შესანიშნავი სურნელი სახლში: როგორ დავამზადოთ სურნელოვანი არომატიზატორი ხელმისაწვდომი ინგრედიენტებით

1. აავსეთ ბოთლი წყლით და დაუმატეთ მას რამდენიმე წვეთი სურნელოვანი ზეთი. კარგად აურიეთ სითხის გასხმამდე. ჩაატარეთ ექსპერიმენტები სხვადასხვანაირი სურნელოვანი ზეთებით თქვენი ფავორიტი სურნელის პოვნამდე. გამოიყენეთ განსხვავებული ვარიანტები სხვადასხვა ოთახში. ძილის ეფექტის მომტანი ლავანდრის სურნელი საძინებლისთვის იდეალურია, ხოლო მისაღებ ოთახს მანდარინი მოუხდება.

2. დაივიწყეთ ხელოვნური და ქიმიური ჰაერის გამწმენდავები და გააუმჯობესეთ სააბაზანოს სურნელი თქვენ მიერ მომზადებული ბუნებრივი ჰაერის გამწმენდით. ჩაალბეთ ბამბის ჯოხი სასურველ სურნელოვან ზეთში და მიამაგრეთ უნიტაზის შიდა მხარეს.

3. მაღაზიაში ნაყიდი ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი პოტენციურად მავნებელ ინგრედიენტებს შეიცავს, ამიტომაც სახლში დამზადებული ზეთისხილის ზეთის სანთლებისთვის რამდენიმე ნატურალური სურნელოვანი ზეთის წვეთის დამატება ფულსაც დაგაზოგინებთ და თქვენ ჯანმრთელობასაც დაიცავს. მის დასამზადებლად უბრალოდ ქილა, პატრუქი და ქაღალდის სამაგრი დაგჭირდებათ.

4. დაუმატეთ ფავორიტი სურნელოვანი ზეთის რამდენიმე წვეთი გირჩებით სავსე ვაზას. ისინი სურნელის იდეალური გადამტანები არიან და სახლში საუკეთესო ნატურალური დეკორაციის როლს შეასრულებენ.

მიანიჭეთ ყვავილებს ახალი სიცოცხლე

ძველი ბუკეტების გადაყრის ნაცვლათ, ისინი შეგიძლიათ სურნელოვანი ვაზის შესაქმნელად გამოიყენოთ. მოათავსეთ სინზე ფოთლები და შედგით ღუმელში 95 გრადუსზე. სურნელის გამრავალფეროვნებისთვის შეგიძლიათ მათ დაუმატოთ ციტრუსის ნაჭრებიც. დაუმატეთ მათ 10-15 წვეთი თქვენი ფავორიტი სურნელოვანი ზეთი და დატოვეთ ღუმელში 2 საათით. ამის შემდეგ მიღებული მასა გადაიტანეთ ლამაზ ჯამში ან გაახვიეთ რბილ ნაჭერში უჯრებში ან ყუთში ჩასადებად, მათთვის უკეთესი სურნელის მინიჭების მიზნით.

გამოცხობის დროა

ახლად გამომცხვარი გემრიელი პურის არომატს ბევრი მიიჩნევს კომფორტის სურნელად. გამოკვლევებმა ისიც კი აჩვენა, რომ ახალი პურის სურნელი ადამიანებში სიკეთისა და ალტრუისტული თვისებების გაღვიძებასაც კი იწვევს. სწორედ ასეთი მნიშვნელოვანი მიზეზი გაქვთ იმისათვის, რომ ახლავე შეუდგეთ ცხობის პროცესს.

არ დაგავიწყდეთ ხალიჩები

იცოდით, რომ ხალიჩები ყველაზე მივიწყებული ქსოვილებია, რომლებიც შეიძლება ძალიან მიუღებელ სურნელებს ინახავდნენ. თუმცა, მათი გაჯანსაღებისათვის ძალიან მარტივი ხერხის გამოყენება შეგიძლიათ. აურიეთ ერთმანეთში საცხობი სოდა და 1 კოვზი დაფქვილი დარიჩინი, შემდეგ კი მიღებული მასა გადაუსვით ხალიჩას თანაბრად. დატოვეთ ეს ნაზავი 15 წუთის განმავლობაში ხალიჩის ზედაპირზე და შემდეგ უბრალოდ მტვერსასრუტით გაწმინდეთ.