როგორ გავწმინდოთ სარეცხი მანქანის ფხვნილის ჩასაყრელი უჯრა სარეცხი ფხვნილისა და ჭუჭყისგან

როდესაც სახლში დიდი ოჯახი ცხოვრობს, მათ ხშირად უწევთ ტანსაცმლის რეცხვა. ადრე თუ გვიან გაჩნდება კითხვა: როგორ გავწმინდოთ სარეცხი მანქანა? ჭუჭყის მოსაშორებლად მრავალი მეთოდი არსებობს და დღე სჩვენ სწორედ მათზე ვისაუბრებთ.

თუ ამჩნევთ, რომ სარეცხ მანქანაში გარეცხვის შემდეგ ნივთებზე ლაქები ჩნდება, სავარაუდოდ, ეს სარეცხი მანქანის დაჭუჭყიანებული უჯრის ბრალია. ალბათ გგონიათ, რომ რახან ამ უჯრაში წყალი მუდმივად ხდება, იგი ყოველთვის წმენდს ჭუჭყს. მაგრამ სინამდვილეში, მასში რეგულარულად გროვდება სარეცხი ფხვნილის ან კონდიციონერის ნადები.

ყოველი გარეცხვის შემდეგ უჯრა უნდა ამოიღოთ და კარგად გარეცხოთ. თუ მან დაბინძურება ჯერ ვერ მოასწრო, უბრალოდ ღიად დატოვეთ იგი, რათა გაშრეს და ვენტილირდეს. თუმცა, ძლიერი დაბინძურების შემთხვევაში, უფრო ეფექტური მეთოდების გამოყენებაა საჭირო.

როგორ გავწმინდოთ სარეცხი მანქანა

1. წყალბადის ზეჟანგი

წყალბადის ზეჟანგი პლასტმასის ბოთლში ჩაასხით. დაუმატეთ გახეხილი საპონი და სოდა. ბოთლი კარგად შეანჯღრიეთ, რომ საპონი გაიხსნას. უჯრა ავზში უნდა მოათავსოთ და საწმენდი ხსნარი ზედაპირზე წაუსვათ. პროცედურა ყოველ 5-10 წუთში გაიმეორეტ. ნახევარი საათის შემდეგ უჯრა სველი ღრუბელით გაწმინდეთ. განსაკუთრებით რთულ ადგილებში შეგიძლიათ ჯაგრისი გამოიყენოთ.

2. სოდა

აიღეთ ნახევარი ჭიქა სოდა და ამდენივე წყალი. კოვზით შეურიეთ ერთმანეთს. დაასხით ნაზავი უჯრაზე და 10 წუთით გააჩერეთ. შემდეგ ღრუბელით გაწმინდეთ და წყლით გაავლეთ.

3. სოდა და ძმარი

ამოიღეთ უჯრა სარეცხი მანქანიდან. დააყარეთ სოდა და ზემოდან ძმარი დაუმატეთ. ეს ნივთიერებები სწრაფად შევა რეაქციაში – ფრთხილად იმოქმედეთ, რათა დამწვრობა აიცილოთ თავიდან. შემდეგ კონტეინერის კედლები ჯაგრისით კარგად გახეხეთ.

4. ლიმონმჟავა

სარეცხი ფხვნილის უჯრაში 2-3 ს.კ. ლიმონმჟავა ჩაყარეთ. ჩართეთ მანქანა თვითგასუფთავების რეჟიმზე 60 გრადუსზე. ამ მეთოდის გამოყენების შემდეგ, რეცხვის შემდეგ მანქანაში მსუბუქი ლიმონის არომატი დარჩება. ეს სასიამოვნო ბონუსია.

5. ძმარი

ავზში ჩაასხით ერთი ლიტრი მდუღარე წყალი და 250 მლ 9%-იანი ძმარი. ამ ხსნარში მთელი ღამით გააჩერეთ სარეცხი მანქანის უჯრა. შემდეგ ჭუჭყი და ნადები ღრუბელით მოაშორეT.

ამ უბრალო, მაგრამ ეფექტური მეთოდების გარდა შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ სპეციალური ფხვნილები ან გელები. მათი შეძენა ნებისმიერ საყოფაცხოვრებო ქიმიის მაღაზიაშია შესაძლებელი. მაგრამ როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, მარტივი საშინაო საშუალებები სავსებით საკმარისია ამ დავალებასთან გასამკლავებლად. მთავარია ისინი სწორად გამოიყენოთ.

სარეცხი მანქანის უჯრას მანქანაში მუდმივი მოვლა სჭირდება. გარეცხეთ ჭურჭელი ცხელი წყლით და კარგად გააშრეთ ყოველი რეცხვის შემდეგ. უჯრას მაშინვე ნუ დახურავთ, დატოვეთ იგი ღია, სანამ ბოლომდე არ გაშრება. ამ რეკომენდაციებით სარეცხ მანქანას იდეალურ სისუფთავეს ძალიან მარტივად შეუნარჩუნებთ და იგი უფრო დიდხანს მოგემსახურებათ, ნივთები კი სისუფთავეს და პირვანდელ სახეს შეინარჩუნებს.