გოგონამ დამოუკიდებლად დაგეგმა და ააშენა მიკროსახლი, რომლის ფართობი მხოლოდ 9.3 კვადრატული მეტრია

პატარა სახლების რიცხვის ზრდის გათვალისწინებით, რითაც აქტიური და კრეატიული ადამიანების დიდი ნაწილი “დაინფიცირდა”, გასაკვირი სულაც არ არის, რომ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ტერიტორიებზე შეხვდებით ბევრ საინტერესო მოდელს. ამ ხელოვაში განსაკუთრებით წარმატებულები არიან ამერიკელი ენთუზიასტები, ერთ-ერთი ასეთი გახლავთ კრეატიული დიზაინერი ლინა მენარდი. მან დამოუკიდებლად დაგეგმა და შექმნა საკმაოდ კომფორტული და მიმზიდველი მიკრო საცხოვრებელი “იღბლიანი”, რომლის ფართობი მხოლოდ 9.3 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

Tiny House-ის მოძრაობის აქტიური მიმდევრები ისე არიან გატაცებულნი მინი-სახლების განივთარებით, რომ მათი საცხოვრებელი ბინები პაწაწინა საკუჭნაოს ზომებამდე შეამცირეს. და რაც ყველაზე საინტერესოა, მათ მოახერხეს თავიანთი მიკრო-კოტეჯების აღჭურვა ისე, რომ სრულფასოვანი სტანდარტული ბინების/სახლების მფლობელებსაც კი შეშურდებათ ამ სახლების კომფორტულობისა და სიმყუდროვის გამო.

დღეს ჩვენს სტატიაში ნახავთ მიმზიდველ პატარა სახლს, რომელიც შემუშავებული და შექმნილია კრეატიული დიზაინერის, ლიკა მენარდის მიერ (Lina Menard), იგი განსაკუთრებული ყურადღების ღირსია, რადგან ზომისა და კომფორტის თანაფარდობა ნამდვილად გასაოცარია.

მიუხედავად იმისა, რომ მისი მიკრო სახლი “იღბლიანი” მდებარეობს პორტლენდში, ორეონის შტატში მდებარე Simply Home Community-ის საცხოვრებელი ფურგონების ავტოსადგომზე, ის აშკარად გამოირჩევა მათ ფონზე. უფრო მეტიც, სახლი არა მხოლოდ ექსტრავაგანტული ექსტერიერით იპყრობს ადამიანების ყურადღებას, დიდ ინტერესს იწვევს მისი ზომა, რადგან ბევრს ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლება 9.3 კვადრატულ მეტრზე განთავსდეს ყველაფერი, რაც ახალგაზრდა გოგონას სრულფასოვანი ცხოვრებისთვის სჭირდება.

როგორც ლინა ამბობს, ასეთი პროექტი და სრული მინიმალიზმი ისე უბრალოდ არ შობილა. იგი წლების განმავლობაში იყო გატაცებული პატარა სახლების მშენებლობით და მოწყობით, ახლა კი ამას პროფესიონალურად აკეთებს Niche Consulting LLC-ში. სწორედ ამიტომ გაუჩნდა მას სურვილი, ჰქონოდა ასეთი პატარა სახლი. იმ მომენტში, როდესაც აქტიური გოგონა დაიღალა ვიღაცებისთვის ქირაში მნიშვნელოვანი ოდენობის თანხის გადახდით, მან გადაწყვიტა თავად აეშენებინა საკუთარი საცხოვრებელი, მით უმეტეს, იგი კარგად იცნობდა დაპროექტების, გაანგარიშებისა და მშენებლობის პროცესს.

ლინას სურდა შეექმნა განსაკუთრებული სახლი, რომელიც ვიზუალურად ბოშების ფურგონს ემსგავსებოდა, ამიტომ მისი ტერიტორიაც ასეთ სპეციფიკურ მობილურ სახლს შეუსაბამა. ის ამას მას შემდეგ მიხვდა, რაცყველაფერი მილიმეტრებამდე გაიანგარიშა, რადგან უფრო დიდი სივრცე მას არ სჭირდებოდა. მაქსიმალური ეკონომიისთვის, გოგონა ცდილობდა სამშენებლო მასალად გადამუშავებადი მასალები გამოეყენებინა, ეს ყველაზე მეტად ეხება ინტერიერიდ და ექსტერიერის ხის ლამფას, ავეჯის ელემენტებსადა პატარა პლატფორმას, რომელიც ვერანდას როლს ასრულებს.

ასევე გამოყენებულ იქნა ნაგავსაყრელზე გადაყრილი ძველი კარები და ძველი ხის ფანჯრის ჩარჩოები. თავდაპირველად, კარკასის შეკრებისა და სახლის დეტალების უმეტესი ნაწილისთვის, ლინამ ავტოფარეხი დაიქირავა, ამავე დროს მაქსიმალურად ცდილობდა ფული მშენებლებზეც დაეზოგა. ხოლო იმისთვის, რომ მისი პაწაწინა სახლის პროექტი მალე დასრულებულიყო, რომელსაც “Lucky Penny” დაერქვა, გამომგონებელი ოსტატი სამუშაო წვეულებებს ან პიკნიკებს აწყობდა.

ერთადერთი, რაშიც გოგონას ფულის დახარჯვა უწევდა, ყავა და სენდვიჩები იყო, ხოლო მათ, ვინც საღამომდე მუშაობდა – სრულფასოვანი ვახშმით უმასპინძლდებოდა. იმის წყალობით, რომ მისი შთაგონება და აზარტი მეგობრებს და ნაცნობებსაც გადაეცათ, მიკრო ბინების მშენებლობა და დახვეწა ძალიან სწრაფად ვითარდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი კოლექტიური საქმიანობა ლინას და მოხალისე თანაშემწეებს მხოლოდ შაბათ-კვირას შეეძლოთ. მთელი სამშენებლო პროცესის განმავლობაში, პროფესიონალების მოწვევის აუცილებლობის გამო, ლინას რამდენიმეჯერ სამუშაოების შეჩერებაც კი მოუხდა, მაგრამ ოპერაციების უმეტეს ნაწილს ახალგაზრდა ენთუზიაზმით სავსე გოგონამ თავად გაართვა თავი.

როდესაც კარკასი მზად იყო, გოგონამ გადაწყვიტა მისი გადატანა მუდმივი დისლოკაციის ადგილას – “Simply Home Community”-ის საცხოვრებელი ავტოფურგონებისთვის გამოყოფილ ავტოსადგომზე. ვინაიდან ეს ტერიტორიადიდი ხანია გამოიყენება პატარა სახლების მოყვარულების მიერ, ის უკვე სრულიად კეთილმოწყობილია. აქ მოწყობილია საერთო საშხაპეები, საპირფარეშოები, სამზარეულო და ველოსიპედებისთვის განკუთვნილი იმპროვიზებული პარკინგიც კი. ავტოსადგომი აღჭურვილია ელექტროენერგიით, წყალმომარაგებითა და საკანალიზაციო კომუნიკაციებით, რომლებთანაც შეიძლება დაკავშირებული იყოს თითოეული საცხოვრებელი ობიექტი და საერთო მოხმარების ზონები.

ამგვარმა მოწყობამ მნიშვნელოვნად გაამარტივა სამშენებლო სამუშაოები, რადგან ელექტროენერგია და წყალი მუდმივად არის საჭირო. ვინაიდან გოგონა მიკრო სახლში მთელი წლის განმავლობაში ცხოვრებას გეგმავდა, იგი ცდილობდა მაქსიმალურად თბოიზოლირებული და ხმაშეუღწევი ყოფილიყო. ენერგოეფექტურობის გასაზრდელად, ლინამ SIP პანელები და სპეციალური წყალგაუმტარი ჰერმეტიკი გამოიყენა, რაც ხელს უშლის ჰაერისა და წყლის შეღწევას შენობის შიგნით.

როგორც უკვე ითქვა, გოგონამ შიდა და გარე მოპირკეთებისთვის ბუნებრივი ხე გამოიყენა, რომელიც სპეციალური გზით იყო მოჭრილი და გაკრული. ამან შესაძლებელი გახადა არასტანდარტული ექსტერიერის შექმნა, რაც გოგონას განსაკუთრებულად მოსწონს. სწორედ ეს გახდა ფასადის მთავარი გაფორმება, ორგანულად ასოცირებული თავად სახლის ფორმასთან, რომელიც კლასიკური ვარდოს სტილშია შექმნილი (ტრადიციული საჭაპნის, რომელშიც ცხენებია შებმული და მას ბოშები იყენებენ როგორც სახლს).

ხის ლამფებისა და პანელების მომრგვალებული ფორმები ერთგვარ დეკორაციულ ელემენტად იქცა. ასეთ მომრგვალებულ ფორმებს შეამჩნევთ შემოსასვლელი კარისა და ფანჯრის უკანა ნაწილის დიზაინშიც. დანარჩენი ფანჯარა, როგორც სახლის ფასადზე, ისე სახურავზე, პროფესიონალმა დიზაინერმა სტანდარტული მართკუთხა ფორმისა გააკეთა.

თაღოვანი გადახურვის წყალობით, ყველაზე მაღალ წერტილზე, ჭერის სიმაღლე 3,66 მეტრია, რამაც გოგონას საშუალება მისცა მიეღო უფრო მოცულობითი სივრცე, აამიტომ, სახლში ყოფნისას სიმჭიდროვის და შეზღუდულობის შეგრძნება არ გაგიჩნდებათ. მით უმეტეს, რომ გოგონამ ლოფტის ზონა არ გააკეთა, რათა მისი სახლი ვიზუალურად ძაღლის ბუნაგად არ გადაექცია.

მან გვერდითი კედლების მხოლოდ ნაწილი გამოიყენა, სადაც ჩამოსაკიდი კარადები დაამონტაჟა, ჭერის ქვეშ არსებულ ნიშას კი იყენებს, როგორც საკმაოდ ტევად ღია თაროებს დიდი და პატარა ზომის ნივთების და ობიექტების შესანახად.

კარებისა და ფანჯრებისგან თავისუფალი კედლები ლინამ კარადებით არ გადატვირთა, მან გადაწყვიტა ისინი გამოსაწევი სხვადასხვა სიმაღლის უჯრებით შეეცვალა, რომელიც საფეხურების სახით არის შექმნილი. რამდენიმე უჯრა საფეხურად გამოიყენება, რომლებიც საშუალებას მოგცემთ საკმაოდ მაღლა დამონტაჟებულ ჩამოსაკიდ კარადას მივწდეთ. დანარჩენი კონსტრუქცია კი დამატებითი სასეირნო ზონაა გოგონას ოთხფეხამეგობრისთვის – წითური კატის რაფისთვის.

იმისათვის, რომ იატაკის ფართობი მაქსიმალურად რაციონალურად გამოყენებულიყო, საწოლი პოდიუმზე გაკეთდა, მის ქვეშ არსებულ სივრცეში კი ტევადი ტუმბო-გარდერობი მოეწყო.

სამზარეულო ზონაში მან განათავსა სამზარეულოს ნაკრები იატაკის ტუმბოებით, სამუშაო ფართობით, ნიჟარით, მინი-მაცივრით საყინულის გარეშე, ინდუქციური ერთქურიანი პანელით, კონვექციური მიკროტალღური ღუმელით და ასევე მოახერხა მინი საყინულეს მიმაგრება სამზარეულოს ზედაპირზე.

იმისთვის, რომ ცივ პერიოდში ნორმალურად ცხოვრება შესაძლებელი ყოფილიყო, მან შეიძინა ელექტრო გამათბობელი, ხოლო მუდმივი ცხელი წყლის მოწოდებისთვის დაამონტაჯა წყლის ელექტრო გამათბობელი. ასე რომ, გოგონას თბილი წყლით არა მხოლოდ ჭურჭლის გარეცხვა, არამედ შხაპის მიღებაც კი შეუძლია, რადგან მან შემოსასვლელში მინიატურული საშხაპე კაბინის გაკეთებაც შეძლო.

კრეატიულ გოგონას წელიწადზე მეტი დასჭირდა, რომ მის საყვარელ კატასთან რაფფისთან ერთად, რომელიც უკვე 10 წელია მისი უცვლელი მეგობარია, თავის სახლში ეცხოვრა. პატარა კოტეჯის მინიატურული ზომების მიუხედავად, ლინა მენარდი უსაზღვროდ ბედნიერია, რომ მძიმე დამღელი დღის შემდეგ საკუთარ მყუდრო სახლში დაბრუნდება.

მშენებლობის დასრულების შემდეგ, ლინამ შეაჯამა ფინანსური ხარჯები და როგორც გაირკვა, მან მთელი ამ პროცესებისთვის 40,250 ათასი დოლარი დახარჯა. ეს მოიცავს ყველა სამშენებლო მასალას, ავტოფარეხის დაქირავებას, სპეციალისტების დაქირავებას, მასალების მოტანას და თავად სახლს ავტოსადგომზე, სადილებს მეგობრებისთვის, ტექნიკას და აღჭურვილობას.