონტს წარმოადგენდა.
- იდეის ადაპტაცია
ტობის ესმოდა, რომ ამ იდეას ასეთი სახით მთავრობა არ მოიწონებდა, ამიტომაც გადაწყვიტა, რომ გზებისთვის პლასტიკური ნარჩენების გადამუშავების უფრო უსაფრთხო და დახვეწილი ხერხი მოეფიქრებინა. 2016 წლის აპრილში ტობიმ მეგობრებთან ერთად დააფუძნა კომპანია და მიზნის მისაღწევად ოპტიმალური ფორმულის ძიება დაიწყო.
- აქტივატორი
კომპანია პლასტიკურ ნივთებს იღებს და მოწყობილობის მეშვეობით პატარა ნაწილებად გარდაქმნის, ზომით მაქსიმუმ 5 მმ. წარმოების მთავარი საიდუმლო იმაშია, რომ პლასტიკის გრანულები საავტორო აქტივატორს ერწყმის, რომელის მასალას საშუალებას აძლევს გზებს სწორად მიეკროს. ჩეულებრივი ასფალტი კუპრისგან და ქვისგან შედგება. ამ კომპანიის ტექნოლოგია კუპრის ჩანაცვლებას ახდენს და საწვავის გამოყენებას ამცირებს. პლასტიკური ნაწილაკები ქვას სპეციალური აქტივატორით ეკვრიან.
- ბუნებაზე ზრუნვა
კომპანია ყურადღებას აქცევს წარმოების სწორ ტემპერატურას, რათა ეკოლოგიაზე ნეგატიური გავლენის მოხდენას გაექცეს. იმისათვის, რომ ასფალტი შექმნან, 180 გრადუსი ტემპერატურაა საჭირო. კომპანიის სპეციალისტები ტემპერატურით მუშაობენ, არ აჭარბებენ 120 გრადუსს. ეს ეხმარებათ იმაში, რომ ნაკლებად დააბინძურონ გარემო და ჰაერი.
- უპირატესობები და პერსპექტივები
კომპანია გვარწმუნებს, რომ უნიკალური ფორმულის წყალობით, ეს ხერხი ტრადიციული გზების შემადგენლობაზე 60%-ით ძლიერია. ლაბორატორიული კვლევებით დამტკიცდა, რომ პლასტიკური მასალებით შექმნილი გზები უფრო დიდხანს ინარჩუნებენ მთლიანობას, ვიდრე ჩვეულებრივები. პლასტიკური ნივთები დიდი ხნის მანძილზე რჩებიან უსარგებლო ნარჩენებად: როცა მას გზად გარდავქმნით, ორმაგ სარგებელს მივიღებთ