5 ნიშანი იმისა, რომ სახლში საწოლის ტკიპები გყავთ

გაღიზიანებული წითელი წერტილები

თუკი სახეზე, ხელებზე, მკერდზე, ფეხებზე ან ზურგზე გაწითლებულ კანსა და წითელ წერტილებს შეამჩნევთ, ეს ერთ-ერთი ნიშანია იმისა, რომ სახლში საწოლის ტკიპები გყავთ. ამ ნაკბენებმა შესაძლოა ანთება გამოიწვიოს და მათი მოქავება სისხლდენისა და ინფექციის გამომწვევი შეიძლება გახდეს. მსგავსი მწერების ნაკბენები როგორც წესი ერთ ჯგუფად, სწორ ზოლებად ან ზიგზაგურ ზოლებად გვხვდება.

სისხლი ან ჟანგის ფერის ლაქები

თუკი ახალნაჭამ მწერს გაჭყლიტავთ, იგი თქვენს სამოსზე ან ლოგინზე სისხლის კვალს დატოვებს. ასევე შეიძლება იპოვოთ ყავისფერი წერტილებიც, რაც მათი ფეკალური მასების კვალია. მათ ფეკალური მასები შესაძლოა ისეთ მიუწვდომელ ადგილებშიც დატოვონ, როგორიცაა ლოგინის ქვედა ნაწილი და კედლები.

ნესტის სუნი

საწოლის ტკიპებს სუნის ჯირკვლები აქვთ, რომელიც ფენომონებს გამოყოფს და, თუ სახლში ბევრი დაუპატიჟებელი სტუმარი გყავთ, ეს სუნი შეიძლება ძალიან ძლიერი და უსიამოვნო იყოს. შესაბამისად თუკი თქვენს ოთახში ობიანი ტანსაცმლის ან გაფუჭებული საჭმლის სუნია, ესეიგი ეს პრობლემა გაწუხებთ.

საწოლის ტკიპების ნიჟარები

ასეთი მწერები გაზრდისას კანს იცვლიან, რის გამოც ლოგინში შეიძლება მწერის ფორმის კანის ნაწილაკებიც კი შენიშნოთ. ამის საპოვნელად შეამოწმეთ თქვენი ბალიშები, სკამები და მათ შორის არსებული სივრცეები. ასევე კარგად გადაამოწმეთ საძინებელში არსებული ტანსაცმლის უჯრებიც.

თეთრი წერტილები თქვენი ავეჯის ზედაპირზე

თუკი ასეთ დეტალებს შენიშნავთ თქვენს ავეჯზე, მაშინ ისინი შეიძლება საწოლის ტკიპების კვერცხები ან მათი ნაჭუჭები იყოს. ისინი ბრინჯის მარცვლის ფორმისაა და თეთრი, მბრწყინავი შეფერილობით გამოირჩევა.

ასეთი დეტალების შემჩნევა შიშველი თვალითაცაა შესაძლებელი, თუმცა უკეთესია ოთახის გამოკვლევა ფანარით ან გამადიდებელი შუშით, რადგან ხშირად კვერცხები თქვენი ლეიბების ნაკერებშია განთავსებული ან ავეჯისა თუ ლოგინის კუთხეებში.