მარილის ლამპა ჩვეულებრივი ლამპარია კრისტალური ქვის მარილით, რომელიც შახტებში რამდენიმე მილიონი წლის მანძილზე იკვეთებოდა. ეს კრისტალიზაციის პროდუქტია ოკეანის მარილიანი წყლებიდან.

კრისტალური სტრუქტურის გადამუშავების დროს მარილი არ იშლება და მისი სასარგებლო თვისებები ნარჩუნდება. ის ბუნების საჩუქარია, რომელიც გვეხმარება გავუმკლავდეთ ნეგატივს ტექნიკური პროგრესის პერიოდში.

მიკროტალღული ღუმელები, ტელევიზორები, სხვადასხვა გაჯეტები, რომელთა გარეშეც ცხოვრებას ვერ წარმოვიდგენთ, ჰაერში იონებს გამოყოფენ, რომელთა მაღალი კონცენტრაციაც ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს. ამ შემთხვევაში დაგვეხმარება ქვის მარილი. ის სასწაულს ჩაიდენს, გაანეიტრალებს ელექტრომაგნიტური გამოსხივების მავნე ზეგავლენას და დაარეგულირებს მიკროკლიმატს შენობაში.

ამასთან, რადიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ქვის მარილს აქვს თვისება დადებითი ენერგია გამოყოს. ის დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ფსიქიკაზე და ძილის ხარისხზე.

6 მნიშვნელოვანი ფაქტორი – რატომ უნდა დავდგათ მარილის ლამპა:

  1. წმენდენ ჰაერს

მარილის ლამპა კლავს ბაქტერიებს და ტოქსიკურ ნივთიერებებს. ის ბინაში ბუნების ჰაერს ატრიალებს.

  1. ახდეს ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკას

ელექტროკვამლი, რომელიც მთელი დღე გარს გვახვევია, იმუნურ სისტემას ასუსტებს, სისხლის წნევას ზრდის და სხვადასხვა ტიპის კიბოს განვითარებას უწყობს ხელს. მარილის ლამპები კი მის საშიშ გამოსხივებას ებრძვიან.

ბევრი ადამიანი, რომელიც მათ იყენებს ქრონიკული თავის ტკივილისგან გათავისუფლდა.

  1. მავნე იონებს დადებითად აქცევს

ტექნიკისგან განსხვავებით მარილის განათება ზედიზედ რამდენიმე საათი მუშაობს და მარილის გამოქვაბულის ეფექტს ქმნის.

  1. აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას

მარილის ლამპები 84 სხვადასხვა მინერალს შეიცავენ, რომლებიც დადებითად მოქმედებენ განწყობაზე. ის არეგულირებს წყლის ბალანსს და აძლიერებს ძვლებს.

  1. გვავსებს ენერგიით

გვეცვლება ხასიათი, იხსნება გონება, იზრდება შრომისუნარიანობა და ყურადღება, ვხვდებით მშვიდი და ადეკვატურები. შფოთი და სტრესი გვცილდება, რაც ცხოვრებას ამარტივებს.

  1. რეგულირდება ძილი

მარილის ლამპა უმჯობესია საძინებელში დადგათ. ამ შემთხვევაში ღრმა და მშვიდი ძილი მოგიცავთ. რამდენიმე თვის შემდეგ ცხოვრებისეული ძალები მოგემატებათ.

ეს ვიდეო ყველა საიდუმლოს გაგიმხელთ მარილის განათების შესახებ.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი