როგორ მოვაწყოთ ლამაზი ბაღი 1 კვ.მ. ფართობზე

აარჩიეთ სწორი მცენარეები

დაფიქრდით რა ტიპის ბაღის გაშენება გსურთ. მაგალითად კომბოსტო, პამიდორი, კიტრი და ბოლოკი ერთად დარგვის შემთხვევაში უპრობლემოდ იზრდებიან. თუ დამწყები მებაღე ხართ, სჯობს დარგოთ ადგილობრივი კლიმატის მოყვარული მცენარეები.

დაგეგმეთ და დაყავით

დაყავით ბაღის სივრცე ერთნაირი ზომის კვადრატებად. 1 კ/მ ფართობის მქონე ბაღი როგორც წესი 9-12 კვადრატად იყოფა. ყველა მცენარე საკუთარ კვადრატში უნდა ჩარგოთ, რათა სხვებს ხელი არ შეუშალონ გაზრდაში და საკმარისი მზის სინათლე მიიღონ. დაყავით არჩეული ბოსტნეული სამ ჯგუფად: მცენარეები რომლებიც იზრდებიან ვერტიკალურად (პამიდორი, კიტრი, ლობიო), დიდი მცენარეები რომლებსაც დიდი სივრცე სჭირდებათ ( კომბოსტო, ბადრიჯანი, წიწაკა) და პატარა მცენარეები (ბოლოკი, სტაფილო, ხახვი).

ბაღის მხარდაჭერა

ვერტიკალურ მცენარეებს ფიზიკური მხარდაჭერა სჭირდებათ. მაგალითად ხის ჯოხი კარგი დამხმარება პამიდორისთვის, ასევე შეგიძლიათ გამოყოთ კიტრები ღობეებით სხვა მცენარეებისგან, რათა ისინი მათზე არ დაეცნენ. ჯოხების დახმარებით მცენარეები სიმაღლეში გაიზრდებიან და უფრო ნაკლებ ადგილს დაიკავებენ.

გამოიყენეთ სივრცე მაქსიმალურად

თუკი ბაღისთვის დიდი სივრცე არ გაგაჩნიათ, თქვენ მაინც შეგიძლიათ ლამაზი ბაღის გაშენება. მაგალითად დარგეთ ვერტიკალური მცენარეები ღობესთან ახლოს, რათა ისინი მასზე აცოცდნენ და გამოიყენონ ის საყრდენად. თუკი უკანა ეზო არ გაქვთ, დარგეთ პატარა მცენარეები ქოთნებში და განათავსეთ ბალკონზე მზის მისაღებად.

იყავით კრეატიული

შეგიძლიათ დარგოთ პატარა მცენარეები დიდი ხეების ძირში დარგოთ, ან გამოიყენოთ პლასტმასის ბოთლები ბაღის ლოგინების ნაცვლად. ისინი პატარები არიან, მაგრამ იტევენ საკმარის მიწას ისეთი მცენარეების გასაზრდელად, როგორიცაა მაგალითად ბოლოკი და ხახვი. ასეთი იმპროვიზებული მცირე ბაღები შეგიძლიათ მიაკრათ ღობეს და ასეთი კრეატიული გზით გააშენოთ ვერტიკალური და ლაბაზი ბაღი.

ისიამოვნეთ მცენარეების მოვლით

პატარა ბოსტნეულის ბაღის მოვლაც კი შეიძლება ძალიან გასართობი პროცესი გამოდგეს თქვენთვის, თუკი მცენარეების მოვლა მოგწონთ და მათთან ერთად ექსპერიმენტების ჩატარებაც გიყვართ. გამოიყენეთ ასეთი ჭკვიანური ხრიკები ბაღის გასაუმჯობესებლად და ყოველდღიურად გასართობი არ მოგაკლდებათ. თანაც, თქვენ მიერ მიღწეული წარმატების დანახვა ყოველ დილას საკმაოდ კარგ ხასიათზე დაგაყენებთ.