რატომ ახურავთ თავზე ებრაელ ჯარისკაცებს უცნაური ტომრები

ისრაელის არმია დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე მზა მებრძოლი შეიარაღებული ძალაა მსოფლიოში. მეტწილად იმიტომ, რომ ამ ქვეყნის არმია ფაქტობრივად მუდმივად საომარ მდგომარეობაშია, ან მასთან ძალიან ახლოსაა. ამასთან, ისრაელის არმიას მრავალი უცნაურობა აქვს. მაგალითად, ზოგიერთი ჯარისკაცი რატომღაც თავზე უცნაურ ტომრებს იხურავს.

ეს შეიძლება ერთდროულად ორი მომენტით აიხსნას. პირველი, ისრაელი თითქმის მთელი ამ დროის მანძილზე იმყოფება საომარ მზადებაში თავისი დაარსებიდან, 1948 წლიდან დღემდე. მეორე, ისრაელ ჯარისკაცებს თავზე სულაც არ ახურავთ “იდუმალი ტომრები”. ეს ნივთი შეიძლება მართლაც იყოს იდუმალი, მაგრამ ტომარას ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. მაშ რა არის ეს? პასუხი მარტივია – ეს არის მიცნეფეტი, საგარდერობო ნივთი, რომელსაც ჩვენი თანამემამულეები სავარაუდოდ ჩალმის ან დოლბანდის სახელით იცნობენ. მიცნეფეტებს ისრაელის ისრაელის თავდაცვის ძალებში 1978 წლიდან იყენებენ. აღსანიშნავია, რომ მისი გამოყენების წარმატებულობის მიუხედავად, ამ ნივთმა ფესვები ვერ გაიდგა ისრაელის გარდა მსოფლიოს არცერთ ჯარში.

რას წარმოადგენს მიცნეფეტი? სინამდვილეში, ეს არის უფორმო ჩიხოლი, რომელიც უმეტეს შემთვევაში შესანიღბი ბადეებისგან მზადდება. ჩალმა მუზარადის ზემოდან იჭიმება. იგი მებრძოლის შენიღბვის დონის ასამაღლებად არის საჭირო. პირველად ისრაელებმა მიცნეფეტი ლიბანში ჩატარებული სამხედრო ოპერაციის დროს გამოიყენეს, და იქ ამ ნივთმა საუკეთესოდ წარმოაჩინა თავი.

საქმე იმაშია, რომ ჩალმა არა მხოლოდ თავს, არამედ უმეტეს შემთხვევაში სხეულის ამ ნაწილის ყველაზე მკვეთრ მოძრაობებსაც მალავს. შედეგად, მაღალი სამალავის უკან მჯდარ ან დაწოლილ ჯარისკაცს შეუძლია უფრო დიდხანს იყოს მტრისთვის შეუმჩნევი. ეს კი, თავის მხრივ, ზრდის ჯარისკაცების გადარჩენის მაჩვენებელს ბრძოლაში და დანაყოფებში ზარალის შემცირებას იწვევს.