რამდენ კალორიას ვწვავთ სახლის დალაგებისას და როგორ დავწვათ უფრო მეტი

როგორ დავწვათ მეტი კალორია მტვერსასრუტის ან იატაკის ტილოს გამოყენებისას:

ბოლომდე გადაიხარეთ მტვერსასრუტის ხმარებისას წინ და უკან, შეატყუპეთ ფეხები მისი უკან გამოწევისას. ასეთ პროცესში წუთში 4 კალორიას დაწვავთ.

ზედაპირების გადაწმენდა ან გახეხვა: წუთში 4 კალორიის დაწვა.

დადექით ფეხისწვერებზე მაღალი თაროების გაწმენდის დროს და ასევე შეინარჩუნეთ იგივე პოზა ჩვეულებრივ სიმაღლეზე განთავსებული ზედაპირების გაწმენდის დროსაც. დროდადრო შეიცვალეთ პოზა და დადექით ერთ ფეხზე სამზარეულოს ან აბაზანის გაწმენდისას.

კალორიების დაწვა იატაკის მოხეხვისას: წუთში 4 კალორია.

როდესა მუხლებზე და ხელებზე ეყრდნობით დაბლა დაწევისას, ეცადეთ არ დაეყრდნოთ თქვენს თეძოებს და დარჩით ოთხ კიდურზე დაყრდნობილ მდგომარეობაში. ეს იგივე პოზიციაა, როგორშიც იოგის კლასში კატა-ძროხის ვარჯიშებს შეასრულებთ. ზედაპირის გახეხვისას გაწიეთ წინ მხოლოდ ერთი ხელი და დამატებითი გამოწვევის მისაღებად ამ დროს საპირისპირო მხარის ფეხი გაწიეთ უკანა მხარეს.

კიბეზე ასვლა 1-6 კილოს სიმძიმის ტვირთით – წუთში 6 კალორია.

თუკი სარეცხით სავსე კალათის ატანა გსურთ ზედა სართულზე ან ხელსაწყოებით სავსე ყუთი უნდა გადაადგილოთ, სიარულისას გადადგით დიდი ნაბიჯები და წინა ფეხის დადგმისას მოხარეთ მუხლი ჩასაჯდომი პოზის მისაღებად, შემდეგ კი გასწორდით და გადადგით მომდევნო ნაბიჯი იგივე პოზით.

კალორიების დაწვა საწოლის ალაგებისას – წუთში 2 კალორია

გადადგით მარჯვენა ფეხი მარჯვნივ და გაიწელეთ საბნის გასწორებისას, ორივე მხარეს. ააფუმფულეთ ბალიშები და გაასწორეთ გადასაფარებლები იოგას მებრძოლის პოზაში მყოფმა.

სახლის სრული დალაგების შედეგად დამწვარი კალორიები

საშუალოდ, 70 კილოგრამიანი ადამიანი 200 კალორიას დაწვავს ყოველ საათში, სახლის დალაგების პროცესის დროს. თუმცა ასეთი ვარჯიშები და ვარიაციები უფრო მეტი კალორიის დაწვაში დაგეხმარებათ. ასევე შეგიძლიათ დამატებით გამოიყენოთ ხერხემლის ბალანსის გამოსასწორებელი აქტივობებიც თქვენი დღიურად დამწვარი კალორიების რაოდენობის გასაზრდელად.

ფიტნესის ექსპერტები სახლის საქმეების სავარჯიშო რუტინებად ქცევის რეკომენდაციას არ იძლევიან, თუმცა ამით ზედმეტი კალორიების დაწვა მართლაც საუკეთესო გამოსავალია იმ დღეებში, როდესაც სავარჯიშო დარბაზში წასვლის დრო არ გაქვთ.