ეს ვიქტორიანული ეპოქის სახლი ისე იდეალურად გამოიყურება, თითქოს ათწლეულების მანძილზე არავინ შეხებია

მსოფლიოში უამრავი არქიტექტურული სტილი არსებობს, თუმცა მათგან ერთ-ერთის სილამაზეზე ყველა თანხმდება. ვიქტორიანული სტილის სახლები ყველასთვის მოსაწონი და საინტერესო შესახედაობისაა. ტრადიციულად, სახლი ვიქტორიანულად ითვლება იმ შემთხვევაში, თუკი იგი დედოფალი ვიქტორიას მმართველობის პერიოდში იქნა აშენებული, 1837-1901 წლებში. ასეთ სახლებს აქვთ ისეთი კლასიკური დეტალები, როგორიცაა გარშემო შემოვლებული აივანი, შეღებილი სახურავები, წრიული დეტალები და ფართო ფანჯრები.

ვიქტორიანული სახლების უმრავლესობა ლამაზი ფერებით იყო შეღებილი. შიგნით ასეთი შენობები ისეთივე ლამაზი იყო, როგორც გარედან. მათ ახასიათებდათ ხელნაკეთი ხის იატაკები და უნიკალური შპალერები. სწორედ ასეთი ორიგინალური სახლების სიაში შედის ეს შენობაც, რომელიც კანზასში მდებარეობს. ვინტაჟური სასახლე გიგანტური ვერანდით, იდეალური ხის ნაკვთებითა და საოცარი ეზოთი გამოირჩევა. თუმცა, ეს მხოლოდ გარედან დანახული სილამაზეა. თქვენზე უფრო დიდ შთაბეჭდილებას ინტერიერის დათვალიერება მოახდენს. ამ უნიკალურ გარემოს ისეთი ვიზუალი აქვს შენარჩუნებული, თითქოს ამ კედლებსა თუ სახლს დეკადების განმავლობაში საერთოდ არავინ შეხებია, რაც იდეალური რემონტის დამსახურებაა:

ამ შთამბეჭდავი სახლის ფართობი 308 კვადრატული მეტრია და საერთო ჯამში 4 საძინებელს და 4 სააბაზანოს მოიცავს. იგი 100 წელზე უფრო დიდი ხნის წინ, 1903 წელს იქნა აშენებული. მისი ავეჯი იმდენად შთამბეჭდავია, რომ მათი დანახვისას წარსულში გადაინაცვლებთ.

ამ სახლში ფარდებიც კი ხელოვნების ნიმუშებს წარმოადგენენ: