მიკრო-სახლი ამერიკელი პროფესორისგან, რომელმაც მთელი წელი ნაგვის კონტეინერში გაატარა

წარმოუდგენელი შემთხვევა მოხდა ოსტინის უნივერსიტეტში, პროფესორმა ჯეფ ვილსონმა გადაწყვიტა სოციალური ექსპერიმენტის ჩატარება, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდებოდა. მეცნიერი დასახლდა ნაგვის კონტეინერში, იგი უკიდურესი საზღვრების დადგენას და მისი შესაძლებლობების ზღვარის გაგებას ცდილობდა. სწორედ აქ მან შეიმუშავა უნიკალური პატარა სმარტ-სახლის პროექტი, რომლის ფართობი მხოლოდ 32 კვადრატული მეტრია. ამ ფართობში დიზაინი და ტექნოლოგია მაღალ დონეზეა შესრულებული, მაგრამ გრანდიოზული ფინანსური ხარჯების და კომფორტის დანაკარგის გარეშე.

უძრავი ქონების ბაზარზე ფასების ზრდის მსოფლიო ტენდენციამ განაპირობა ის, რომ თვით საცხოვრებლის ფართობი ყოველწლიურად მცირდება. უფრო და უფრო მეტი ადამიანი სწირავს მსხვერპლად ადგილს კომპაქტურობის სასარგებლოდ, რადგან სინამდვილეში, თანამედროვე ადამიანს კომფორტულად ცხოვრებისთვის დიდი ფართობი სულაც არ სჭირდება, მთავარია შეძლოს არსებული ტერიტორიის რაციონალურად განაწილება და პირადი ნივთების/საგნების რაოდენობის შემცირება.

ადამიანური შესაძლებლობებისა და საჭიროებების ზღვარის დასადგენად, ტეხასის უნივერსიტეტის Huston Tillotson University-ის პროფესორმა ჯეფ ვილსონმა (Geoff Wilson) სოციალური ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა – მთელი წლის განმავლობაში 3,8 კვადრატული მეტრის ფართობის ნაგვის კონტეინერში იყო დასახლებული, რომლის გადაკეთებაც მას რამდენიმეჯერ მოუწია. გამვლელების მიერ კონტეინერში ნაგვის ჩაყრის მცდელობის თავიდან ასაცილებლად, კონტეინერი უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზე განათავსეს. თუმცა, ამან უსიამოვნო ინციდენტებისგან მაინც ვერ დაიცვა იგი, მაგრამ მეცნიერი ასე ბევრად მშვიდად იყო.

ასეთ ექსტრემალურ პირობებში ერთწლიანი ცხოვრების განმავლობაში ჯეფ ვილსონმა შეძლო შეემუშავებინა უნიკალური ტექნოლოგიური მახასიათებლების მქონე პატარა სახლი, რომელიც დააკმაყოფილებდა კომფორტისთვის აუცილებელ ყველა საჭიროებას, მაგრამ ამავე დროს შეძლებდა ადამიანის ბედნიერი ცხოვრებისთვის მხოლოდ აუცილებელი მინიმუმის დატევას.

სწორედ ზომები ასრულებდა ფუნდამენტურ როლს. თავდაპირველად, მეცნიერი ცდილობდა სახლის მინიმალური ზომების განსაზღვრას, ამიტომ მან კონტეინერის ანალოგით საფუძვლად აიღო ცარიელი ყუთი. მხოლოდ ამის შემდეგ პროფესორმა დაიწყო მისი “შევსება” უაღრესად საჭირო ნივთებითა და საგნებით, რომელთა გარეშეც ლამაზი და კომფორტული საცხოვრებლის შექმნა შეუძლებელია.

შედეგად, რამდენიმე რადიკალური ცვლილების შემდეგ კაცმა მიიღო 37,2 კვადრატული მეტრის ფართობის სმარტ-სახლი “Kasita”. “ეს ზომა არის მაქსიმალური, რომლის ტრანსპორტით გაგზავნა ან ტრანსპორტირება არის შესაძლებელი. იგი არ ემყარება სატრანსპორტო კონტეინერის ზომებს, მაგრამ ზოგადი პარამეტრები ისეა გათვლილი, რომ მისი ტრანსპორტირება სატვირთო მანქანითაა შესაძლებელი და გადატანის დროს დამატებითი ნებართვის აღება არ არის საჭირო.”

ჭკვიანი სახლი “Kasita” ერთგვარი რევოლუციაა საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაში, რადგან დიდი ხანია გავიდა ის დრო, როცა სახლები საუკუნეების განმავლობაში შენდებოდა, რათა შვილიშვილებსა და შვილთაშვილებსაც მიეღოთ იგი. უმეტესწილად, ახალგაზრდებს, რომლებზედაც ეს პროექტები იყო ორიენტირებული, ურჩევნიათ მობილურობა, კომფორტი და მართვადობა, და ასევე მრავალშვილიანი ოჯახებიც უკვე იშვიათობაა, ამიტომ მათთვის პატარა არეალიც სრულებით საკმარისია.

ამ მიზეზით, საცხოვრებელი ფართის მაღალტექნოლოგიური მინიმალიზმი უფრო მეტად დასაფასებელია, ვიდრე ციხე-სიმაგრეებივით უზარმაზარი არაკომფორტული ბინები. და თუ გავითვალისწინებთ, რომ კასიტას კომპაქტური ბინების შესყიდვის და შენარჩუნების ხარჯები რამდენჯერმე დაბალია, ვიდრე სტანდარტული საცხოვრებლის საშუალო ფასები, მაშინ სარგებელი აშკარაა, რადგან ამ შემთხვევაში დაზოგილი თანხები თავად ხალხის საჭიროებებზე იხარჯება, და არა სახლის მუდმივ კეთილმოწყობაზე.

მობილურობისა და ეკონომიურობის გარდა, პროექტის ავტორი ამტკიცებს, რომ მის უჩვეულო მობილურ სახლს შეუძლია გაუძლოს ფლორიდის მიწისძვრას და ქარიშხლებს/ტაიფუნებს, მინესოტას ცივ ზამთრებს და სამხრეთ ამერიკის უმეტესობის ცხელ კლიმატს. უფრო მეტიც, გარკვეული ტექნოლოგიური ცვლილებების შემოღება შეიძლება მოხდეს იმის მიხედვით, თუ რომელი რეგიონიდან მოდის სახლის აშენების შეკვეთა და ასევე კლიენტის სურვილების გათვალისწინებით.

იმისათვის, რომ იცოდეთ, რაზე უნდა დაეყრდნოთ, ჩვენი რედაქციის ავტორები გთავაზობთ დეტალურად განიხილოთ კომპაქტური სმარტ-სახლი “Kasita”-ს ძირითადი მოდელი. ერგონომიული ექსტერიერის დიზაინი დაუყოვნებლივ განგაწყობთ, რომ ინტერიერი იქნება თანამედროვე, ხოლო ყველა საცხოვრებელი ფართი კი მაქსიმალურად ფუნქციური.

ამ პატარა სახლში მოხვედრისას, შესასვლელი მხრიდან შუშის მოცურების კარების ვგარდა, უზარმაზარი ფანჯრების დამონტაჟების, ხოლო მეორე მხრიდან გამჭვირვალე “კუბის” არსებობის წყალობით, სადაც დასასვენებელი ზონაა მოწყობილი, შეზღრუდული სივრცის შეგრძნება არ შეგექმნებათ. გარდა ამისა, კედლები და კაბინეტის ავეჯი თეთრ ფერშია შეღებილი, ამიტომ ვიზუალურად სახლი უფრო ფართო და მოცულობითი ჩანს.

როგორც მოსალოდნელი იყო, შიდა სივრცე მილიმეტრამდე არის გათვლილი, და არც ერთი დეტალი არ არის შექმნილი მხოლოდ სილამაზისთვის, არამედ ერთდროულად რამდენიმე ფუნქციას ასრულებს. იმის გამო, რომ ჭერის სიმაღლე 3 მეტრია, სახლის შიგნით ორი ზონა პოდიუმზეა განთავსებული. ამან შესაძლებელი გახადა მრავალი დამალული შესანახი სისტემების შექმნა და დიდი რაოდენობის მავთულების და ყველა სახის სისტემების დამალვა, რომლებიც “აკონტროლებს” კომფორტულ ტემპერატურას, განათების სიმძლავრეს, წყლის დაზოგვას, ჰაერში ნახშირორჟანგის დონეს და ა.შ.

პირდაპირ შესასვლელში, ერთ მხარეს, კეთილმოწყობილი სააბაზანო ოთახია განთავსებული საშხაპე კაბინით, ტუალეტითა და ნიჟარით, მეორე მხარეს კი ტევადი კარადა ქურთუკებისთვის, ფეხსაცმლისა და ჩანთებისთვის, ასე რომ, მისაღებ ზონაში საგარეო სამოსით შესვლა არ მოგიწევთ.

ზუსტად აბაზანის მიღმა არის პატარა სამზარეულო ზონა, რომელშიც არის ყველაფერი, რაც მზარეულობისთვის და საკვები პროდუქტების შენახვისთვის არის საჭირო, სამზარეულოს ჭურჭელი. ჩაშენებული გაზქურის ზედაპირი, სრული ზომის ნიჟარა, დასაჭრელი და სამუშაო ზონა, გამწოვი, ერგონომიული დაკიდული კარადები გამოსაწევი სისტემებით.

იატაკის ტუმბოები აღჭურვილია არა მხოლოდ ჩვეულებრივი შესანახი სისტემებით, არამედ დაბალი ტემპერატურით. იქ შეგიძლიათ ნახოთ რამდენიმე თარო ბოსტნეულისა და ხილის შესანახად, სპეციალური დაყენებული ტემპერატურით. სამზარეულოს ზონაში ადგილი მოიძებნა სრულფასოვანი სარეცხი მანქანის დასამონტაჟელად. ასევე რაციონალურად გამოიყენება თავად სამუშაო მაგიდის ზედაპირი. ერთი ნაწილი სრულად ადაპტირებულია სამზარეულოსთვის, ხოლო მეორე – შეიძლება გამოიყენოთ როგორც სასადილო მაგიდა, თუ ერთი ადამიანი საუზმობს ან ლანჩს მიირთმევს, და როგორც დამატებითი ოფისი.

მთავარ მრავალფუნქციურ ზონაში მოსახვედრად, რომელიც მისაღები, სასადილო, საძინებელი და სამუშაო ოთახის როლს ასრულებს, თქვენ კიბეებზე უნდა ჩახვიდეთ, რომლებშიც დამატებითი შესანახი სისტემებია ორგანიზებული.

სახლის სწორედ ეს ნაწილი არის ყველაზე დიდი და მოცულობითი, იმის ხარჯზე, რომ დანარჩენი ზონების ქვემოთ მდებარეობს. მასში განთავსებულია ტრანსფორმერი დივანი, რომელიც სრულფასოვან ორადგილიან საწოლად გადაიქცევა, ცალკეული ნაწილები კი, დაკეცვის შემდეგ საწოლის ტუმბოების როლს ასრულებს.

ამ ზონაში არის ორიგინალური ტუმბო-კუბი, რომელშიც თქვენ უპრობლემოდ შეგიძლიათ ტელევიზორის დამალვა, ღილაკზე თითის ერთი დაჭერით ან უბრალოდ თქვენი სმარტფონიდან ბრძანების გაგზავნით.

დასასვენებელი ზონისკენ მიმავალი საფეხურები, რომლებიც შუშის განყოფილებაში კუბის სახით მაღალ პოდიუმზე მდებარეობს, ასევე აღჭურვილია გამოსაწევი უჯრებით. ეს არის ყველაზე ნათელი და სასიამოვნო დასასვენებელი ზონა, რომლის გამოგონებაც შესაძლებელი იყო საცხოვრებელი ფართის შექმნისას. კომფორტული სავარელი, მინი სათბური, დახვეწილი ფრანგული მაგიდა, რბილი ხალიჩა, თვალწარმტაცი პანორამული ხედი – იდეალური ადგილი კითხვისთვის, შემეცნებისა და სრული რელაქსაციისთვის.

და რაც ყველაზე მთავარია – სახლი აღჭურვილია “ჭკვიანი” სისტემებით, რომლებიც სმარტფონში სპეციალურ პროგრამასთანაა დაკავშირებული. რაც ნიშნავს, რომ არა მხოლოდ ცხოვრების უზრუნველყოფის და ეკონომიის ძირითადი სისტემები იქნება კონტროლირებადი, არამედ სახლის ფანჯრებიც ასევე შეძლებენ შეცვალონ მათი გამჭვირვალობის დონე, დღის მონაკვეთისა და მეპატრონის სურვილის მიხედვით, ელექტრონული საკეტი შორი მანძილიდან იხურება და იხსნება, კონდიციონერი/გათბობა კი მფლობელების მოსვლამდე 1 საათით ადრე ირთვება.