თვითიზოლაცია მოსაწყენია. ეს მეთოდი გაგამხიარულებთ და წონაშიც დაგაკლებინებთ

სახლში სეირნობის უპირატესობები

რატომ არის სახლში სიარული კარგი? ეს ძალიან ადვილი და პრაქტიკულია! ამისათვის არც სავარჯიშო დარბაზის აბონიმენტი და არც კარგი ამინდის ლოდინი არ გჭირდებათ. თანაც ის სრულიად უფასოა. თუმცა საუკეთესო ასპექტი ისაა, რომ ეს აქტივობა ძალიან სახალისოა. იდეალური შეგრძნებაა, როდესაც მთელ სახლს შემოივლით და შემდეგ ითვლით იმას, თუ რამდენი ნაბიჯი გაიარეთ და რამდენი დამატებითი კალორია დაწვით ამ მარტივი გართობით.

როგორ უნდა ვისეირნოთ სახლში?

დაისახეთ კონკრეტული მიზანი. თუკი დასაწყისისთვის 10 ათასი ნაბიჯი გებევრებათ, მაშინ დაიწყეთ 7500 ნაბიჯით ან უბრალოდ 5000 ათასი ნაბიჯით. როდესაც ამ მიზანს მიაღწევთ რამდენიმე დღე გადაბმულად, შემდეგ შეგიძლიათ სასურველი რიცხვი გაზარდოთ კიდეც.

მოიმარჯვეთ ნაბიჯების მთვლელი. მოტივაცია ვარჯიშის დროს მთავარი იარაღია. მნიშვნელობა არ აქვს ძვირიან პედომეტრს შეიძენთ თუ უბრალო ნაბიჯების საზომ საათს. საერთო ჯამში იმის დანახვა, თუ რამდენი ნაბიჯი გაიარეთ, საკმაოდ დიდ მოტივაციას შეგმატებთ. ამის გამო ყოველთვის გენდომებათ თავისუფალ დროს სეირნობის დაწყება და უფრო დიდი რიცხვის დაგროვება. ერთი საათი გაქვთ დარჩენილი ვახშმამდე? ეცადეთ მიაღწიოთ დღიურ ნორმას ამ დროის მოსვლამდე. 20 წუთიანი შესვენება გაქვთ საქმეებს შორის? ცადეთ ოფისში გასეირნება დამატებითი რიცხვების დასაგროვებლად და ნახეთ შეძლებთ თუ არა სამსახურიდან გამოსვლამდე დღიური ნორმის ნახევრის დაგროვებას მაინც.

დაიწყეთ სიარული. ეს იმდენად მარტივი და ადვილია, როგორც ჟღერს. როდესაც შეამჩნევთ რომ უსაქმოდ ზიხართ, უბრალოდ ადექით და დაიწყეთ სიარული. უბრალოდ იარედ სეირნობის მიზნით ან შეასრულეთ პარალელურად რაიმე დავალებები. ელოდებით გაზქურის გახურებას? ახვევთ სარეცხს? ტელეფონზე საუბრობთ? ნებისმიერ შემთხვევაში სიარულში ხელს არაფერი გიშლით და ამით ერთდროულად ორ დავალებას შეასრულებთ.