
ჟაკლინ კენედი უამრავ ადამიანს უყვარდა, რისი ერთ-ერთი მიზეზიც მისი საკმაოდ გამორჩეული გემოვნება გახლდათ. სწორედ ამას ამტკიცებს მისი საგვარეულო სახლიც, რომელშიც იგი მისი ქმრის გარდაცვალების შემდეგ ცხოვრობდა. აღნიშნული შენობა ოკეანის პირას მდებარე სასახლეს წარმოადგენს, რომელიც კუნძულ მართას ვაინიარდზეა განთავსებული.
სახლის დიზაინი არქიტექტორ ჰიუ ნიუელ ჯაკობსენს ეკუთვნის. ჟაკლინს ეს სახლი ძალიან უყვარდა, რადგან გრძნობდა რომ მასში ცხოვრებისას შეეძლო მუდამ ბუნების ეპიცენტრში ყოფილიყო. სამწუხაროდ იგი 1994 წელს გარდაიცვალა, ხოლო მისი შვილი ჯონი 1999 წელს. მისმა ქალიშვილმა კაროლინმა მეუღლესთან ერთად აღნიშნული საცხოვრებელი გაარემონტა და რამდენიმე დეტალიც შემატა მას. სწორედ მისი ოჯახი ცხოვრობდა ამ სახლში მრავალი წლის განმავლობაში, თუმცა ახლახანს მან სახლის გაყიდვა გადაწყვიტა. ცნობილი ქონების ფასი 65 მილიონი დოლარია.
მართლაც შესანიშნავი ქონება კლდის პირას, ტბასთანაა განთავსებული. ჟაკლინისთვის ხედი ოკეანეზე აუცილებელი პირობა გახლდათ და შესაბამისად იგი უდიდეს სიამოვნებას იღებდა ამ სახლში ცხოვრებით. ამ ქონების ტერიტორია 340 ჰექტარს ითვლის, რომელზე მდებარე შენობაც 1981 წელს იქნა აშენებული. სახლი წლებთან ერთად სულ უფრო და უფრო ლამაზ ვიზუალს იძენდა, რადგან მას ყველა თაობის წარმომადგენლები იდეალურად უვლიდნენ. მათ დედის მსგავსად ეს სახლი ძალიან უყვარდათ.
განახლებების შედეგად სახლის ფართო საკმაოდ გაიზარდა და ახლა ჯამში 6,456 კვადრატულ მეტრს შეადგენს. მას 5 საძინებელი და 5 სააბაზანო აქვს. იგი მართლაც შეეფერება პირველი ლედის ოჯახს. ამ სახლში ასევე შეხვდებით შესანიშნავ მისაღებ ოთახსა და სასადილო ოთახს, ასევე ოჯახურ მისაღებს, ბიბლიოთეკას და შეფის სამზარეულოს. აქ თითქმის ყველა ოთახი დაჯილდოვებულია ოკეანის ხედით.
აქ ასევე შეხვდებით დამატებით საძინებლებს და ოფისებს. მთავარ საძინებელს საკუთარი გარდერობის ოთახი გააჩნია. სახლთან არსებულ სტუმრების მისაღებ შენობასაც ასევე შესანიშნავი არქიტექტურული ღირებულებები გააჩნია. იგი მოიცავს 4 საძინებელს, 3 სააბაზანოს, სამზარეულოს და მისაღებ ოთახს.