ამერიკელი მეხანძრეები მოსახლეობას მოუწოდებენ, დაძინებამდე საძინებლის კარი დახურონ. აი, რატომ

უსაფრთხოების ინსტიტუტის გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანების დაახლოებით 60% ძილის წინ საძინებლის კარს ღიად ტოვებს. ბევრმა არც კი იცის, თუ როგორი საშიში ფაქტია ეს. თანამედროვე მწარმოებლები სულ უფრო და უფრო ხშირად იყენებენ სინთეტიკურ მასალებს სახლის სხვადასხვა დეტალების დასამზადებლად. ეს შეეხება სახლის ნივთებსა და ავეჯსაც კი, რაც ხანძრის სწრაფად გავრცელებას უწყობს ხელს. ეს ფაქტორი ადამიანებს დაახლოებით 3 წუთს უტოვებს იმისათვის, რომ მათ ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამოსვლა შეძლონ.

კარის დახურვამ, შესაძლოა, ცეცხლის გავრცელების პროცესი შეანელოს, რის გამოც საძინებლის კარის დახურვის კამპანია ძალიან მნიშვნელოვანია. დახურული კარის დახმარებით მძინარე ადამიანზე უფრო ნაკლებად მოქმედებს დაგროვებული ბოლი. ეს ოთახში ჟანგბადის უფრო მაღალი დოზის შენარჩუნებას იწვევს და ამცირებს ტემპერატურას. სწორედ ამიტომ წამოიწყეს მეხანძრეებმა აღნიშნული კამპანია. მათ მიერ გამოთვლილი სტატისტიკის მიხედვით ამერიკელების მხოლოდ 29 პროცენტს სძინავს საძინებლის დახურული კარის ფონზე.

ხანძრის დროს დახურული კარების მქონე ოთახში ყოფნა ყველაზე უსაფრთხოა. მძინარე ადამიანებით სავსე სახლი საკმაოდ დიდი რისკის ქვეშ ექცევა ხანძრის გაჩენისას, რის გამოც ასეთი უსაფრთხოების რეგულაციების დაცვა ძალიან საჭიროა. გამოკვლევების მიხედვით ასევე დადგინდა, რომ 40 წლის წინანდელ სიტუაციასთან შედარებით თანამედროვე სამყაროში ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამოსვლის დრო მნიშვნელოვნად შემცირდა. ადრე ამისთვის 17 წუთი გქონდათ, თუმცა ახლა ეს დრო 3 წუთამდეა შემცირებული. ასეთი შედეგი სახლის შენებისა და მოწყობის დროს უფრო მეტი სინთეტიკის გამოყენების ბრალია.

ასე გამოიყურება ოთახი დახურული კარებით ხანძრის შემდეგ

ასე გამოიყურება ხანძრის შემდეგ ოთახი, რომლის კარიც ცეცხლის გაჩენის დროს ღიად იყო დატოვებული.

ამ ინფორმაციის გავრცელება საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ბევრი ადამიანი ტოვებს ძილის წინ კარს ღიას, რადგან სჯერად რომ ასე უფრო უსაფრთხოდ არიან. ამ მითის გაქარწყლებამ შესაძლოა უამრავი სიცოცხლე გადაარჩინოს.

კარების დახურვასთან ერთად ასევე შეამოწმეთ სახანძრო განგაშის აპარატები და მათი ელემენტების დონე. ასევე დარწმუნდით, რომ საგანგებო სიტუაციაში მოქმედების სათანადო გეგმა გაქვთ შემუშავებული ოჯახთან ერთად.