რას აკეთებენ დიასახლისი დედები სახლში მთელი დღე

ვინ არის დიასახლისი დედა? ამ ტერმინის საბაზისო განმარტებით ეს გახლავთ დედა, რომელიც სახლში რჩება მისი შვილისა და სახლის მოსავლელად. იგი შეიძლება რამდენიმე შვილსაც კი უვლიდეს, რომლებიც ასევე სხვადასხვა ასაკის შეიძლება იყვნენ. თნამედროვე განმარტების მიხედვით ასეთი სტატუსი ენიჭებათ იმ ქალებს, რომლებიც სამსახურში სიარულის ნაცვლად სახლში დარჩენას ამჯობინებენ ბავშვების გასაზრდელად. იგი შეიძლება ძალიან განათლებული ადამიანიც კი იყოს და ექვსნიშნა ხელფასის მქონე სამსახური მიატოვოს ოჯახის გამო. ის ასევე შეიძლება გეგმავდეს სამსახურში დაბრუნებასაც ბავშვების გაზრდის შემდეგ.

თანამედროვე დიასახლისი დედა გამუდმებით ვითარდება და ვერ მოხერხდება მისი შეზღუდვა საზოგადოების მიერ ჩამოყალიბებული საბაზისო სოციალური სტერეოტიპების განმარტებით. მის მიერ გაწეული ღვაწლი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სახლში ყოფნა ბავშვის აღმზრდელის სტატუსით.

რას აკეთებს სახლში მყოფი დედა დღის განმავლობაში?

ასეთი სტატუსის მქონე დედები მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა საქმეებს ასრულებენ. ისინი არიან მედდები, მძღოლები, მასწავლებლები, დამლაგებლები, მრეცხავები, ბუღალტერები და ძიძები ერთდროულად.

არ არსებობს ერთი ტიპიური დღე, თუმცა მათი განრიგის მაგალითი საშუალებას გაძლევთ წარმოიდგინოთ რას მოიცავს მათი დღე. სტერეოტიპული ქალი, რომელიც სახლში ზის და ტკბილეულის ჭამის ფონზე სერიალებს უყურებს, საკმაოდ განსხვავდება დიასახლისი დედისგან. დღესდღეისობით ასეთი დედები ნამდვილად არ წარმოადგენენ ისეთ ქალებს, რომლებიც სახლში რჩებიან მტვერის გადასაწმენდად და ლამაზი კაბითა და საყურეებით ხვდებიან სკოლიდან დაბრუნებულ შვილებს.

რეალურად ისინი სახლში საერთოდაც არ არიან, რადგან მთელი დღე ბავშვებს დაარბენინებენ მთელი ქალაქის მასშტაბით, სკოლაში, ვარჯიშებზე, ცეკვის გაკვეთილებზე, ექიმებთან და ა.შ ასევე ესწრებიან სკოლაში გამართულ შეხვედრებს, დადიან საყიდლებზე და ასრულებენ სხვა მსგავს საქმიანობებს. სახლში ყოფნისას ისინი აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ გარემო იდეალურ მდგომარეობაში იყოს. ეს მოიცავს ოჯახის ბიუჯეტის მართვას, კერძების მენიუს შედგენას და რაც მთავარია, ბავშვებისთვის საკმარისი დროის დათმობას მათი ყველა საჭიროების უზრუნველსაყოფად.