მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ტორტი ინგლისში დამზადდა და იგი პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ადამიანს ჰგავს

თუკი გახსოვთ ულამაზესი საქორწილო ტორტი დუბაიდან, რომელიც 1 მილიონი დოლარი დაჯდა, მაშინ მისი ავტორი დების ახალი ქმნილებაც მოგეწონებათ. ორიგინალურ ავტორსა და დიზაინერს იუბილარი გოგონას ფოტო აჩვენეს, რომლის სახეც და ტანიც ძალიან გავდა კიმ კარდაშიანს. სწორედ ამიტომ დაამზადა მან ნამცხვარი, რომელიც იუბილარსაც და კარდაშიანსაც გავს ერთდროულად. დებიმ სხვადასხვა ტკბილეულთან ერთად ჯამში 6 კილო შოკოლადი და 15 კილო კრემი გამოიყენა.

ეს გენიალური ქმნილება დების საქორწინო ტორტის მსგავსად გოგონას სიმაღლისაა და ფაქტობრივად იუბილარისა და კიმ კარდაშიანის რეპლიკას წარმოადგენს. შავი კრემის სამოსი კი იმ კაბას გავს, რომელიც ვარსკვლავს 2017 წელს ეცვა წითელ ხალიჩაზე გამოჩენისას.

სახის ნაწილი 3D პრინტერის საშუალებით იქნა შექმნილი და მას კიმის სახისგან მხოლოდ ყბის ფორმა განასხვავებს. ამ ნამცხვრის შეფასებისას აუცილებლად უნდა დააფასოთ ისეთი პატარა დეტალებიც, როგორიცაა ფრჩხილების ლაქი, მაკიაჟი და შაქრით შექმნილი წამწამებიც კი. სხვათაშორის მთელი ფიგურა იჭმევა, ბრილიანტის ყელსაბამის გარდა.

სწორედ ბრილიანტების გამო გამოვიდა ტორტი ასეთი ძვირი. დების მიერ დამზადებული ნამცხვრების რეკორდული ფასი აქამდე 1.2 მილიონი დოლარი იყო. ამ შემთხვევაში დიზაინერმა 10 დღე დახარჯა ამ ნამცხვრის დასამზადებლად.

ასე გამოიყურებიან ნამცხვარი და მისი ავტორი დები ერთად. კიმიც და მისი კლონი იუბილარი გოგონაც საკმაოდ ამაყები არიან, რის გამოც დები მაქსიმალურად ცდილობდა ყველა მათი ასპექტი იდეალურად წარმოეჩინა. საბედნიეროდ კლიენტი კმაყოფილი დარჩა მისი ნამუშევრით.

დები აღიარებს, რომ იგი დიდი სიხარულით დაამზადებს კიმისა და მისი ყველა დის ნამცხვრის ფიგურას. თანაც რაც მთავარია, ამ სურვილის ასრულება მართლაც შესაძლებელია, რადგან ბრიტანელი დიზაინერი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს.