როგორ შევინარჩუნოთ იდეალური სისუფთავე საპირფარეშოში

რა თქმა უნდა, სააბაზანოსა და ტუალეტის საწმენდი საშუალებები ყველა სახლში უნდა იყოს. მაგრამ საპირფარეშოს რეგულარულად ყველა არ ასუფთავებს, რადგან უნიტაზი გარეგნულად სუფთად გამოიყურება და ეს მათ საკმარისად მიაჩნიათ. შედეგად, უნიტაზის ზედაპირზე მიკრობები შეუმჩნეველი რჩება.

გარდა ამისა, მავნე ბაქტერიები იბუდებენ არა მხოლოდ ტუალეტის შიგნით, არამედ მის გარშემოც ვრცელდებიან. ისინი შეიძლება იყოს იატაკზე, კედლებზე, კარების სახელურებზე, ტუალეტის ქაღალდსა და ჩასარეცხ ღილაკზეც კი. სწორედ ამიტომ უნდა დავიბანოთ ხელი საპირფარეშოდან გამოსვლისას.

საწმენდი საშუალებები სააბააზანო ოთახისთვის

ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, თუ რა უნდა გამოიყენოთ ეფექტური დასუფთავებისთვის. ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ უნდა აირჩიოთ სწორად საწმენდი საშუალებები ტუალეტისთვის და რამდენად ხშირად უნდა დაასუფთაოთ იგი. მარტივი, მაგრამ ეფექტური რეკომენდაციები თქვენი ბინის  საპირფარეშოს კომფორტულს და უსაფრთხოს გახდის.

საპირფარეშოს სისუფთავე

1. რა დაგჭირდებათ

თქვენ დაგჭირდებათ ტუალეტის ფუნჯი, ხელთათმანები, ტუალეტის ქაღალდი, მრავალჯერადი ტილო ან მიკროფიბერის ხელსახოცი. გარდა ამისა, ასევე დაგჭირდებათ სადეზინფექციო საშუალებებიც.

2. საწმენდი საშუალებები

ზოგიერთი ნივთიერება ბავშვებში ანთებას და დერმატიტსაც კი იწვევს. აქედან გამომდინარე, არ გირჩევთ გამოიყენოთ საშუალებები, რომელთა შემადგენლობაშიც შედის ქლორი, ამიაკის ხსნარი და სხვა საშიში კომპონენტები. სანამ ქიმიურ ნივთიერებებს გამოიყენებდეთ, საჭიროა დეტალურად შეისწავლოთ წარწერები შეფუთვაზე.

3. უსაფრთხოება

კანის დასაცავად და ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის გამოიყენეთ უსაფრთხო კომპონენტები. ნუ იჩქარებთ საყოფაცხოვრებო ქიმიკატების შეძენას, რადგან ნატურალური საშუალებების გამოყენებაც შეგიძლიათ. ალბათ სახლში მოგეპოვებათ საკვები სოდა, წყალბადის ზეჟანგი, ლიმონმჟავა ან ძმარმჟავა. ასეთი ნივთიერებები არარის საშიში ადამიანისთვის და არც ეკოლოგიას აყენებს ზიანს. მაგრამ ნადებს იდეალურად უმკლავდებიან.

4. დასუფთავების პროცედურები

დასუფთავება ზემოდან ქვემოთ უნდა განახორციელოთ. პირველ რიგში, ტუალეტის გარე ნაწილი სველი ტილოთი გაწმინდეთ. შემდეგ საწმენდი საშუალება მთელს უნიტაზზე დააშხეფეთ, ჩამორეცხეთ კარის სახელურები. საშუალება უნიტაზის შიგნითა მხარეს ჩაასხით. გადაანაწილეთ იგი რგოლის გარშემო. თუ უნიტაზში განსაკუთრებულად ჭუჭყიანი ადგილებია, საწმენდი საშუალება ერთი საათის განმავლობაში გააჩერეთ. ასე მოაშორებთ უნიტაზს ნადებს.

5. დასუფთავების დასასრული

აიღეთ ტუალეტის ფუნჯი და გაწმინდეთ ნადები. უნიტაზის მთელი შიგნითა ნაწილი კარგად დაამუშავეთ. შემდეგ ტილოს გამოყენებით მშრალად გაწმინდეთ გარე ზედაპირი. გაწმენდის შემდეგ ფუნჯი კარგად უნდა გარეცხოთ და გააშროთ. ასევე ღირს გაწმინდოთ ფუნჯისთვის განკუთვნილი თასიც. დაუმატეთ მას საწმენდი საშუალება და ცხელი წყლით გარეცხეთ. მრავალჯერადი ტილო ცხელი წყლით გარეცხეთ.

ზოგჯერ დაბინძურების დანახვა რთულია. მაშინაც კი, როდესაც ყველაფერი ბრწყინავს, არ ნიშნავს, რომ უნიტაზზე მიკრობები არ ბუდობენ. ნუ დაელოდებით, სანამ უსიამოვნო სუნი და ნადები გაჩნდება, უმჯობესია უნიტაზი კვირაში 1-2-ჯერ მაინც გაწმინდოთ. რადგან სისუფთავე და ჰიგიენა ჯანმრთელობის გარანტია.