როგორც იქნა, გამოიგონეს სკამი მათთვის, ვისაც ფეხებზე ჯდომა უყვარს

ეს კრეატიული სკამი ოჯახური კომპანიის მიერ შეიქმნა კოლუმბიაში, მისურის შტატში. კომპანიის დამფუძნებელ პაკ მეთიუსს სურდა შეექმნა ერგონომიკული სკამი, რომელიც ადამიანებს კომფორტულად დაჯდომის საშუალებას მისცემდა მუშაობის დროს. საბედნიეროდ მას ირგვლივ საჭირო ხალხის პოვნა არ გაუჭირდა ამ მიზნის მისაღწევად.

მეთიუსმა ფიზიკურ თერაპისტთან, იოგის ინსტრუქტორთან, დურგლებთან და ინჟინრებთან ერთად იდეალური სკამის კონცეპტი შეიმუშავა. ამ სკამის გამოყენების შემდეგ მან ბოლომდე გააანალიზა, თუ როგორი კომფორტული იყო მისი გამოყენება და ამის შემდეგ საერთოდ აღარ სურდა ჩვეულებრივი სკამების ხმარება. დღესდღეისობით იგი უკვე რამდენიმე სახეობის “სულის სკამს” აწარმოებს, თუმცა მათ ერთი რამ აერთიანებთ: ყველა მათგანს გააჩნია ორი დონე, ფეხების კომფორტულად დასადები სივრცე და კომფორტული დასაჯდომი ადგილი. ორივე მათგანის ზომის და მდგომარეობის შეცვლა თავისუფლადაა შესაძლებელი.

ზოგიერთი ადამიანისთვის ეს სკამი შესაძლოა უცნაურად გამოიყურებოდეს, მაგრამ ისინი ვინც ეს სკამი უკვე გამოსცადა, აცხადებენ რომ მისი დახმარებით ბევრად უფრო თავისუფლად დაჯდომაა შესაძლებელი ნებისმიერ პოზაში. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ ამ სკამზე ჯდომა უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაშია შესაძლებელი, რადგან მასზე ჯდომისას ასევე შესაძლებელია ისეთ პოზაში დაჯდომა, რომელიც წელის ტკივილს ან ფეხების დაბუჟებას არ გამოიწვევს.

ეს კრეატიული სკამი სულ უფრო და უფრო დიდ პოპულარობას იხვეჭს მსოფლიოს გარშემო და მისი მსურველების რიცხვიც იზრდება. მისი შეძენა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია და ფასებიც მოდელის ტიპის მიხედვით იცვლება.