ამ სახლის ინტერიერი იმდენად საოცარია, რომ ფერიების მოწყობილი გეგონებათ

ეს უნიკალური ლოკაცია დეკადის განმავლობაში იძერწებოდა ადგილობრივი დიზაინერების მიერ. ბრწყინვალე რანჩო ქალაქი აშლანდის გვერდით, 700 ჰექტარზე გადაჭიმულ მიწის ნაკვეთზეა განთავსებული. თვითონ სახლი, რომელიც მოიცავს 2 საძინებელსა და 5 სააბაზანოს, მორთულია დრაკონის მოზაიკებით, სპილენძის სკულპტურებით და ხის ხელნაკეთი ხელოვნების ნიმუშებით.

ამ ქონების მშენებლობა 2 წლის წინ დასრულდა, თუმცა პატრონებმა მასში საცხოვრებლად გადასვლის ნაცვლად მისი გაყიდვა გადაწყვიტეს. ამ სახლის ფასი ამჟამად 7.6 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც შტატებში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ფასია გასაყიდად გამოტანილ სახლებს შორის. ქვემოთ მოცემული ფოტოები განახებთ, თუ რატომ იმსახურებს ასეთ შეფასებას ეს რანჩო.

საოცარი ხედი

ეს საოცარი რანჩო ასობით ჰექტარის სიგრძეზე გადაჭიმული ულამაზესი ბუნების წიაღში მდებარეობს. ამ ხეებსა და მთებს ფაქტიურად არავინ ეხება. წარმოიდგინეთ როგორი შეგრძნებაა ასეთი ხედის ფონზე გაღვიძება.

თვითონ სახლის ფართობი 825 კვადრატულ მეტრს შეადგენს. მისი დიზაინერების თქმით ამ სახლის ინტერიერი შეიქმნა მის ირგვლივ არსებული მიწების პატივისცემის გამოხატვის მიზნით.

აქ კარებებიც კი ბრაზილიური ხისგან დამზადებულ ხელნაკეთ სკულპტურებს წარმოადგენენ, რომლებიც რასსელ ბიიბიმ შექმნა. მან მუშაობისას გამოიყენა ორაგულის, კოიოტისა და არწივის ვიზუალები ამერიკის ნაციონალური თემატიკის შესაქმნელად.

გრანიტის იატაკის დანახვისას შეგექმნებათ ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს მდინარის ქვიშიან სანაპიროზე აღმოჩნდით.

სამზარეულო გრანიტისა და ხეებისგან შექმნილი კუნძულებით იწონებს თავს.

მისაღებ ოთახში ორი დრაკონის ულამაზეს მოზაიკას შეხვდებით.

აქ საძინებელიც კი ძალიან განსაკუთრებულია. აქედან იდეალურად ჩანს თვალისმომჭრელი შემოგარენი ხეების ფორმის მქონე ფანჯრებიდან.
იდეალური ხედი არც სააბაზანოს აკლია.

მთავარი საძინებლის აბაზანა ასევე მოიცავს საუნას, რომელშიც დასაჯდომად ხის ნატურალური სკამებია განთავსებული.

ეს კიბე მართლაც ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს.

სახლის სივრცე ასევე მოიცავს ბარბექიუს არესა და კერძო აუზს, რომლის გამოყენებაც მთელი წლის განმავლობაში შეგიძლიათ შუშის გადახურვის წყალობით.