9 სასარგებლო რჩევა სახლიდან ტკიპების მოსაშორებლად

თქვენ შეიძლეა სახლის ტკიპები მთლიანად ვერ გააქროთ, მაგრამ მათი რაოდენობის შემცირება ასთმის სიმპტომებს შეგიმსუბუქებთ. ამის მიღწევა შეგიძლიათ თქვენ სახლში ტკიპების რაოდენობის შემცირებით, ან თქვენს მიერ მათთან შეხების სიხშირის შემცირებით.

1. დიდი ყურადღება დაუთმეთ საძინებელს

სახლის ტკიპები ძირითადად სხვადასხვა სახის ქსოვილში ცხოვრობენ, შესაბამისად ისინი ხშირად სწორედ საძინებელში იდებენ ბინას. ისინი სხვა სახის ტკიპებივით ხშირი მოძრაობით და ოთახიდან ოთახში გადასვლით არ გამოირჩევიან და გაზრდისთვის სპეციალური პირობები სჭირდებათ. ამიტომ ეს რჩევები მათ მოშორებაში ყველაზე მეტად დაგეხმარებათ:

2. ანტიალერგიული გადასაფარებლები საწოლზე

ასეთი სახით შეფუთული ბალიშები და საბნები ტკიპების გავრცელებას მნიშვნელოვნად ამცირებს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ასთმისა და ალერგიის სამკურნალო აპარატების გამოყენების შემცირება ტკიპების კოლონიების გაჩენის შანსს ამცირებს.

3. გადასაფარებლების რეცხვა

ბალიშები ხშირად უნდა გაირეცხოს ლოგინის სხვა ნაწილებთან ერთად. რეკომენდირებულია მათი გარეცხვა ყოველ 2 კვირაში, 55 გრადუსიან წყალში, რათა ამან ტკიპები მოკლას. უფრო გრილი ტემპერატურით გარეცხვისას ისინი არ დაიხოცებიან.

4. მტვერსასრუტის გამოყენება

მტვერსასრუტი ოთახში მტვერს აქრობს, თუმცა იგი ტკიპებს არ ამცირებს. თუმცა მაღალი წნევის მქონე მტვერსასრუტების გამოყენება მათ წინააღმდეგ ეფექტურია, მაგრამ ისინი შეიძლება უფრო ძვირი ღირდეს. თუკი ტკიპებზე ალერგია გაქვთ, სჯობს მტვერსასრუტის გამოყენებისას გაიკეთოთ ნიღაბი.

5. მოაშორეთ ხალიჩები

კედლებზე ჩამოკიდებული ხალიჩების ჩამოხსნა ტკიპების რაოდენობას შეამცირებს. ყველაზე ეფექტური არჩევანი საძინებლის ხალიჩების ჩამოხსნა და გარეცხვა იქნება.

6. გაწმინდეთ მყარი ზედაპირები

ოთახში არსებული მყარი ზედაპირების ცხელი ნაჭრით გადაწმენდა ტკიპების 90 პროცენტს მოგაშორებთ.

7. შეცვალეთ საძინებლის ლოკაცია

ეს ძალიან გამოსადეგი იქნება მაშინ, თუკი თქვენი საძინებელი სარდაფშია განთავსებული. ეს დაგეხმარებათ, რადგან ასეთ ოთახში ჰაერის ტენიანობა და ნესტი უფრო მაღალია.

8. ჰაერის გამწმენდები

მხოლოდ ჰაერის კონდიციონერის გამოყენება ტკიპების რაოდენობას არ ამცირებს. ამისათვის ოთახში ჰაერის ტენიანობა უნდა შეამციროთ. იმისათვის, რომ ჰაერის გამწმენდების მიერ ტენიანობის შეცვლამ ეფექტური შედეგი გამოიღოს, ოთახში უნდა შეინარჩუნოთ 35 პროცენტზე დაბალი ტენიანობის დონე დღეში 22 საათის განმავლობაში.

9. ჰეპა-ფილტრები

ასეთი სახის ფილტრები თქვენი ცენტრალური ჰაეისა და გათბობის სისტემებისათვის იდეალური დანამატია. თუმცა, ისინი შეიძლება ძალიან ძვირი იყოს და საკმაოდ არაეფექტური. სახლის ტკიპები ჰაერში დიდხანს არ ჩერდებიან და ამიტომ ასეთი ფილტრებით მათთან ბრძოლა იდეალურ შედეგს არ მოგცემთ.