მძარცველებმა ამ ქალს მოძრავი სახლი მოპარეს და უსახლკაროდ დატოვეს

70 წლის სონია მაკკოლი მისი მობილური სახლის სხვა ქალაქში გადატანის პროცესში იყო მაშინ, როდესაც სახლში დაბრუნებულს იგი სრულიად გამქრალი დახვდა. იგი ამ ფაქტმა სრულ შოკში ჩააგდო. სახლის გაძარცვაც კი საშინელ ფაქტს წარმოადგენს ჩვენთვის და წარმოიდგინეთ როგორი შეგრძნებაა, როდესაც მთლიანი სახლი გამქრალი გხვდებათ.

რათქმაუნდა, სონიას სახლი უბრალოდ არ გაუჩინარებულა. ის მანქანით წაიღეს იმ ადამიანებმა, რომლებსაც აშკარად ჰქონდათ გეგმა. სონია მობილური სახლების მფლობელების უფლებებლის აქტიური დამცველი იყო. მობილური სახლი ეწოდება იმ შენობას, რომლის პატრონიც სახლს ფლობს, თუმცა არა იმ მიწას, რომელზეც სტრუქტურაა განთავსებული. ამ საკითხში გამოჩენილი მონდომებისთვის სონიამ ბრიტანეთის იმპერიის საგანგებო ორდენიც კი მიიღო პოლიტიკურ აქტივობასა და საჯარო სერვისებში გამოჩენილი თავდადებისთვის. აღსანიშნავია, რომ სონიას თქმით იგი თავდასხმის სამიზნე სწორედ ამ უფლებების დაცვისთვის ბრძოლის გამო გახდა.

სონიას სახლი 13 მეტრის სიგრძის იყო, რაც მას რთულად მოსაპარს ხდის, განსაკუთრებით ვინმეს მიერ შემჩნევის გარეშე. სწორედ ამიტომ მისი მოპარვა საჭიროებდა ფრთხილად შედგენილ გეგმასა და დაბალხიდიან მანქანას, რომელსაც ასეთი სიმძიმის გადატანა შეუძლია. მარტივად შეიძლება ითქვას, რომ ასეთი მანქანა ბევრისთვის ხელმისაწვდომი არ არის.

სოიას სახლი 40,453 ათასი დოლარის ღირებულების იყო და სრულიად მოწყობილი, რაც იმას ნიშნავს რომ ქურდებმა დაზარალებული ქალის ძვირფასეულობაც თან წაიღეს. იგი ამ დროს სახლში არ იმყოფებოდა და შემთხვევის შემდეგ მეგობრების სახლში უწევს ცხოვრება, რადგან არ იცის როგორ უნდა გააგრძელოს ცხოვრება ამ ფაქტის შემდეგ.

მისი კამპანიის გამო, სონიას მოკლვითაც ემუქრებოდნენ, რის გამოც იგი სხვა პარკში გადასვლის პროცესში იყო. სწორედ ამიტომ მისი მობილური სახლი სატრანსპორტო საშუალებების ეზოში ეყენა დროებით მაშინ, როდესაც იგი მოიპარეს.