ეს ავტობუსი შეგიძლიათ თქვენს საოცნებო ხუთვარსკვლავიან სასტუმროდ აქციოთ

თანამედროვე სამყაროში მოგზაურობის მსურველების რიცხვი ძალიან. მათ უმრავლესობას მობილური სახლების კომფორტით ურჩევნია ქვეყნის შემოვლა, რაშიც ახალი ტექნოლოგიები ძალიან გიწყობთ ხელს. შეიძლება ითქვას, რომ მობილური სახლი და ტრეილერი ვერასდროს გაუთანაბრდება სახლის კომფორტს, მაგრამ ეს ახალი გამოგონება ამ ვარაუდს ეჭვის ქვეშ აყენებს.

ეს თანამედროვე მობილური სახლი ხუთ ვარსკლავიან სასტუმროებსაც კი ეჯიბრება საკუთარი მდიდრული ინტერიერითა და ფუფუნების ელემენტებით. Volkner-ის მიერ შექმნილი მოტორიანი სახლი უახლესი მოდელია, რომელიც ნებისმიერი გემოვნების ინტერიერის მოწყობის არჩევანს გთავაზობთ. შესაბამისად მას მარტივად მოაწყობთ თქვენი ოჯახის მოთხოვნილებების მიხედვით და თანაც იგი გარაჟითაც კი გამოირჩევა, რომელშიც თქვენს ავტომობილს მარტივად შეინახავთ. ასეთი იშვიათი ფუფუნების უზრუნველსაყოფად ამ მობილური სახლი 13 მეტრის სიგრძისა და 3 მეტრის სიგანისაა.

კომპანია გთავაზობთ ამ სახლის მდიდრულად მოწყობის 6 სხვადასხვანაირ ვარიანტს, რათა მაქსიმალურად მოარგოთ პირადი მოთხოვნები მის ინტერიერს.

კედლების გარეთ გაწევის წყალობით შიგნით უფრო მეტი სივრცე იქმნება, თუმცა გზის წესების დაცვის გამო აღნიშნული ფუნქცია მხოლოდ გაჩერებულ მდგომარეობაში მყოფი სახლის ფუფუნებას წარმოადგენს.

Volkner Mobile გერმანული კომპანიაა, რის გამოც მათ მიერ შემოთავაზებულ სტილსა და ხარისხში მარტივად შეიმჩნევა ევროპული სტილისთვის დამახასიათებელი მინიმალიზმი. მათ მიერ შემოთავაზებული სხვადასხვა ინტერიერის ვარიანტები ისეთ მრავალფეროვარ არჩევანს გთავაზობთ, როგორიცაა განსხვავებული სტილის ლოგინები თქვენი საძინებლისთვის და ა.შ

1000 ლიტრიანი წყლის ავზის დახმარებით ტრეილერი ასევე ყველანაირ წყალგაყვანილობის მოთხოვნას აკმაყოფილებს, რის გამოც წყალთან დაკავშირებული ნებისმიერი აქტივობა საკმაოდ მარტივად განსახორციელებელია ამ სახლში. პარკში სეირნობის შემდეგ კომფორტულ აბაზანაში ცხელი შხაპის მიღება მართლაც დიდ ფუფუნებას წარმოადგენს.