როგორ განვაახლოთ და გავალამახოთ სახლი ფლორარიუმების გამოყენებით

შუშის კონტეინერის არჩევა

თქვენ დაგჭირდებათ საკმარისად ღრმა კონტეინერი იმისათვის, რომ მან მცენარის ფესვები დაიტიოს. შეგიძლიათ გამოიყენოთ ძველი შუშის ჯამი ან სპეციალურაც ყვავილების გასაზრდელად შექმნილი შუშის კონტეინერები.

შუშის კონტეინერებათ შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩაიდნები, ლამფები, ღვინის ჭიქები, შუშის ბოთლები, ქიმიკატების ჭურჭელი და აკვარიუმებიც კი.

ყვავილების არჩევა

ტერარიუმის მოსაწყობად თითქმის ყველა ყვავილის გამოყენება შეგიძლიათ. თუმცა, უმჯობესია აირჩიოთ ისეთი მცენარეები, რომლებიც ერთმანეთს თვისებებით გვანან. მაგალითად ერთმანეთის გვერდით იდეალურად იზრდებიან გვიმრები და კაკტუსები. ასევე ტერარიუმისთვის შესაფერისი იდეალური ყვავილებია:

ტერარიუმის მოსაწყობად საჭირო ნებისმიერ აქსესუარს ან პროდუქტს თავისუფლად შეიძენთ ნებისმიერ ყვავილების ცენტრში ან მაღაზიაში.

  • სანიადაგე მიწა – ტერარიუმისთვის სჯობს აირჩიოთ ღია მიწა, რომელიც უმჯობესია თუ ხავსით გაჯერებული იქნება.
  • კენჭები და ხრეში – ორივე სახის ქვები კარგ სადრენაჟე სისტემას შექმნის ტერარიუმის ძირზე დალაგების მეშვეობით. თანაც მათ შეუძლიათ ლამაზი შესახედაობა მისცენ ტერარიუმს ზედაპირზე მოთავსების შემთხვევაში.
  • აქტივირებული ნახშირი – თუკი ისეთ კონტეინერს იყენებთ, რომელსაც ძირზე ნახვრეტები არ აქვს, მაშინ ჯობს ძირი დაფაროთ ასეთი ნახშირით.
  • ასევე თაგჭირდებათ ხელთათმანები, სარწყავი ჭურჭელი და დეკორაციები, რომლების სახითაც შეგიძლიათ გამოიყენოთ მინიატურული ფიგურები, ნიჟარები და აკვარიუმის სხვა აქსესუარები.

ტერარიუმის დარგვა

  • გაწმინდეთ შუშის კონტეინერი.
  • დაფარეთ კონტეინერის ძირი კენჭებით და ხრეშით და დაუმატეთ ასევე აქტივირებული ნახშირი. ამ მასით უნდა მიიღოთ დაახლოებით 2.5 სანტიმეტრის სისქის საშრობი ნიადაგი.
    დაუმატეთ ხავსი ზედმეტი წყლის შესაწოვად.
  • ყვავილების და მცენარეების ტიპის მიხედვით დაგჭირდებათ დაახლოებით 5-8 სანტიმეტრის სიღრმის მიწის ჩაყრა.
  • ჩარგეთ ყვავილები წინასწარ ამოთხრილ ხვრელებში. ამ მოქმედებამდე უნდა მოაშოროთ მათ ფესვებს ზედ მიკრული ზედმეტი მიწა.
  • დაუმატეთ ტერარიუმს სასურველი დეკორაციები ზემოდან.
    მორწყეთ ყვავილები მცირეოდენი წყალით, საჭირო ტენიანობის მისაღებად.

მოვლა

თუკი თქვენი ტერარიუმი ღიაა, მორწყეთ ყვავილები სისტემატიურად. დახურულ კონტეინერებში ყვავილები მორწყვას არ საჭიროებენ, თუმცა ღია ტერარიუმის მცენარეები ყოველ 1-2 კვირაში ერთხელ უნდა მორწყათ. კაკტუსის ტიპის მცენარეების მორწყვა თვეში ერთხელ საკმარისია.

შეუნარჩუნეთ მცენარეებს სიჯანსაღე. როგორც კი შეამჩნევთ სარეველებს, ობს ან გაფუჭებულ ყვავილებს, მოაშორეთ ისინი ტერარიუმს მაშინვე. ყვავილებს ასევე უნდა მოაშოროთ დამჭკნარი ფოთლებიც.

თუკი თქვენი კონტეინერი დახურულია, მაშინ დროდადრო კარგი იქნება თუ მას გაანიავებთ. სუფთა ჰაერი ყვავილებისთვის საკმაოდ სასარგებლოა და ეს ასევე მათ დაობებასაც უშლის ხელს.