7 მცენარე, რომელიც თქვენს ბაღს მწერებისგან დაიცავს

პიტნა

პიტნას ურჩევნია კარგად გამოშრობილი, მაგრამ ტენიანი მიწა, სიამოვნებს ჩრდილი და მინიმალური მოვლა. მას ჩვენ საოცარი სურნელის გამო ვაფასებთ, თუმცა ცხოველების და მწერების უმრავლესობა მას სწორედ ამის გამო ვერ იტანს.

სწორედ ამიტომ, მას შეუძლია ბაღი დაიცვას ჭიანჭველებისგან, კოღოებისგან, ლოქოებისგან, ლოკოკინებისგან და თაგვებისგან.

პეტუნია

პეტუნიას ნახევრად ჩრდილში გაზრდაც შეუძლია და ის აუცილებლად დაცული უნდა იყოს ქარისგან. ასევე დარგეთ ისინი 30 სანტიმეტრის დაშორებით ერთმანეთისგან. ეს ყველაზე პოპულარული ბაღის ყვავილია, ლამაზი და ფერადი, რომელსაც ასევე საკმაოდ სასარგებლო თვისება გააჩნია.

პეტუნიას შეუძლია ბაღი დაიცვას ფოთლებზე მხტუნავი მწერებისგან, აფსიდებისგან, პომიდვრის რქიანი ჭიებისგან და ასპარაგუსის ხოჭოებისგან.

ქრიზანთემა

ბაღის დაგეგმარებისას უნდა გახსოვდეთ, რომ ქრიზანთემებს სივრცე სჭირდებათ: ისინი უმეტესად სიმაღლეში და სიგანეში იზრდებიან 1 მეტრის დისტანციაზე და ძალიან უყვართ მზე, მშრალი მიწა და ნაყოფიერი ნიადაგი.

ეს მცენარე დაგიცავთ ჭიანჭველებისგან, ტკიპებისგან, ტილებისგან და ობობის ტკიპებისგან

ლავანდა

ეს ასევე კიდევ ერთი მცენარეა, რომელსაც სივრცე სჭირდება და ამიტომ ისინი 1 მეტრის დაშორებით უნდა დარგოთ. ამ ყვავილს არ მოსწონს სველი ნიადაგი, თუმცა ნაკლებად ნაყოფიერ მიწაში გაზრდა შეუძლია. მას სახლში ბევრი გამოყენება აქვს, თუმცა პირველ რიგში გამოიყენება ბუზების, ჩრჩილების და რწყილებისგან თავის დასაცავად.

გულყვითელა

ეს ყვავილი მართლაც თვალისმომჭრელ სიფერადესა და სილამაზეს შემატებს თქვენს ბაღს. მაასა უყვარს მზე და მოვლა, ასევე კარგად გამომშრალ მიწაში გაზრდა. სასარგებლო მწერების მიზიდვასთან ერთად ეს მცენარე ასევე ხელს უშვლის თქვენს ბაღში ისეთი მავნებლების გავრცელებას, როგორიცაა ასპარაგუსის ხოჭო და პამიდორის ჭია.

რეჰანი

ეს სამზარეულოსთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მცენარეა, რომელიც საყვარელ კერძებს სასიამოვნო სურნელს უმატებს. ის შეგიძლიათ ბოსტნეულის მიწაშიც გაზარდოთ ან ჩვეულებრივ ქოთნებში ჩარგოთ ბაღთან ერთად. მისთვის უნდა აარჩიოთ ჩრდილიანი ადგილი და მშრალი მიწა.

სამაგიეროდ იგი თქვენს გარემოს დაიცავს კოღოებისგან, მათი კვერცხებისგან და ბუზებისგან.

ჰერანიუმი

ეს ყვავილები ბაღის კლასიკად ითვლება. ჩარგეთ ისინი წყლის ხვრელების მქონე ქოთანში, რადგან მას კარგად გამომშრალი მიწა სჭირდება გაზრდისათვის, თანაც მან დღეში მინიმუმ 4-6 საათიანი მზის აბაზანა უნდა მიიღოს. ამის სანაცვლოდ ისინი თავიდან მოგაშორებენ იაპონურ ხოჭოებს, კოღოებს და სიმინდის ჭიებს.