მზესუმზირის ზეთს თუ ასე გამოიყენებთ, საყოფაცხოვრებო პრობლემებს თავს დააღწევთ

რთულია წარმოვიდგინოთ სამზარეულო, სადაც მზესუმზირის ზეთი არაა. ჩვენს კულტურაში ის მცენარეული ცხიმის ძირითადო წყაროა. მაგრამ მისი სარგებელი მხოლოდ ამაში არ მდგომარეობს. როგორ გამოვიყენოთ ის სამზარეულოს მიღმა?

  1. გაპრიალება

ახლა, როცა ავტომობილის სალონის მოპრიალების ბევრი საშუალება არსებობს, ძველებურ მეთოდებზე აღარავინ ფიქრობს. მაგრამ, თუ სალონში პლასტიკური დეტალების მწყობრში მოყვანა გიწევთ და სპეციალური საშუალება არ გაქვთ, ჩვეულებრივი მზესუმზირის ზეთი დაგეხმარებათ. დაასხით რამდენიმე წვეთი კონკრეტულ დეტალს და სუფთა ტილოთი მოწმინდეთ. აცალეთ რამდენიმე წუთი და ისევ დაასველეთ ახალი სუფთა ტილოთი. მიაქციეთ ყურადღება დოზას – მხოლოდ რამდენიმე წვეთი თითეულ დეტალზე.

  1. საღებავი ქსოვილზე

ტანსაცმლიდან საღებავის ლაქის მოშორება ძლიერ საშუალებებსაც უჭირთ. მაგრამ, თ ზომებს დროულად მიიღებთ, პრობლემას ზეთით გადაჭრით. მოასხით ის ლაქას, დატოვეთ 10-15 წთ და შემდეგ საგულდაგულოდ გარეცხეთ ჭურჭლის სარეცხი საშუალებით. დასვრის შემდეგ ეს სწრაფად უნდა გააკეთოთ, რომ საღებავი ღრმად არ ჩაჯდეს.

  1. საღეჭი რეზინი

ფეხსაცმლის ძირზე საღეჭი რეზინი აღმოაჩინეთ? არ იდარდოთ. წაუსვით მას ზეთი, დატოვეთ 15-20 წთ და გადაფხიკეთ. ასე მოაშორებთ საღეჭ რეზინას სკამსაც, მაგიდასაც და სხვა ზედაპირსაც.

  1. ნატურალური გამაპრიალებელი

თუ ქიმიურ ნივთიერებებს ნატურალურ საშუალებებს ამჯობინებთ, გამაპრიალებელი სახლში მოამზადეთ. მისი გაკეთება მარტივია: აურიეთ თანაბარი პროპორციით მზესუმზირის ზეთი და ლიმნის წვენი. გამოყენებამდე შეანჯღრიეთ და ავეჯზე ცოტაოდენი დაიტანეთ.

  1. წებოვანი ჭურჭელი

თაფლი, მდოგვი, მურაბა – მსგავსი პროდუქტების თეფშიდან მოშორება ადვილი არაა. თუმცა, ალტერნატიული ხერხით, პროცესს დააჩქარებთ. დაასხით ჭუჭყიან ჭურჭელს რამდენიმე წვეთი მზესუმზირის ზეთი, თანაბრად გაანაწილეთ და დატოვეთ რამდენიმე წუთი. შემდეგ გარეცხეთ.

  1. სუნი ნიჟარაში

ხანდახან, სახლში რამდენიმე დღე არყოფნის შემდეგ, ნიჟარაში არასასიამოვნო სუნი ჩნდება. იქამდე, სანამ სახლს დატოვებთ, ჩაასხით მასში პატარა ჭიქით ზეთი. ის წყალს გამოშრობის საშუალებას არ მისცემს.

  1. ჭიანჭველებისგან დაცვა

იმისთვის, რომ მწერებისგან დაჭიანჭველებისგან დაისვენოთ, რომლებიც პროდუქტებს ესხმიან თავს, წაუსვით მათ მზესუმზირის ზეთი თხლად. ის დაიცავს საკვებს და ჭურჭელს.

  1. ტყავის მოვლა

დროდადრო სავარძლების და დივნების ზედაპირებს ცოტაოდენი მზესუმზირის ზეთი წაუსვით, რათა გაწმინდოთ და დაატენიანოთ. ეს საშუალება შეგიძლიათ გამოიყენოთ ტყავის ქურთუკების, ჩანთების და ფეხსაცმლის შემთხვევაშიც. მაგრამ, რაოდენობას ნუ გადააჭარბებთ.

  1. სტიკერები

მზესუმზირის ზეთით მარტივად და სწრაფად მოაშორებთ სტიკერებს და ეტიკეტებს ნებისმიერ ზედაპირს. უბრალოდ წაუსვით ზეთი, დატოვეთ 10 წთ და შემდეგ ფრთხილად მოაშორეთ.

  1. ფეხსაცმლის გაჟღენთა

ზეთის მეშვეობით ტყავის ფეხსაცმელებს წყალგაუმტარს გახდით. კარგად უნდა დაამუშაოთ ფეხსაცმლის ზედაპირი მზესუმზირის ზეთით და სრულ გაშრობას დაელოდოთ.

  1. პირის ღრუს გასუფთავება

გსურთ რომ კბილები თეთრი და ლამაზი გქონდეთ? გამოივლეთ პირში ზეთი! გააკეთეთ ეს ყოველდღე 5-10 წუთით და გაწმინდეთ პირის ღრუ ბაქტერიებისგან, მიკროორგანიზმებისგან, ღრძილების ინფექციებისგან, არასასიამოვნო სუნისგან და კარიერისგან.

  1. ხელების აბაზანები

ხელების კანის გამოსაკვებად მზესუმზირის ზეთი ეფექტური საშუალებაა. ის აძლიერებს ფრჩხილებს და არბილებს ზედაპირს. ცივ და ქარიან ამინდებში დაიმზადეთ თბილი წყლის და რამდენიმე წვეთი ზეთის აბაზანა, რათა კანი დაამშვიდოთ. ასევე შეგიძლიათ გაიწმინდოთ მისით ხელები სანამ ბაღში სამუშაოდ გახვალთ.

  1. გაპარსვის საშუალება

თუ საპარსი ქაფი ან კრემი არ გაქვთ, ისარგებლეთ მზესუმზირის ზეთით. ის კანს დაზიანებებისგან იცავს და ატენიანებს. თუმცა, ამ პროცედურის შემდეგ ბრიტვის გადაგდება მოგიწევთ. ზოგადად ნუ გამოიყენებთ ამ ხერხს ხშირად.

  1. ელვა-შესაკრავი

გაჭედილ ელვას შეგიძლიათ ზეთით უშველოთ. წაუსვით ის ბამბით შესაკრავს და აიარეთ მთელ ელვაზე. ასე მისი მუშაობის ხარისხი გაუმჯობესდება.

  1. ბაღის ინსტრუმენტები

აგარაკების სეზონზე შეგიძლიათ სხვადასხვა ბაღის ინსტრუმენტს ცოტაოდენი მზესუმზირის ზეთი წაუსვათ. ეს მათ მუშაობას გააუმჯობესებს.