ეტიკეტის 8 წესი, რომელიც ყველა სტუმარმა უნდა დაიცვას

წესი #1: მიიტანეთ საჩუქარი

არასდროს მიხვიდეთ სტუმრად საჩუქრის გარეშე. არაა აუცილებელი, რომ საჩუქარი რაიმე ძვირფასი იყოს – ყვავილები, ღვინო ან შოკოლადიც საკმაოდ კარგი ვარიანტია. უბრალოდ საჩუქრის მიტანა არ უნდა დაგავიწყდეთ, რადგან მისი დახმარებით მასპინძელს დაანახებთ, რომ მათ აფასებთ.

წესი #2: ნუ გაბრაზდებით

როდესაც სტუმრად იმყოფებით, მიყევით დინებას. აუცილებლად გააგებინეთ მასპინძელს ის, რომ მას არ სჭირდება მთელი პერიოდის განმავლობაში თქვენს გვერდით ყოფნა და თქვენი გართობა.

წესი #3: მიეცით სივრცე მასპინძელს

მასპინძლები ხშირად ფიქრობენ, რომ სტუმრის მიღებისას მათზე ზრუნვა ევალებათ. თუმცა, მათ უნდა დაანახოთ, რომ თქვენი თავის მიხედვის პრობლემა არ გაქვთ და მათ შეუძლიათ სხვა სტუმრებსა თუ გეგმებზე იფიქრონ.

წესი #4: დაპატიჟეთ მასპინძელი ვახშამზე

ხშირად თქვენი მასპინძლის მიმართ პატივისცემის გამოხატვა მათი ვახშამზე დაპატიჟებით შეგიძლიათ. თუკი უკვე დაგეგმილი გაქვთ ვახშამზე ერთად წასვლა, მაშინ იზრუნეთ საფასურის გადახდაზე.

წესი #5: აცნობეთ მასპინძელს თქვენი გრაფიკის შესახებ

თუკი თქვენ და თქვენი მასპინძელი დროის განცალკევებით გატარებას აპირებთ, აუცილებლად გააგებინეთ მას თქვენი გეგმები. აუცილებელია, რომ მან იცოდეს როდის აპირებთ სახლის დატოვებასა და უკან დაბრუნებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თქვენი გასაღები არ გაქვთ. თქვენი მასპინძელის საქმის ყურში ჩაყენება საკმაოდ ადვილია და ამას სახლიდან გასვლის წინ პატარა წერილის დატოვებითაც კი მარტივად მოახერხებთ.

წესი #6: იყავით სოციალური თქვენს მასპინძელთან

თქვენ მას საკმარისი სივრცე უნდა მისცეთ, თუმცა ერთად ყოფნისას ასევე არ უნდა დაივიწყოთ სათანადო სოციალურობის ნორმების დაცვაც. ეს ნიშნავს საკუთარი ტელეფონისა თუ კომპიუტერის გვერდით გადადებას და მათთან დროის გატარებისას დიალოგსა თუ მათ მოსმენაზე კონცენტრირებას. ეს მათ ახსნის გარეშე დაანახებს იმას, თუ რამდენად აფასებთ თქვენს მასპინძელს.

წესი #7: შესთავაზეთ დალაგებაში დახმარება

ვინმესთა ერთად დარჩენისას აუცილებელია მათ შესთავაზოთ დალაგებაში დახმარება – იქნება ეს სარეცხის გარეცხვა, ლოგინის ალაგება თუ უბრალოდ ჭურჭლის გარეცხვა ვახშმის შემდეგ. ამით თქვენს მასპინძელს ძალიან გაუადვილებთ საქმეს. თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ ყველა ადამიანს განსხვავებული დამოკიდებულება აქვს ამ საკითხის მიმართ. ამიტომ თქვენს მასპინძელს შეიძლება სულაც არ სურდეს თქვენი მონაწილეობა მსგავს საკითხში, რის გამოც მათთვის სურპრიზის გაკეთება დალაგების სახით კარგი აზრი არ გახლავთ. ამის მაგივრად უბრალოდ შესთავაზეთ მათ დახმარება მაშინ, როდესაც დალაგებას დაიწყებენ.

წესი #8: გადაუხადეთ მადლობა

უნდა გახსოვდეთ, რომ არავინაა ვალდებული მათ სახლში დარჩენით გცეთ პატივი. ყოველთვის დააფასეთ თქვენი მასპინძელი და ღიად აგრძნობინეთ და უთხარით მას, რომ მადლიერი ხართ მათი დახმარების. აუცილებლად გადაუხადეთ მათ მადლობა პირადად და დაუტოვეთ სასიამოვნო წერილი წასვლის წინაც. ნუ გააკეთებთ ამას ესემესის ან დარეკვის სახით – მადლობა ამაზე გულისხმიერი უნდა იყოს.