მსოფლიოს ყველაზე ორიგინალური სახლები. რომელში იცხოვრებდით თქვენ?

უპატარესი სახლი, ჩეხეთის რესპუბლიკა

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პატარა სახლი პრაღაში მდებარეობს. მისი ფასადი 2.25 მეტრის სიგანისაა. ეს სახლი 2 ჩვეულებრივ შენობას შორის იქნა აშენებული მეცხრამეტე საუკუნეში და მისი ისტორიის განმავლობაში აქ ხელოვნების სტუდია და ბარიც კი მდებარეობდა. ახლა ამ სახლს შესასვლელად იყენებენ.

მოსიარულე სახლი

ეს კრეატიული მოსიარულე სახლი 1200 კილოს იწონის. მას სწრაფად სიარული არ უყვარს და მისი მაქსიმალური სიჩქარე 60 კმ/ს გახლავთ. ამ სახლს ენერგიით ქარის და მზის ენერგია ამარაგებს, თუმცა მის შიგნით შეშის მწველი ღუმელიცაა მოთავსებული ამ მიზნით.

მისტიკური სახლი შოტლანდიაში

შოტლანდიაში, სოფელი ლაირგის მახლობლად ეს მისტიკური სახლი მდებარეობს. პოპულარული კომიქსების მიხედვით ამ სახლში დიდი ოჯახი ცხოვრობს, თუმცა ამის გადამოწმება არავის შეუძლია. მის ირგვლივ წყლის დონემ 10 მეტრით მოიმატა 1950 წელს, როდესაც ჰიდროელექტრო სადგური იქნა აშენებული.

მაცივარი-სახლი

ამ სახლს უბრალოდ მიწაში ჩადება სჭირდება. იგი როგორც წესი იდეალური ადგილია საკვებისა და ღვინის შესანახად, თუმცა ექსტრემალურ შემთხვევებში იგი იდეალურ ბუნკერადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ.

დასაკეცი სახლები, ნიდერლანდები

ეს ორიგინალური მინი-სახლები საკმაოდ დაუჯერებელი დიზაინითაა აგებული. მათი აწყობა სულ რაღაც ერთ დღეშია შესაძლებელი. მათში მოთავსებულია სამზარეულო, მისაღები ოთახი და საძინებელი. დასაკეც სახლებს ასევე კომფორტული აივანიც კი აქვთ და ყიდვისას ავეჯიც მოყვებათ ბონუსად.

ჰოტელი თვითმფრინავში, კოსტა-რიკა

Boeing 1965 ჟანგიანი და გამოუსადეგარი თვითმფრინავის ნარჩენს წარმოადგენდა მაშინ, როდესაც ბიზნესმენებმა მისი განახლება გადაწყვიტეს. იგი ლამაზი ტბის მახლობლად დადგეს და დიზაინერების დახმარებით მისი შიგთავსი ულამაზეს ჰოტელად გადააკეთეს. აქ თქვენი ხასიათი მართლაც გამოგისწორდებათ.

ყველაზე პატარა სახლი ბრიტანეთში

ეს სახლი გინესის რეკორდების წიგნშია შესული. მისი ფართობი ჯამში 5.49 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ამ შენობაში ხალხი 16 საუკუნიდან 1900 წლამდე ცხოვრობდა. მისი ბოლო მაცხოვრებელი მეთევზე რობერტ ჯონსი გახლდათ, თუმცა მას სხვაგან გადასვლა მოუწია ზედმეტად დაბალი ჭერის გამო. დღესდღეისობით ეს სახლი მუზეუმადაა გადაკეთებული, რომელსაც ჯონსის შთამომავლები განაგებენ.