ამერიკამ თოკიანი ჟალუზები აკრძალა: ყველაფერი ბავშვების უსაფრთხოებისთვის

ახალი წესების მიხედვით მაღაზიებში თოკიანი ჟალუზების შეძენა აღარ შეგეძლება. ისინი ამერიკული სახლების ნაწილი დეკადების განმავლობაში იყო, თუმცა ამ დროის განმავლობაში ბავშვები მათ საშუალებით ზიანდებოდნენ კიდეც. ამერიკული პედიატრიის აკადემიის ცნობით, ფანჯრის ჟალუზებმა 1990 წლიდან 2015 წლის ჩათვლით ჯამში 16,827 მცირეწლოვანი ბავშვის დაზიანება გამოიწვია. მშობლებმა ამ საშიშროების შესახებ აქამდეც კარგად იცოდნენ და მისი თავიდან აცილების მიზნით ჟალუზების თოკს მიუწვდომელ სიმაღლეზე ამაგრებდნენ. თუმცა, მათი გაყიდვა მაღაზიებში მაინც აიკრძალა.

ამიერიდან მომხმარებლები იძულებულები არიან აირჩიონ უთოკო ჟალუზები ან ჟალუზები ძალიან მოკლე და მიუწვდომელი თოკით. აღნიშნული ბანი მოქმედებაში იმის გამოც შევიდა, რომ ამერიკელი მომხმარებლების მიერ შეძენილი პროდუქტების უსაფრთხოების მაკონტროლებელმა კომისიამ თოკიანი ჟალუზები სახლის საშიში აქსესუარების პირველ ხუთეულში შეიყვანა. ამის მიზეზი ისაა, რომ თოკიანი ჟალუზების წყალობით 2012 წლიდან 2017 წლამდე ბავშვების დაზიანების 50 ფატალური შემთხვევა დაფიქსირდა.

თოკიანი ჟალუზები კვლავ ხელმისაწვდომია სპეციალური მოთხოვნილების მქონე ადამიანებისათვის და ასევე მათთვის, ვისაც ძნელად მისაწვდომი ფანჯრები აქვთ სახლში. მათ გარდა ყველას მოუწევს ახალ რეალობასთან შეგუება. ასეთი ჟალუზების ქონა არალეგალური არ გახლავთ, თუმცა მათი წარმოება და გაყიდვა აკრძალულია.