
ლონგნეკერების ოჯახს ყოველთვის სურდა მოგზაურობა, თუმცა მშობლები ეშლი და ჯონათანი ბოლომდე დარწმუნებულები არ იყვნენ იმაში, თუ როგორ უნდა მოეხერხებინათ ეს. 4 შვილის ყოლის გამო მათთვის უცხო ლოკაციების მონახულება რთული იყო. თუმცა, 2015 წელს 36 წლის ეშლის საინტერესო აზრი გაუჩნდა. მან გადაწყვიტა, რომ ბავშვებისთვის ქვეყნის შესახებ უბრალოდ სწავლების მაგივრად, ასევე შეეძლო მთელი ქვეყანა მათთვის პირდაპირ ეჩვენებინა კიდეც. ჯონათანს ეს იდეა მაშინვე მოეწონა.
ოჯახმა 2700 კვადრატულ მეტრი ფართობის მქონე სახლი გაყიდა და 350 კვადრატულ მეტრის ფართობის მქონე ტრაილერი იყიდა. მათ საკუთარი ძველი ცხოვრება უკან მოიტოვეს და ბუნებაში სამოგზაუროდ გაეშურნენ. მოძრავ სახლში 1 წლიანი ცხოვრების შემდეგ მათ უფრო პატარა ტრაილერში გადასვლა სურდათ, რის გამოც შედარებით უფრო მცირე ზომის თანამედროვე ტრაილერი შეიძინეს ძველი სახლის ნაცვლად. მათ 1972 წელს გამოშვებული ორიგინალური ტრაილერის განახლებას რამდენიმე თვე დაახარჯეს და შემდეგ მისი დახმარებით განაგრძეს მოგზაურობა.
განახლებულ ტრაილერს მზის პანელები, ბიოლოგიური სააბაზანო, ზედმეტი ბარგის შესანახი ტანკერები და თანამედროვე ინტერიერი აქვს.
ეშლის და ჯონათანის საძინებელი ტრელიერის ერთ ბოლოში, ხოლო ბავშვების საძინებელი მეორე ბოლოში მდებარეობს. მშობლების საძინებელი ოთახი მაგიდის გაშლის შედეგად იდეალურ სასადილო ოთახად გადაიქცევა.
ისინი მაგიდას ხშირად არ შლიან, რადგან მათი ლოგინი იდეალური შესაკრები და დასასვენებელი სივრცეა ბავშვებისთვის.
ტრაილერის დანარჩენი სივრცე შთამბეჭდავ სამზარეულოს უკავია.
ტრაილერი მცირე ზომისაა, თუმცა იგი საკმაოდ მოხერხებულია. მას საკმარისი შესანახი სივრცე და მრავალი ორმაგი გამოყენების ასპექტი გააჩნია.
უკვე წლებია რაც მოგზაური ოჯახი საკუთარი ცხოვრების დეტალების შესახებ ინსტაგრამზე ათავსებს პოსტებს. მათი პროფილის გამომწერების რიცხვმა უკვე 20 ათასს მიაღწია.