აი, ასეთ საოცნებო სახლად აქცია ცოლ-ქმარმა მიტოვებული ფერმის შენობა

2009 წელს კატ სალივანი და მისი პარტნიორი ბრუკლინში ცხოვრობდნენ, თუმცა კრეატიული მუზის დაკმაყოფილების მიზნით მეთვრამეტე საუკუნის ფერმა შეიძინეს ვუდსტოკში, რომლის ფართობიც 16 ჰექტარს შეადგენს. ამ ფერმაში უამრავი რამ იყო გასაკეთებელი, თუმცა კატს მონდომება არ აკლდა იმისათვის, რომ ეს შენობა მის საოცნებო “ცისარტყელის სახლად” გადაექცია, ფსიქოდელიური ფერებითა და კაშკაშა ინტერიერით.

წყვილმა მიტოვებული ფერმის შენობა საკუთარი ხელებით, 1000 დოლარის ღირებულების საღებავითა და უზომო კრეატიული აზროვნებით მთლიანად შეცვალა. მათ მიერ შეტანილი ცვლილებების უმრავლესობა ბიუჯეტური შეზღუდვებით იყო გაკეთებული და გადამუშავებულ მასალებს მოიცავდა. თუმცა, მონდომებულმა ხელოვანებმა ეს სახლი იმდენად გააუმჯობესეს, რომ მასში შესვლისას თავი ზღაპარში გეგონებათ:

” ამ სახლში პირველი ღამის გატარებისას მთელი დრო გიჟებივით მწვანე ლინოლეუმის ზედაპირის აფხეკვას დავახარჯეთ. ამ პროცესში შვიდი ფენა ხელით შეღებილი ლინოლეუმი აღმოვაჩინეთ, მათ შორის გაზეთიც კ იყო ჩატანებული 1859 წლიდან ” აცხადებს კატი.

“ჯუნგლების ოთახში კატს მისი მოგზაურობის დროს შეგროვებული აქსესუარები აქვს წარმოდგენილი

ხელოვნების ოთახი უნიკალური ნახატებითა და მკაფიო ფერებითაა სავსე

სამზარეულო გარემონტებამდე და გარემონტების შემდეგ:

ამ ნიღბებს კატი ეკვადორში ყოველი ვიზიტისას აგროვებს, როდეასც ახალი წლის პერიოდში მიემგზავრება ამ მხარეში.

წყვილმა ბიბლიოთეკა განსატვირთ ოთახად აქცია შიგნით ჩაშენებული ბარით

ფერადი საძინებელი იდეალურ ხედს გთავაზობთ გარეთ არსებულ ტბის გარემოზე, რომელიც კუებითაა სავსე: