როგორ მოვაწყოთ პატარა, მყუდრო სამზარეულო

ყოველთვის გვინდა, რომ საკუთარი საცხოვრებელი რაც შეიძლება კომფორტული და ფუნქციური გავხადოთ. ამოცანა რთულდება, როდესაც ჩვენი იდეების განსახორციელებლად სივრცის ნაკლებობას განვიცდით. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ მცირე ზომის სამზარეულოს ინტერიერის წარმატებულ ვარიანტებზე.

პატარა სამზარეულოს ინტერიერი

უპირველეს ყოვლისა, თქვენ უნდა გაზომოთ სამზარეულოს სივრცე. შემდეგ კარგად მოიფიქროთ, სად და როგორ განათავსებთ სამზარეულოს კარადებს, მაგიდასა და საყოფაცხოვრებო ტექნიკას. ღირს იმის გათვალისწინება, გჭირდებათ თუ არა სამზარეულოს დამონტაჟება ჭერის ქვეშ. ერთის მხრივ, სასარგებლო ფართობი მაქსიმალურად არის გამოყენებული, ხოლო მეორეს მხრივ, არც თუ ისე ადვილია მივწვდეთ ზედა თაროებს. სამაგიეროდ იქ ბევრი რამის შენახვაა შესაძლებელი.

იმისათვის, რომ სამზარეულო ზედმეტად დატვირთულად არ გამოიყურებოდეს, იგი მაქსიმალურად ნათელ პასტელის ტონალობებში უნდა მოაწყოთ. კარგად გამოიყურება პატარა სამზარეულოს დიზაინი თეთრ ფერში. საქმე იმაშია, რომ თეთრი ფერი ვიზუალურად აფართოებს სივრცეს. გარდა ამისა, თეთრ პრიალა ფასადებზე სისუფთავის შენარჩუნება, ვიდრე მუქ და ფერად ფასადებზე.

თეთრი ფერი კარგად მიდის ხის ელემენტებთან ან ქვის ჩანართებთან. მაგიდა, სამუშაო ზედაპირი და სამზარეულოს კედლის წინსაფარი შეიძლება იყოს კონტრასტული. აქვე შესაფერისი იქნება თეთრად შეღებილი ლითონის ტექნიკა.

პატარა სამზარეულოს განლაგება

უმეტეს შემთხვევაში საუკეთესო ვარიანტი სამზარეულოს L – ფორმის განლაგებაა. იგი საკმაოდ კომპაქტურია და საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ კუთხე ორ კედელს შორის. ამ კუთხეში ხშირად ნიჟარას და კუთხის კარადას ათავსებენ.

ხაზოვანი განლაგება ჭარბობს ძალიან ვიწრო და პატარა სამზარეულოში, რომლის ფართობი 5 კვადრატულ მეტრამდეა. აქ შეგიძლიათ გააფართოვოთ სამუშაო ზედაპირი, თუ ფანჯრის რაფას უფრო ფართოს გააკეთებთ. არსებობს სამზარეულოები, რომლებშიც ყველაზე პატარა მაგიდაც კი დაბლოკავს გასასვლელს. მაგიდის ალტერნატივა არის ბარი ან ჩამოსაწევი მაგიდა, რომელიც შეიძლება დაიკეცოს.

ზოგი სამზარეულოს მისაღებ ოთახთან აერთიანებს და ასე მის სივრცეს აფართოებს. ეს სერიოზული ნაბიჯია, და საჭიროა ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე წინასწარ დეტალურად განიხილოთ. ძველ პანელის სახლებში ასეთი ვარიანტი შეუძლებელია. თუ ასეთი შესაძლებლობა არსებობს, მაშინ მთელი ბინის დიზაინი სრულიად გარდაიქმნება. ამრიგად,ხრუშოვკის ტიპის პატარა სამზარეულოს ინტერიერიც კი უფრო თანამედროვე და ფართო გახდება.

თქვენ ასევე შეგიძლიათ სამზარეულო ლოჯიას შეუთავსოთ. ამისთვის თქვენ კარგად უნდა გაათბოთ ლოჯი, მაშინ სამზარეულოში უფრო მეტი სივრცე და შუქი იქნება. სხვათა შორის, პატარა ბინის სამზარეულოში კარი მხოლოდ ხელს შეგიშლით. ამიტომ, ინტერიერის დიზაინერები მკაცრად გირჩევთ უარი თქვათ მასზე ან იგი მოცურების კარით ჩაანაცვლოთ.