როგორ ავიცილოთ თავიდან ვირუსი მაღაზიაში წასვლისას: 9 რჩევა

თანამედროვე რეალობა ასეთია – მაღაზიაში გასვლაც კი გამოწვევაა გადავურჩეთ გლობალურ ვირუსს. მნიშვნელოვანია დავიცვათ უსაფრთხოების წესები, ამიტომაც გთავაზობთ

  1. აირჩიეთ მთავარი ადამიანი

უმჯობესი იქნება თუ  ქუჩაში და საზოგადოებრივ ადგილებში გასვლას ოჯახიდან ერთი ადამიანი აიღებს თავის თავზე. ეს შეამცირებს ერთად მაცხოვრებელთა დაინფიცირების რისკს. ეს ადამიანი უნდა იყოს პასუხისმგებელი მაღაზიაზეც, ნაგვის გადაყრაზეც, აფთიაქზეც და ძაღლის გასეირნებაზეც.

  1. მეტად შესაფერისი პროდუქტები

უპირატესობა მიანიჭეთ ისეთ პროდუქტებს, რომლებიც დიდხანს ინახება. შეძენის შემდეგ ყურადღება გაამახვილეთ პროდუქტის თერმულ დამუშავებაზე და დეზინფექციაზე. პაკეტებზე, ხილზე და ბოსტნეულზე, რომლებსაც ბევრი ადამიანი შეეხო, შესაძლოა ბაქტერიები და ვირუსები იყვნენ მოთავსებულნი. ამიტომაც, პაკეტები დაამუშავეთ სპირტით ან სხვა ვირუსის საწინააღმდეგო საშუალებით, ახალი პროდუქტები კი თერმულად დაამუშავეთ.

  1. სისწრაფეს მნიშვნელობა აქვს

ბევრ ადამიანს უყვარს მაღაზიაში სეირნობა, ვიტრინის საგულდაგულო თვალიერება, ფასების შედარება და აშ. ახლა, დაძაბული სიტუაციაა და მსგავსი ქცევა დროებით უნდა შეწყვიტოთ. უფრო უსაფრთხო იქნება თუ წინასწარ შეადგენთ საჭირო საყიდლების სიას და მაღაზიაში ყველა თაროს მილიონჯერ არ ჩაივლით. სწრაფად უნდა აიღოთ რაც გჭირდებათ და მალე დატოვოთ ხალხის თავშეყრის ადგილი.

  1. შეხება

იქამდე, სანამ საყიდლების ჩასაწყობ კალათას აიღებთ, ხელები ანტისეპტიკური საშუალებით დაიმუშავეთ. სხვადასხვა ზედაპირზე ვირუსი რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე ჩერდება, ამიტომ ფრთხილად იყავით. იდეალურ ვარიანტში იარეთ ერთჯერადი ხელთათმნით. ჩაიცვით სახლიდან გასვლის წინ და დაბრუნებისას ფრთხილად მოიხსენით, ნუ შეეხებით მის დიდ ნაწილს და მაშინვე გადააგდეთ.

  1. მთავარი საშიშროება

ერთ-ერთი მთავარი საშიშროება – ერთნაირი პარკებია, რომლებშიც ასაწონ პროდუქტს აწყობენ. ისინი ძირითადად ყველასთვის ხელშესახებადაა დადგმული და ადამიანები ხელით ხშირად ეხებიან. ნუ დაიხმარებთ პირს მის გასახსნელად. ზოგადად ეცადეთ ნაკლებად შეეხოთ ისეთ ზედაპირებს, რომლებსაც ბევრი ადამიანი ეხება.

  1. ფრთხილად ფულთან

ფული დაინფიცირების ერთ-ერთი ყველაზე საშიში წყაროა. ნუ დაითვლით მათ ხელის პირით დანამვის მეშვეობით. მას შემდეგ რაც საფულეში მოათავსებთ, კარგად დაიმუშავეთ ხელები ანტიბაქტერიული საშუალებით.

  1. შენაძენი ასაკოვანი ნათესავებისთვის

ასაკოვანი და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანების გარეთ გასვლა განსაკუთრებით საშიშია. ამიტომაც თუ თქვენ გიწევთ მათთვის პროდუქტების ყიდვა, ესეც ერთმა ადამიანმა უნდა გააკეთოს ოჯახში. წინასწარ შეადგინეთ სია და თავად იპოვნეთ გამოსავალი თუ პროდუქტი ადგილზე არ დაგხვდათ, ნუ დაურეკავთ მაღაზიიდან. გადაეცით შენაძენი მინიმალური კონტაქტით, ნუ შეხვალთ სახლში და დაიწყებთ ამოლაგებას.

  1. ბავშვები მაღაზიაში

რაც არ უნდა გთხოვოთ ბავშვმა მაღაზიაში გამოყოლა, ცოტა ხანი თავი შეიკავეთ, რადგანაც ეს კარგი იდეა არაა. უბრალოდ ჰკითხეთ რა სურს და გაახარეთ.

  1. მაღაზიის არჩევა

დიდი მნიშვნელობა აქვს არამხოლოდ პირად ჰიგიენას, არამედ სწორ არჩევანს. პატარა შენობებში ცუდი ვენტილაცია და ვიწრო გასასვლელებია, სადაც დისტანციის დაცვა რთულდება. ააირჩიეთ დიდი ქსელური მაღაზიები, სადაც უსაფრთხოების წესები უფრო მეტადაა დაცული.