სოდის გამოყენების 10 მეთოდი, რომლითაც სახლს იდეალურად დაალაგებთ

1. გაზქურის გაწმენდა

უბრალოდ მოაბნიეთ სოდა გაზქურის ნებისმიერი სახის ზედაპირზე, შემდეგ კი მოზილეთ ადგილზევე თბილი, საპნიანი ნაჭრით პასტის მისაღებად. დააცადეთ მას ზედაპირზე ყოფნა, შემდეგ კი ჩამოწმინდეთ თბილი წყლით.

2. აბაზანის/ფილების გაწმენდა

უბრალოდ შეურიეთ სოდა წყალს პასტის კონსისტენციის მისაღებად და დაუწვით იგი ფილებზე და აბაზანის ზედაპირზე, დატოვეთ ასე ცოტახანი და შემდეგ ჩამოწმინდეთ. მისი შემადგენლობის ფორმის გამო სოდა უფრო მარტივად აღწევს ყველა მიუწვდომელ წერტილში, რომელიც დაფარულია საპონის ნარჩენებითა და ობით. უკეთესი ეფექტისთვის სოდის ჩამორეცხვამდე მიასხით მას წყლისა და ძმრის ნაზავი 50/50 მოცულობით.

3. ხალიჩის წმენდა

როდესაც ხალიჩაზე რაიმე დაგესხმევათ, მაშინვე მოაყარეთ მას სოდა და დატოვეთ ასე 10-15 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი თავზე დაასხით ძმარი. არასერიოზული ლაქების შემთხვევაში დაადეთ სოდიან ადგილს ზევიდარ პირსახოცი და დააწექით მის გასაშრობად. რთული ლაქების შემთხვევაში აღნიშნული პირსახოცით მოგიწევთ მისი ზედაპირის გახეხვა. ძმრის შეშრობის შემდეგ გამოიყენეთ მტვერსასრუტი ზედმეტი სოდის ასაღებად.

4. სავარცხლის გაწმენდა

თმის მსგავსად სავაცხელსაც რეგულარული გაწმენდა სჭირდება. უბრალოდ მოაშორეთ მას ზედმეტი თმა და ჩადევით წყლისა და სოდის ნაზავში ერთი საათით.

5. სამკაულების გაპრიალება

ჭუჭყიანი სამკაულების გასაწმენდად ნაზად გადაუსვით მას წყლის და სოდის შერევისგან მიღებული პასტის სქელი მასა. მისი გამოყენება ასევე შეგიზლიათ ვერცხლის და ოქროს გასაპრიალებლად.

6. ცხიმის მოშორება

წყლის და სოდის შერევით მიღებული პასტის წასმა იდეალური საშუალებაა საჭმლის მომზადების დროს გაჩენილი ცხიმის ლაქების გასაქრობადაც. ეს ხრიკი მუშაობს ნებისმიერ ზედაპირზე. უბრალოდ ჩამოწმინდეთ ამ პროცესის შემდეგ გაწმენდილი ადგილი წყლით ან საწმენდი საშუალებით ნარჩენების მოსაშორებლად.

7. ლეიბის გაწმენდა

დაფარეთ ლეიბი სოდით და იგი მას მოაშორებს მწერებსა და უსიამოვნო სუნს, შემდეგ კი მათი მოშორება მტვერსასრუტის დახმარებით შეგიძლიათ სრული სისუფთავისათვის.

8. კედლების ჩამორეცხვა

წყლის და სოდის შერევის შედეგად მიღებული პასტა ეფექტური საშუალებაა კედლის ლაქების გასაწმენდად, რომელიც შესაძლოა ბავშვებმა ან ცხოველებმა დატოვონ მათზე.

9. ოთხფეხა მეგობრების საწოლის წმენდა

ცხოველების ლოგინმა შესაძლოა მთელ სახლში გაავრცელოს უსიამოვნო სურნელი, რის გამოც მისი ხშირი გაწმენდაა საჭირო. ამისათვის შეგიძლიათ მოაბნიოთ მას ზემოდან საცხობი სოდა რეგულარულად და შემდეგ გაწმინდოთ იგი მტვერსასრუტით.

10. სარეცხის მანქანის გაწმენდა

თუკი სარეცხის მანქანიდან გამოღებულ სამოსს ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვს უსიამოვნო სუნი, ესეიგი სარეცხის მანქანის გაწმენდის დროა. თანამედროვე სარეცხი მანქანები იმაზე ხშირად საჭიროებენ გაწმენდას, ვიდრე გგონიათ. დაიწყეთ ცხელი წყლით რეცხვის პროცესი და ტანსაცმლის მაგივრად სარეცხ მანქანაში მოათავსეთ სოდა და ძმარი. რეცხვის პროცესის დასრულების შემდეგ მანქანას არანაირი სუნი აღარ ექნება.