8 უჩვეულო გზა ყოფაცხოვრებაში ცარცის გამოსაყენებლად

1. ცხიმის ლაქების მოშორება

წაუსვით ლაქას ცარცი და დაელოდეთ 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ მოაშორეთ ზედმეტი ცარცი და ამის შემდეგ გარეცხეთ დალაქავებული ადგილი. ასეთი პროცესის დახმარებით გარეცხვის ნაწილი უფრო მარტივი და სწრაფი იქნება.

2. შეუნარჩუნეთ ვერცხლის ჭურჭელს ბრწყინვალება

თქვენი ფავორიტი ვერცხლის ჭურჭელი შეგიძლიათ ძალიან მარტივად დაიცვათ დაჟანგებისგან და ფერის შეცვლისგან. მოათავსეთ ისინი შენახვის დროს ცარცში. ასეთი ჭურჭელი ნესტის გამო ზიანდება, რისგანაც მას ცარცის მიერ ნესტის შეწოვა დაიცავს. იგივე მეთოდით შეგიძლიათ დაიცვათ სამკაულებიც.

3. დაემშვიდობეთ უსიამოვნო სუნს გარდერობში

ცარცს ძალიან მარტივად შეუძლია ნესტისა და ობის შეწოვა, უსიამოვნო სუნთან ერთად. ამის გამო მოათავსეთ ცარცი თქვენს გარდერობში, ტანსაცმლის დიდ ყუთებში ან ნებისმიერ შესანახ კონტეინერში, რომელშიც დიდი რაოდენობით ნაჭრებს ინახავთ. მისი დახმარებით უსიამოვნო სუნი აღარასდროს შეგაწუხებთ.

4. ხელი შეუშალეთ ხელსაწყოების დაჟანგებას

დაჟანგება ნატურალური პროცესია, თუმცა თქვენი მეტალის ნივთების გადარჩენა ძალიან მარტივად შეგიზლიათ. შეინახეთ ცოტაოდენი ცარცი თქვენი ნივთების შესანახ ყუთში და მიეცით მას საშუალება შეიწოვოს ჰაერში არსებული არასაჭირო ნესტი.

5. დაიცავით სახლი მწერებისგან

მწერებს თქვენს სახლში დაავადებების შემოტანა შეუძლიათ. თუკი ისინი თქვენ სამზარეულოს მიაღწევენ, მაშინ მათ შეუძლიათ ასევე საკვების დაბინძურებაც. საბედნიეროდ ჭიანჭველებს ცარცის ეშინიათ და მათი გადაადგილების შეზღუდვა ძალიან მარტივად შეგიძლიათ. უბრალოდ გაუსვით ცარცით ზოლები ისეთ ადგილებში, საიდანაც ჭიანჭველებს შეუძლაით შემოსვლა და ამით პრობლემას მარტივად მოაგვარებთ.

6. დაიცავით თეთრი სამოსი გაყვითლებისგან

მიუხედავად იდეალური გარეცხვისა, თქვენი თეთრი სამოსი დროთა განმავლობაში მაინც შეიძლება დაიფაროს არასასურველი ყვითელი ლაქებით. ამის თავიდან ასაცილებლად წაუსვით თეთრ სამოსს ცარცი გარეცხვის წინ. რამდენიმე ასეთი პროცედურის შემდეგ ახალგარეცხილი სამოსი სრულიად თეთრი იქნება. თუკი საყელო ზედმეტად გაყვითლებულია, გახეხეთ იგი ცარცის დახმარებით და დატოვეთ ასე 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი გარეცხეთ ჩვეულებრივად.

7. კედლებიდან ლაქების სწრაფად მოშორება

თუკი ბავშვები ან შინაური ცხოველები გყავთ სახლში, მაშინ კარგად მოგეხსენებათ როგორი აუტანელი პრობლემაა კედლების სუფთად შენახვა. მათ მოსაშორებლად საბედნიეროდ ძვირიანი საწმენდი საშუალებები სრულიად არაა საჭირო. მათ გასაქრობად აიღეთ ცარცი, რომელიც კედლის ფერს ჰგავს და გახეხეთ მისი დახმარებით ლაქიანი ზედაპირი. ცარცი ასევე კედლებზე გაჩენილი ბზარების ამოსავსებადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ, რაც მათ შეუმჩნეველს გახდის.

8. სუფთა და ჯანმრთელი ფრჩხილები

ზემოთ მოყვანილ სახლის მოვლის სასარგებლო რჩევებთან ერთად, ცარცი ასევე თქვენი თავის მოვლის რუტინის ნაწილადაც შეგიძლიათ აქციოთ. იდეალური ფრჩხილის ვიზუალის მისაღებად გადაუსვით ფუნჯი ცარცის ზედაპირს და შემდეგ მისი დახმარებით გაიპრიალეთ ფრჩხილების ზედაპირები და გაიწმინდეთ მათი ბოლოები. ეს პროცესი გააქრობს ჭუჭყს და ცარცის დახმარებით თქვენი ფრჩხილები უფრო ფერადი და კაშკაშა გამოჩნდება. მსგავსი ხრიკი შეგიძლიათ გამოიყენოთ ფეხის ფრჩხილების გასალამაზებლადაც.