
თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება საშუალებას გვაძლევს დავიცვათ ეკოლოგიურობა, შევქმნათ კომფორტი და მივმართოთ კრეატივს. ამიტომაც, არაა გასაკვირი, რომ არამხოლოდ მკვლევარები, არამედ ბიზნესმენებიც იწყებენ ისეთი პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც ამ სტანდარტებს პასუხობენ. სწორედ ასე გაჩნდა პარიზში უჩვეულო სტარტაპი სახელად The Bubble – წყლის ტაქსი წყალქვეშა ფრთებით.
ჰოლანდიელმა ბიზნესმენებმა უჩვეულო პროექტი მოიფიქრეს: შექმნეს ტაქსი, რომელიც წყალზე ევროპის ქალაქების ხედებს დაგვათვალიერებინებს. იდეის განხორციელება პირველად ფრანგულმა კომპანიამ Seabubbles-მა ითავა. სწორედ მათ შექმნეს ფუტურისტული სტარტაპის კონცეპტი.
ავტორებმა ტრანსპორტს ბუშტის ფორმა მისცეს. ზომებია 5 x 2.5 მ და მასში 5 ადამიანამდე თავსდება.
ამასთან, ტაქსი ერთგვარი ელექტრომანქანაა, რომელსაც დატენვა 100 კილომეტრზე ყოფნის. ნაპირებზე დამონტაჟებულია დასატენი მოწყობილობა, რომელიც მას საჭიროების შემთხვევაში გამოკვებავს.
ტრანსპორტი არამხოლოდ ეკოლოგიური, არამედ კომფორტულიცაა. პროექტის შემქმნელები იღვწიან იმისთვის, რომ ამ ტაქსით იმ ადამიანებმაც ისარგებლონ, რომლებსაც წყლის დაავადება სჭირთ. ჩანაფიქრის მიხედვით მან უნდა იცუროს საფრანგეთის, ბელგიის, გერმანიის, დანიის და ჰოლანდიის დიდ მდინარეებში. ასევე, კომპანია მიზნად ისახავს უფრო მასიური ტურიტული წყლის ტრანსპორტის შექმნას: ავტობუსებს წყალქვეშა ფრთებით 90 ადამიანისთვის.