
ამ კრეატიულ მამაკაცს აქამდე არაფერი არ ჰქონდა აშენებული საკუთარი ხელებით, თუმცა მან მაინც გადაწყვიტა ტრადიციული მობილური სახლის სახელით ცნობილი ტრეილერების მაგივრად ძველი ავტობუსი ეყიდა. თუმცა, ძველი სკოლის ტრანსპორტის გარემონტების პროცესი მართლაც ღირდა ზედმეტ შრომად.
იგი გრაფიკული ილუსტრაციების კეთებით იყო დაკავებული და ყოველთვის სურდა პატარა სახლის ყიდვა სამოგზაუროდ, რის გამოც დიდ დროს ატარებდა პატარა სახლის დიზაინზე ფიქრში. საბოლოოდ მან საკუთარი გეგმები ამ სასკოლო ავტობუსს მოარგო. მისი ყიდვა სკოლის მიერ გამოქვეყნებულ ახალ ონლაინ აუქციოზე შეძლო მხოლოდ 2200 დოლარად, რადგან ამ საიტის შესახებ ბევრმა ჯერ კიდევ არ იცოდა.
როგორც კი ავტობუსში ავიდა, მაშინვე მიხვდა რომ მისი სახურავი უნდა შეეცვალა, რადგან 198 სანტიმეტრის სიმაღლის მამაკაცისთვის ორიგინალი სივრცე საკმაოდ მოუხერხებელი იყო დაბალი ჭერის გამო. ამისათვის მან 25 მეტალის ბოძი გამოჭედა და მათი დახმარებით სახურავის ერთი ნაწილი უფრო მაღალ პოზიციაში დაამაგრა.
საბედნიეროდ მან IKEA-ს მაღაზიაში ორიგინალური აქციების წყალობით მთელი უჯრებისა და კარადების ნაკრები 30 დოლარად შეიძინა, ხოლო დანარჩენი ავეჯის ჩარჩოები საკუთარი ხელით ააწყო. წყლისა და ელექტროენერგიის საბაზისო დონეზე მოწყობის შემდეგ იგი სახურავზე მზის პანელების დამონტაჟებას შეუდგა, ხოლო კედლები ხის ფიცრებით დაფარა ორიგინალური ვიზუალის მისაღებად. ამის შემდეგ ავტობუსის გარეთა ნაწილი თეთრი საღებავით შეღება, რადგან ეს საუკეთესო ვარიანტი იყო ტეხასის ცხელი ამინდებისთვის.
მას თავიდანვე სურდა უკანა ნაწილის ორიგინალური ფორმის შენარჩუნება და ასეც მოიქცა, რადგან საკმაოდ სახალისო პროცესს წარმოადგენს დილაობით საძინებელში საავარიო კარის გახსნა და ბუნებით დატკბობა.
მთლიანი სამზარეულოს მოსაწყობად მან 300 დოლარი დახარჯა, სადაც ყველაზე ძვირი ორიგინალური ონკანის აწყობა დაჯდა. სამზარეულოს სიგრძე თითქმის 3 მეტრს აღწევს და მისი ძველი სახლის სამზარეულოზე უფრო დიდიც კია. ამ ავტობუსის ყიდვის დროს იგი სწორედ პატარა სტუდიური სტილის აპარტამენტში ცხოვრობდა, რომლის ქირაშიც თვეში 1200 დოლარს იხდიდა. ავტობუსის გარემონტების პროცესში იგი კარავში გადავიდა საცხოვრებლად, რათა რემონტისთვის საკმარისი ფული შეეგროვებინა. ამის გამო მას ყოველდღე 40 წუთის გატარება უწევდა გზაში, რათა სამსახურში მისულიყო.
ამის შედეგად მან ხისა და მეტალისთვის საკმარისი ფული შეაგროვა. თავდაპირველად ტელევიზორი არ უყიდია, თუმცა რამდენიმე კვირის განმავლობაში ტელეფონში უყურებდა შოუებს და მიხვდა, რომ ტელევიზორი მართლაც საჭირო ფუფუნება იყო.