როგორ მოვაწყოთ სახლში იდეალური სავარჯიშო სივრცე

რამხელა სივრცეა საჭირო?

ეს მნიშვნელოვანი ასპექტია. უამრავი ადამიანი გაზომვის გარეშე ყიდულობს სავარჯიშო მოწყობილობებს და შემდეგ მათ სწორად დადგმას ვერ ახერხებს სახლში არასაკმარისი სივრცის გამო. თქვენ უნდა გაზომოთ მოწყობილობების სრული ზომა, ყველა დამატებითი აქსესუარის დამაგრების შემდეგ. თანაც, უნდა გაითვალისწინოთ ის სივრცე, რომლის დაკავებაც დაგჭირდებათ მათი გამოყენების დროს თქვენი სხეულით. ზოგიერთი სავარჯიშო ხელსაწყო კუთხეში დასადგმელადაა შექმნილი, რაც სივრცის ორგანიზებას უფრო გაგიადვილებთ.

რამდენი ადამიანისთვისაა გათვლილი?

ყოველთვის გიწევთ თქვენს პარტნიორთან ან ბავშვებთან კამათი იმაზე, თუ ვისი ჯერია? მაშინ შეგიძლიათ მაღაზიაში მოიძიოთ რამდენიმე გვერდიანი სავარჯიშო ხელსაწყოები, რომლებიც სივრცესაც დაგიზოგავთ და თანაც რამდენიმე ადამიანს ერთდროულად მისცემს ვარჯიშის საშუალებას. თუმცა, ისინი ხშირად 2000 დოლარზე უფრო ძვირი ღირს.

შეგიძლიათ თქვენი ხელით აწყობა?

როგორც წესი ძირითადი სავარჯიშო მოწყობილობები ერთ სხეულს წარმოადგენენ, რომელიც პირდაპირ შეგიძლიათ შეიტანოთ სახლში და დადგათ, ყოველგვარი აწყობის გარეშე. ასევე ხშირია ისეთი მოწყობილობებიც, რომელიც რამდენიმე ბოლტის მოჭერას საჭიროებს მხოლოდ. თუმცა, არსებობს ისეთი სავარჯიშო მოწყობილობებიც, რომლების აწყომაბაც შესაძლოა რამდენიმე საათი მოითხოვოს, რის გამოც მათი ყიდვისას აუცილებლად უნდა დააზუსტოთ ასეთი ტიპის დეტალები მაღაზიაში. ასევე დიდი მოწყობილობები შესაძლოა კარებში ვერ შეეტიოს და ამის გამოც მოგიწიოთ მათი დაშლა და თავიდან აწყობა.

უსაფრთხოა თუ არა სავარჯიშო მოწყობილობები?

ფრთხილად უნდა იყოთ მძიმე წონებისა და გირების გადაადგილებისას. თუკი მსგავს აქსესუარებთან ადრე შეხება არ გქონიათ, მაშინ ჯობია მათი მოწყობისას ჩაიცვათ მეტალის დამცავი ფენის მქონე ფეხსაცმელები. თუმცა მათი უმრავლესობა საკმაოდ მოსახერხებელი ფორმებით გამოირჩევა, რის გამოც მათი სახლში მიტანა და დალაგება უფრო გაადვილებულია.

მეორადი მოწყობილობები

თუკი ასეთი დონის მოწყობილობების ყიდვას აპირებთ, პირველ რიგში შეამოწმეთ ისინი დაწუნებული ხომ არ იქნა კლიენტების მიერ. გასულ წლებში გაყიდვიდან იქნა ამოღებული უამრავი დაწუნებული ხელსაწყო, რომელსაც ხალხი თავიდან შეიძლება ყიდდეს. მსგავსი ტიპის დეტალები სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული სახისაა, თუმცა უმჯობესია ნებისმიერ შემთხვევაში გადაამოწმოთ მწარმოებელ კომპანიასთან ყოველი ხელსაწყოს წარმოების ისტორია და ის ფაქტი, დაწუნებული იქნა თუ არა ეს აქსესუარი ბოლო წლების განმავლობაში.