
დალაგებული და ორგანიზებული სახლი სტრესის მართვისა და შემცირების საუკეთესო საშუალებად შეიძლება აქციოთ. ამის მიზეზები საკმაოდ მარტივია:
არეულობა იწვევს სტრესს
უბრალოდ დაულაგებელ ოთახში ჯდომასაც კი შეუძლია სტრესის გამოწვევა. ამის მიზეზი ისაა, რომ ამ დროს თვალს ზედმეტად მეტი ინფორმაცია მიეწოდება გადასამუშავებლად, თანაც ეს პრაქტიკული ტერმინოლოგიით იმასაც მიგანიშნებთ, თუ რამდენი საქმე გაქვთ გასაკეთებელი სახლის დასალაგებლად. ამის გამო ალბათ უკვე კარგად იცით, რომ არეულობა სტრესს ნიშნავს. შესაბამისად არეულობით სავსე სახლში ცხოვრებამ შესაძლოა გამუდმებული დაბალი დონის სტრესის მატება განაპირობოს, რაც საბოლოო ჯამში თქვენი ენერგიისგან დაცლას იწვევს.
დალაგებული გარემო დამამშვიდებელია
თქვენი გემოვნებით მოწყობილ გარემოში ყოფნა, რომელიც დალაგებული, მოწესრიგებული და ლამაზია, შეიძლება იქცეს სტრესისგან განთავისუფლების საუკეთესო იარაღად. სწორედ ამიტომ ყიდიან კომპანიები კატალოგებში წარმოდგენილ ლამაზ პროდუქტებს ასე ადვილად. ისინი რეალურად ყიდიან სიმშვიდის და კომფორტის შეგრძნებას, რომელსაც ლამაზი ოთახის სურათი განიჭებთ. დალაგებულ და ლამაზად მოწყობილ სახლში დაბრუნებამ შეიძლება თავშესაფარში შესვლის შეგრძნება გაგიჩინოთ, რომელიც თითქოს გარესამყაროს სტრესისგან გიცავთ.
ორგანიზება იწვევს დროის, ფულის და სხვა რესურსების დაზოგვას
თუკი ყველა ნივთისთვის საკუთარი ადგილი მინიჭებული არ გაქვთ, მაშინ სახლის დალაგებისას მათი დასადები კუთხეების საპოვნელად უფრო მეტ დროს ხარჯავთ. ასევე ამ დროს უამრავი დრო შეიძლება დაკარგოთ საჭირო ნივთების მოძებნაშიც. ასევე თუკი თქვენი ქვითრებისა და მსგავსი დოკუმენტების შესანახი სპეციალური ადგილი არ გაგაჩნიათ, მათი ძებნის ან დავიწყების გამო შესაძლოა რომელიმე გადასახადის გადახდა დააგვიანოთ კიდეც. ამასთანავე არსებობს კიდევ უამრავი ასპექტი, რომლის წყალობითაც არაორგანიზებული სახლი შესაძლოა თქვენი რესურსების ზედმეტ ხარჯვას იწვევდეს ყოველდღიური აქტივობების დროს შეუმჩნევლად.
ორგანიზებამ შესაძლოა უფრო მეტი სიკეთე მოგიტანოთ
ჩინური დისციპლინა ფენ შუის მიმდევრებს სჯერათ, რომ კარგად ორგანიზებული სახლი გმატებთ სასიცოცხლო ენერგიას და თქვენს ცხოვრებაში იღბალის შემომტანია. თქვენი თავის მოქცევა კომფორტული და დამამშვიდებელი გარემოს ეპიცენტრში ესთეტიური ეფექტის წყალობით იწვევს თქვენი ფიქრებისა თუ ნერვების გაუმჯობესებას. მიუხედავად იმისა, გჯერათ თუ არა ფენ შუის მიერ წარმოდგენილი კონცეპტის, მაინც შეუძლებელია იმაზე თვალის დახუჭვა, რომ ორგანიზებული სახლი საკმაოდ ბევრი დადებითი ეფექტის მომტანია თქვენს ცხოვრებაში, მათ შორის სტრესის შემცირების საკითხშიც.