7 ნივთი, რომლებიც, უსარგებლობის გამო, მალე გაქრება მანქანის სალონიდან

დრო გაღალავად მიიწევს წინ, და მასთან ერთად გრძელდება ტექნოლოგიური პროგრესიც. ავტო დიზაინერები დაკავებულნი არიან მანქანების ყოველდღიური მოდერნიზაციით, რათა მათ დააკმაყოფილონ თანამედროვე მძღოლების მოთხოვნები. მაგრამ ინოვაციური ფუნქციების და გაჯეტების დამატებით, მანქანაში რიგი სხვა, ხანგრძლივად გამოყენებული ნივთების არსებობის საჭიროება უბრალოდ ქრება. მაშასადამე, ის გაჯეტები, რომლები ჯერ კიდევ გუშინ თითქმის სავალდებულოდ ითვლებოდა, უკვე ხვალ სამუდამოდ გაქრება თქვენი ავტომობილის სალონიდან.

1. საფერფლე და სანთებელა

რა თქმა უნდა, არ არის საჭირო მწეველთა რაოდენობის შემცირებაზე საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის ტენდენცია უფრო და უფრო იზრდება. მაგრამ მაინც, ისეთი მოწყობილობები, როგორიცაა საფერფლე და სანთებელა, შეიძლება სულ მალე გაქრეს მანქანის სალონიდან.

და ეს პროცესი უკვე დაიწყოო: სანთებელას უფრო და უფრო ხშირად ანაცვლებს 12 ვოლტიანი დენცქვიტები. რაც შეეხება საფერფლეს, მისი ფუნქციის შესრულება დაიწყო ჭიქის ფორმის ნივთით, რომელსაც სახურავიც აქვს.

2. რადიო დისკებით

გასაკვირიც კია, რომ ბოლო წლებში წარმოებული მანქანების ზოგიერთ მოდელში ჯერ კიდევ შეიძლება შეხვდეთ რადიოს CD დისკებისთვის. რადგან უკვე თითქმის შვიდი წელია მუსიკის მოსასმენად დისკები აღარავის გამოგვიყენებია, ისინი USB კაბელებმა, Bluetooth-მა და ონლაინ-სერვისებმა ჩაანაცვლა. ამიტომ, CD-ფლეერები სადაცაა ძველ მოგონებად დაგვრჩება, როგორც რადიოჩანაწერები 15 წელზე ადრე.

3. ჰალოგენური ფარები

ამდროსთვის, ჰალოგენური ფარების ტექნოლოგია კვლავ აქტიურად გამოიყენება ავტომობილების წარმოებაში. თუმცა, უფრო და უფრო ხშირად შეხვდებით LED-ფარებს. ვერ ვიტყვით, რომ ეს გამოწვეულია იმით, რომ ერთი ტექნოლოგია მეორეზე უკეთესია, ამის მიზეზი ტექნოლოგიური პროგრესის პრიორიტეტებისა და ტენდენციების ცვლილებაა. ამიტომ, იმაში გასაკვირი არაფერია, რომ LED ფარები მალე შეცვლის ყველასთვის ნაცნობ ჰალოგენებს.

4. ხელის მუხრუჭი

ალბათ ფიქრობთ, რომ მანქანებიდან ხელის მუხრუჭი არასდროს გაქრება. მაგრამ როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ისიც კი, რაც გუშინ შეუცვლელად ითვლებოდა, დღეს შეიძლება ზედმეტი გახდეს.

სამართლიანობისთვის უნდა დავაზუსტოთ, რომ თავად ხელის მუხრუჭი არსად წავა, მაგრამ მისი გარეგნობა სერიოზულ ცვლილებებს განიცდის. ამრიგად, ვარაუდობენ, რომ მექანიკური ძრავის ადგილს ელექტროძრავი დაიკავებს. სავარძლებს შორის მოთავსებულ ჩვეულებრივ მუხრუჭს კი ღილაკი ჩაანაცვლებს.

5. გასაღები

სინამდვილეში, მანქანის დასაქოქი გასაღები უკვე თანდათანობით წყვეტს მნიშვნელოვანი როლის თამაშს, რაც მანამდე ჰქონდა. ძალიან მალე, იგი დამატებითი მნიშვნელობის შესრულებას დაიწყებს და მას მხოლოდ საგანგებო შემთხვევებში გამოვიყენებთ.ხოლო ყოველდღიურ ცხოვრებაში, მის ნაცვლად მანქანას ღილაკით ან აპლიკაციის საშუალებით უკაბელო წვდომით დავქოქავთ.

6. მექანიკური ღილაკები

ამ შემთხვევაში, ღილაკები შეიცვლება სენსორული ეკრანებით. უკვე დღეს ბაზარზე შეგიძლიათ იპოვოთ მოდელები, სადაც პანელები ნაწილობრივ სენსორულია, და მალე ყველა ღილაკს სენსორი ჩაანაცვლებს.

7. ანალოგიური მოწყობილობები

ტენდენციის კიდევ ერთი მაგალითია “პროგრესი პროგრესის გულისთვის”. ვერ ვიტყვით, რომ ანალოგიური მოწყობილობების დაფა ციფრულზე ბევრად ცუდია, რომელიც უფრო და უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს ავტომობილების მწარმოებლებისგან, თუმცა ამ უკანასკნელის ღირებულება გაცილებით დაბალია. გარდა ამისა, ისინი გამოსაყენებლად უფრო მოსახერხებელია და შეუძლიათ მფლობელის მოთხოვნილებებს პერსონალურად მოერგონ. ამიტომ, სულ მალე ანალოგიური პანელები მთლიანად გაქრება მანქანის სალონებიდან.