
როდ როდი და მისი საცოლე ლიზა კინატერი სახლების განახლებით არიან დაკავებულები. მათი კომპანიის მთავარი საქმიანობა ძველი და ორიგინალური შენობებისთვის ახალი შარმის მინიჭებაა. როდესაც ისინი ძალიან ძველი მაღაზიის შენობას წააწყდნენ, მათ საკმაოდ კრეატიული იდეა მოუვიდათ თავში.
ლუიზიანაში ეს მაღაზია და თვითონ მისი შენობაც კი საკმაოდ ლეგენდარულ სახელს ატარებს. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს როდმა და ლიზამ მისი შეძენა მაშინვე, როგორც კი მას წააწყდნენ. წყვილმა 5,320 კ/მ ფართობის მქონე შენობა 50 ათას დოლარად იყიდა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყეს მათ ამ ორიგინალური ლოკაციის განახლებაზე მუშაობა და საერთო ჯამში 400 ათას დოლარზე მეტი დახარჯეს რენოვაციის პროცესში. განახლების დროს მათ ასევე შეძლეს ძველი დეტალების შენარჩუნებაც, რომელიც ახალი სახლის ასაშენებლად იქნა გამოყენებული. მონდომებული წყვილი მზად იყო ნებისმიერი რაოდენობის თანხა დაეხარჯა იმისათვის, რომ ამ შენობის ნამდვილი არსი და ხასიათი შეენარჩუნებინა ისტორიისთვის.
როდმა და ლიზამ შეძლეს გადაერჩინათ და მშენებლობის პროცესში გამოეყენებინათ შენობის დეტალები საძინებლიდან, მაღაზიის მთავარი დარბაზიდან და ოფისის ოთახიდან. მაღაზიის ორიგინალი თაროების მასალა მათ კარებების და ფანჯრების ჩარჩოდ გამოიყენეს. ძველი ბარის ზედაპირის წყალობით მათ ორიგინალური სამზარეულოს ავეჯი დაამზადეს. მათ ასევე შეძლეს ძველი კიბის შენარჩუნებაც, რომელიც სხვენში ასასვლელად გამოიყენება.
სამი საძინებლისა და სამი სააბაზანოს მქონე სახლი იდეალურად გამოიყურება. მისი დათვალიერებისას ვერც კი გაიფიქრებთ იმას, რომ ეს შენობა დეკადების განმავლობაში იდგა უპატრონოდ. ამ სახლში ასევე ნახავთ მართლაც გასაოცარი ატმოსფეროს მქონე საკითხავ ოთახს, რომელიც ყოფილი სხვენის ადგილასაა მოწყობილი და მისი ფანჯრებიდან თვალწარმტაცი ხედი მოჩანს.
წყვილმა ჯერჯერობით არ იცის, თუ რამდენ ხანს იცხოვრებენ ამ სახლში, რადგან ასეთი ძვირფასი ფუფუნება მათთვის ჩვეულებრივ რამეს არ წარმოადგენს. მათი განცხადებით ეს შენობა შესაძლოა სასტუმროდ გადააკეთონ მომავალში, თუმცა ამჟამად მასში ცხოვრებით ტკბებიან.